მიხეილ კვესელავა > Quotes > Quote > David liked it

“...პირველი შემთხვევა როდი იყო, უიარაღოდ დარჩენილი მძიმედ დაჭრილი რომ სამადლო ტყვიას ითხოვდა. ეს უნდოდა ყველას, ვისაც უკვე ძალა ან საშუალება არა ჰქონდა თვითონ მოეკლა თავი. მე ბევრჯერ გამიგონია, ძმაო, მესროლეო, რომ გვემუდარებოდა გატაჯული მებრძოლი... ამაზე საშინელი არაფერი სმენია ჩემს ყურებს... და არა ერთხელ, აქაც, იქაც...
მეგობარო, მესროლე, მეგობარო, გამათავე, გთხოვ... აღარ შემიძლია... მესროლე, გამათავე...
ახლაც ჟრუანტელი მივლის, ეს უცნაური პარადოქსი რომ მახსენდება. იქნებ ამიტომ მოახდინა ჩემზე ასეთი შემაძრწუნებელი შთაბეჭდილება, როცა ჟან პოლ სარტრის "ეშმაკი და კეთილი ღმერთის" ის ადგილი წავიკითხე, სადაც გოც ფონ ბერლიჰინგენი მოწყალებასავით არიგებს სიკვდილს. ის კლავს თავის გულითად მეგობარს და ეუბნება:
- ჩაძაღლდი, ჩემო ძმაო!
სელინის გმირი ნისიადაც არიგებს სიკვდილს, მაგრამ მეგობარი რომ მართლაც სიკვდილს გთხოვს, ამაზე ძნელი რა არის!.. ან რა მოსაგონარია, თუ ზოგჯერ... თუმცა არ ღირს ამის მოყოლა. ეს მხოლოდ ბატალიონის მეთაურს შეეძლო, იმ რკინისნერვებიან კაცს, სხვას არავის... რამდენიმე შემთხვევის შემდეგ კი ისიც გატყდა, მეტი აღარ შემიძლიაო, გამოაცხადა.
აღარ მეგონა, იმ წუთს თუ არ შეიშლებოდა, ისეთი სახე ჰქონდა...”
მიხეილ კვესელავა, ას ერგასის დღე წიგნი I

No comments have been added yet.