Ingeborg Bachmann > Quotes > Quote > Mari liked it
“საზღვრები სულ მალე გაირკვა, აქ ხომ ერთი ციდა ქვეყანა იყო დასაარსებელი, ტერიტორიული მოთხოვნებისა და, სინამდვილეში, კონსტიტუციის გარეშე, მთვრალი ქვეყანა, რომელშიც მხოლოდ ორი სახლი დგას, სიბნელეშიც რომ მიაგნებ, მზის და მთვარის დაბნელების დროსაც, და ზეპირად ვიცი, რამდენი ნაბიჯი უნდა გადავდგა ჩემიდან პირდაპირ ივანის სახლამდე, თვალახვეულიც გავივლი. ამიერიდან დანარჩენი სამყარო, რომელშიც აქამდე ვცხოვრობდი - მუდამ პანიკაში, სასაგამშრალი, კვალით იმისა, რომ ვიგუდებოდი - სრულიად უმნიშვნელო გახდა, რადგან მას ნამდვილი ძალა დაუპირისპირდა, და მერე რა, რომ ეს ძალა, დღევანდელივით, მოწევისა და ლოდინისგან შედგება, რომ არაფერი დაეკარგოს.”
― Malina
― Malina
No comments have been added yet.
