Ryszard Kapuściński > Quotes > Quote > ნინო liked it
“ხალხი არასოდეს აჯანყებულა გაუთავებული ჭაპანწყვეტის გამო, ან იმისათვის, რომ მძიმე ტომრის ტარება უწევთ. მან ხომ, უბრალოდ, არ იცის სხვა ცხოვრება, ანუ ცხოვრება დიდი ძალისხმევის გარეშე. წარმოდგენაც კი არა აქვს, რომ ასეთი რამ საერთოდ არსებობს. მაშ, როგორ შეიძლება მოითხოვო ის, რაც არ იცი, რაც შენს წარმოსახვაშიც არაა?! ხალხი მხო-ლოდ მაშინ ბუნტდება, როდესაც მოულოდნელად, ერთი ხელის აქნევით ვიღაც შეეცდება ზურგზე მეორე ტომარაც წამოჰკიდოს. მაშინ გლეხი ვერ უძლებს და ხელს ნაჯახს სტაცებს. და ის, ძვირფასო მეგობარო, ნაჯახს იმიტომ კი არ იღებს ხელში, რომ ვერ ზიდა მეორე ტომარა, არა, ის მასაც წაიღებდა! გლეხი ჯანყდება იმიტომ, რომ, მისი აზრით, მეორე ტომარა მოულოდნელად და ჩუმად აჰკიდეს მხრებზე, ანუ შეეცადნენ მოეტყუებინათ, როგორც უგონო ცხოველი, შეურაცხყვეს მისი ღირსება და ჩათვალეს სულელად, რომელიც ვერ ხედავს, ვერ გრძნობს, ვერაფერს იგებს. გლეხი ნაჯახს არა ჯიბის, არამედ ადამიანური ღირსების დასაცავად იღებს.”
― The Emperor: Downfall of An Autocrat
― The Emperor: Downfall of An Autocrat
No comments have been added yet.
