“ყველა დიდი მწერალი ყოფილა ემიგრაციაში, მაგრამ ყველას როდი ღირსებია უკან დაბრუნება. კი ბატონო, დანტე დაბრუნდა, მაგრამ რუსთაველი?! არჩილ მეფე?! ვახტანგ მეექვსე?! თეიმურაზ მეორე?! სულხან-საბა?! გურამიშვილი?! ბესიკი?! ბაგრატიონთა მთელი სამეფო დინასტია?! ფერეიდნელები?! მოსკოვური კოლონია?! კოლონიები?! ოციან და ორმოციან წლებში გაქცეულები?! ბოლშევიკების გაშვებულები?! რამდენიმე მკვდარი თუ დააბრუნეს, ისიც მათთან შეუთანხმებლად, ეგ იყო და ეგ. ხომ მეთანხმებით? არა, კი არ მიხარია, სიმართლეს მოგახსენებთ. ქართველები ჩვენი ნებით უკან აღარ ვბრუნდებით. მაზოხისტები ვართ. გვსიამოვნებს ნოსტალგიით წამება. ანდა, ემიგრანტულ ბინას მოვრთავთ ქართულად — თუშური ფარდაგით, მეგრული ჩონგურით, შროშას ჯამ-ჭურჭლით — და ავტეხავთ ერთ ვაიუშველებელს, აი, რა დაგვაკარგვინეს, აი, როგორ გვიყვარს აქ, რაც არასოდეს გვყვარებია იქო.”
―
―
“მაგრამ ვიდერე იბრძოდით ხალხი გერქვათ, მაინც ანგარიშს გიწევდათ მტერი. ხოლო, როცა ხმალი ქარქაშში დაგიჟანგდათ და თქვენი მუზარადი პრისტავის ცოლმა საწოლის ქვეშ შეიდგა, ღამის ქოთნად, ადგილი კი არა, სახეც დაკარგეთ...”
―
―
“თქვენი პატრიოტული აღტკინება, თქვნივე პროვინციალიზმის ბრალია, პროვინციული ხილია, ბაზრის სილამაზე, იქვე, დახლთან რომ ჭამ, ნიკაპზე რომ ჩამოგდის მისი ტკბილი წვენი და უნებურად წელში გხრის რათა შარვალზიც არ დაისვარო მაგრამ იმდენად დიდია გემოს გასინჯვის ცდუნება ერთი წუთიერი აბსოლიტური თავისუფლება გეუფლება. არავითარ ყურადღებას არ აქცევ ეთიკის ნორმებს თუმცა უზრდელობაც თავისებური თავისუფლებაა. მეორე წუთს კი როცა ეს ცდუნება გაგივლის აღარ იცი სად წაიღო ის ლამაზი ნაყოფის წვენით გაწებილი ხელები დგახარ ამდენ ხალხში სასაცილოდ თითებგაფარჩხული სანამ ვინმე გაზეთის ნახევს არ მოგაწოებს, ანდა, სამადლოდ გულის ჯიიდან ცხვირსახოცს არ ამოიღებს რაკი შენთვითონ შენივე სისულელისა და სულსწრაფობის გამო ისეთი უსუსური ხარ რომ საკუთარი გულისჯიბეც მიუწვდომელი გახდა.”
―
―
“ქართველები ჩვენი ნებით უკან აღარ ვბრუნდებით. მაზოხისტები ვართ. გვსიამოვნებს ნოსტალგიით წამება. ანდა, ემიგრანტულ ბინას მოვრთავთ ქართულად — თუშური ფარდაგით, მეგრული ჩონგურით, შროშას ჯამ-ჭურჭლით — და ავტეხავთ ერთ ვაიუშველებელს, აი, რა დაგვაკარგვინეს, აი, როგორ გვიყვარს აქ, რაც არასოდეს გვყვარებია იქო.”
―
―
ნინო’s 2025 Year in Books
Take a look at ნინო’s Year in Books, including some fun facts about their reading.
More friends…
Favorite Genres
Polls voted on by ნინო
Lists liked by ნინო














