Natalie Davitashvili > Quotes > Quote > Loreley liked it
“მთიელების ყურადღება ერთ-ერთმა მებრძოლმა მიიპყრო, მას სხვებისგან განსხვავებით მოკლე ჯაჭვის პერანგი ეცვა, სახეს კი მუზარადი უფარავდა. ორივე ხელში ორლესული ცულები ეჭირა და ისე სწრაფად და ოსტატურად ატრიალებდა, თითქოს ცეკვავსო. განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელების მოძრაობას თავის მოქნევასაც ამატებდა. ამ დროს მისი გრძელი რკინის ეკლებჩაწნული შავი ნაწნავი ჰაერში მათრახივით გაიელვებდა და ქაჯს მიახლოების საშუალებას არ აძლევდა. ბოლო ცოცხლად დარჩენილი ქაჟიც რომ ძირს დასცა, მუზარადი მოიხადა. მთიელები სახტად დარჩნენ. ვაჟკაცი მეომრის ნაცვლად, მათ წინშე ოციოდე წლის ძალიან ლამაზი ქალიშვილი წარსდგა. ...
... ღვთისშვილები ჯერ კიდევ გაოგნებულები შესცქეროდნენ ქალიშვილს. იარაღიანი ქალი როგორ არ ენახათ. ისინი მათ მხარეშიც, თუ საჭირო იყო, კაცებს გვერდში ედგნენ, მაგრამ მებრძოლი მთიელი ქალი მეომარში არ შეგეშლებოდა. თუთა სხვა იყო, ყოველ მის მოძრაობას ეტობოდა, საბრძოლო ხელოვნებაში დიდად იყო განსწავლული.”
― ამბავი ლილე იროელისა

No comments have been added yet.