(?)
Quotes are added by the Goodreads community and are not verified by Goodreads. (Learn more)
Nestan Kvinikadze

“სექსი ძალიან ჰგავს ჯაზს, - ვგულისხმობთ ულევ შესაძლებლობას, იმპროვიზაციას; როცა რეალურად არ იცი, თუ სად არის კულმინაცია. და კიდევ, ასეთი სახით ის აღარასდროს განმეორდება.
საუბარია იმ დინამიკაზე, იმპულსზე და ენერგიაზე,რაც ერთი შეხედვით გაფიქრებინებს, თითქოს დროდადრო ტემპი იზრდება, მაგრამ ეს ასე არ არის. სინამდვილეში დროის ამ მონაკვეთში ფანტაზია დაუჯერებელ შესაძლებლობებს აღწევს. ჯერ ახალი ორლეანიდან მისისიპის გაყოლებით გაცურავს სანაოსნო წვეულება, შემდეგ კდელზე გაკრულ თეთრ ზეწარზე ძველ მეჯლისს უჩვენებენ.
"ჯაზი ყველაგანაა, ღმერთივით", ისევე როგორც სექსი. თურმე ადრე ჯაზის დაკვრისთვის საკმარისი იყო ძლიერი ექსტაზი და ჯაზის სიყვარული. დღეს ასე აღარაა, რადგან განვითარდა და მხოლოდ იმიტომ არ ამოწურა თავისი შესაძლებლობები, რომ მისი არსი შესრულებაშია.
სექსშიც იგივეა. სიყვარულის და ექსტაზის გარდა ხომ არის კიდევ რაღაც, მეტაფიზიკური ბოდვა თუ აღვირახსნილი სწრაფვა, - სწრაფვა იმ ერთადერთი მიზნისთვის, რასაც სიამოვნება ჰქვია.
და რაც უფრო უადგილო და უდროოა ის მთავარი, მით უფრო ეფექტურია, ისევე როგორც იუმორი.
არტისტული ნევროზი თუ შიზოფრენია? არც ერთი. უფრო კი ადამიანური სისუსტე.
ჯაზი ბევრად ადრე არსებობდა, ვიდრე აფრიკელები დოლებს დედას და მამას ეძახდნენ. უბრალოდ, იყო ერთი პირობა: ჯაზი აუცილებლად მეოცე საუკუნეში უნდა მოდებოდა მსოფლიოს. უფრო მეტიც, წლებიც გათვლილი იყო და დღეებიც. ამიტომაც ამერიკის ერთი ბოლოდან მეორეში, გაგრილებამდე ატარეს ჯაზი.
რატომ უღიმიან ერთმანეთს ჯაზ-მუსიკოსები კომპოზიციის შესრულებისას? ისინი იმპროვიზაციის გენიალურობას მოჰყავს გაოცებაში და ღიმილით იმ წამს აფიქსირებენ, რომელიც აღარ განმეორდება, ისევე როგორც სექსში.”

Nestan Kvinikadze, ისპაჰანის ბულბულები
Read more quotes from Nestan Kvinikadze


Share this quote:
Share on Twitter

Friends Who Liked This Quote

To see what your friends thought of this quote, please sign up!

0 likes
All Members Who Liked This Quote

None yet!


This Quote Is From


Browse By Tag