Natalie Davitashvili > Quotes > Quote > Loreley liked it

Natalie Davitashvili
“კაცისძწნიც და დევებიც მზის ქვეშ ცხოვრობდნენ, პური ერთნაირად მოჰყავდათ, ნახირს ერთნაირად მწყემსავდნენ, სანადიროდ ერთ ტყეში დადიოდნენ, ერთი მდინარიდან სვამდნენ წყალს, მაგრამ კაცისძენი მორიგე ცის გამგებელს უნთებდნენ სანთელს და მისთვის ლოცულობდნენ, სინათლისა და ბნელის ჭიდილში ნათელის მხარეს იდგნენ, დევები კი ბნელეთის მაუფის ერთგულნი იყვნენ და, მისი ბრძანებით, კაცისძეთა და ღვთისშვილთა მიწიდან განდევნას ცდილობდნენ. ტანით ბუმბერაზნი და ბალნიანნი იყვნენ. ტიკივით გაბერილებს, კასრივით ედგათ თავი ან თავები: ხან - ორი, ხან - სამი, ხან - ცხრა, ხანაც - თორმეტი, მაგრამ ერთთავიანები მაინც მეტნი ყვნენ, თანაც დანარჩენთაგან განსხვავებით, უფრო გონიერნი. თვალიც ყველას ორი არ ჰქონდა, ზოგიერთს ერთი დიდი თვალი აჯდა შუბლზე. აი, რქები კი ყველას ამშვენებდა: ზოგს - მოზრდილები, ზოგს კი - ისეთი პაწაწინა, თითქმის არც უჩანდათ. ცოტა ბრიყვებიც იყვნენ. იქნებ, ამიტომაც აღარ ახსოვდათ, რომ კაცისძეთ ყოველთვის არ მტრობდნენ. მხოლოდ მას მერე, რაც ქვესკნელის მეუფემ მოსთხოვათ, კაცისძეთა განდევნაში დამეხმარეთ და, სანაცვლოდ, მათ მიწებს თქვენ მოგცემთო, დევებმაც ცდუნებას ვერ გაუძლეს და დასთანხმდნენ. ამ ფიცმა ხომ სულ დაუბნელათ გონება. ნელ-ნელა გაავდნენ დ გამხეცდნენ.”
ნატო დავითაშვილი, ამბავი ლილე იროელისა

No comments have been added yet.