(?)
Quotes are added by the Goodreads community and are not verified by Goodreads. (Learn more)

“ყურება ყველას შეუძლია, ხედვა კი - არა. "თვალები გახელილი რომ გაქვს, მიტომ გგონია, რომ ხედავ?" - წერდა შექსპირი. ადამიანებს, რომლეებიც იყურებიან, მაგრამ ვერაფერს ხედავენ, გოეთე უწოდებდა "ბრმებს ღია თვალებით". მისი აზრით, ნამდვილი "ხედვა ფორმის მიცემაა". ეს რთული შემოქმედებითი პროცესია - სახეთა ფორმების შექმნა. ამისთვის ე.წ. "ხორციელი ხედვა" არ კმარა. აქ სხვა თვალებია საჭირო - გულის თვალები.
როცა საგნებისა და მოვლენების ნამდვილ ხედვაზე მიდგება საქმე, ილიაც ასკვნის: "ხორციელი ხედვა ამისთვის უღონოა". იგი ასეთ შემთხვევაში გულის თვალებზე ფიქრობს და მშვენიერ ქართულ კომპოზიტს - "გულისყურსაც" მოიმარჯვებს ხოლმე, თუნდაც იმ ბგერების მისაწვდომად, რომელნიც უფრო შორს მიდიან, ვიდრე საზღვარია ჩვენი სმენისა.
"ხორციელ ხედვაში" გულის თვალებს გრძნობები შეაქვს, კეთილს ქმნის და ბიძგს აძლევს ამაღლებულის წარმოსახვას, რომ "უსახოთა ნივთთა" ჭვრეტა, "უსახოსა სახისა" ხილვა ან "უნახის დანახვა" შეძლოს.
მაგრამ ამ "უნივთო ხედვისათვის' უკვე არა მარტო გულის. არამედ სულის თვალებიცაა საჭირო. რასაც გულის თვალები გრძნობენ და სულის თვალები წარმოიდგენენ, სახეთა ფორმებში გამოიხატება, რისთვისაც არა მარტო სულის ან გულის, არამედ გონების თვალიანობაცაა საჭირო... და მასთან ერთად - "გონიერებაც გულისა".”

მიხეილ კვესელავა, ას ერგასის დღე წიგნი I
Read more quotes from მიხეილ კვესელავა


Share this quote:
Share on Twitter

Friends Who Liked This Quote

To see what your friends thought of this quote, please sign up!



Browse By Tag