John Steinbeck > Quotes > Quote > გვანცა liked it

John Steinbeck
“- წითელკაბიანი გოგო დაინახა. უტვინო ნაბიჭვარია, უნდა, რომ ყველაფერს შეეხოს, რაც მოსწონს. ჰოდა, წითელ კაბას ხელი წაატანა, გოგომ გამკინავი ხმით ყვირილი მორთო. ლენის გონება აერია და გოგოს ჩაეჭიდა, ეს ერთადერთია, რისი მოფიქრებაც შეუძლია. გოგონა კი გაუთავებლად ყვიროდა. მე შორიახლოს ვიყავი და ყვირილზე გამოვიქეცი. ლენი უკვე სულ მთლად დაბნეული იყო და გოგონას ხელს არ უშვებდა. ღობის სარს დავავლე ხელი და თავში ჩავარტყი, რომ მეიძულებინა ხელი გაეშვა. ისე ჰქონდა გონება არეული, კაბას არ ეშვებოდა, ეს წყეული კი შენც იცი რა ძლიერია.
სლიმი მშვიდად უყურებდა, თვალებსაც არ ახამხამებდა.
- მერე რა მოხდა? - დინჯად ჩაეკითხა.
ჯორჯმა პასიანსის კარტები გულდასმით ჩაამწკრივა.
- გოგო სასამართლოში გაიქცა და მოახსენა, რომ მასზე ძალა იხმარეს. უიდის კაცები დაირაზმნენ და გადაწყვიტეს ლენი დაეჭირათ და ლინჩის წესით გაესამართლებინათ, ჩვენ კი მთელი დარჩენილი დღე სარწყავ არხში, წყალში მყოფებმა გავატარეთ. მხოლოდ თავები გვქონდა წყლიდან ამოყოფილი. ღამით კი იქიდან მოვუსვით.
სლიმი ცოტა ხანს უხმოდ უყურებდა.
- გოგოსთვის არაფერი დაუშვებია, ჰო? - იკითხა, ბოლოს და ბოლოს.
- ჯანდაბა, არა! უბრალოდ შეაშინა. მეც კი შემეშინდებოდა, ასე რომ დავეჭირე. მაგრამ არასდროს არაფერს დაუშავებდა. უბრალოდ უნდოდა იმ წითელ კაბას შეხებოდა, ზუსტად ისე, როგორც იმ ლეკვებს ეფერება.”
John Steinbeck, Of Mice and Men

No comments have been added yet.