(?)
Quotes are added by the Goodreads community and are not verified by Goodreads. (Learn more)
Salman Rushdie

“თვით იმპერატორიც ფანტაზიებით ცხოვრობდა. მის სასახლეში დედოფლები მოჩვენებებივით ლივლივებდნენ, რაჯპუთელი და თურქი სულთნები დაჭერობანას თამაშით ერთობოდნენ. სამეფო ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, როგორც რეალური პიროვნება, არც არსებობდა. ის იმპერატორის წარმოსახვით შექმნილი საყვარელი ცოლი იყო, რომელიც მან ისევე გამოიგონა, როგორც მარტოდ დარჩენილი ბავშვები იგონებენ ხოლმე მეგობრებს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რეალური, თუმც კი უჩუმრად მოლივლივე ცოლი ჰყავდა, იმპერატორის აზრით, ნამდვილი დედოფლები ფანტომები იყვნენ, არარსებული საყვარელი კი - რეალური. სახელიც კი დაარქვა მას - ჯოდჰა - და ვერავინ ბედავდა ქალის არსებობა ეჭქვეშ დაეყენებინა.
..სურდა თუ არა, კვლავ დ კვლავ აღელვებდა კითხვა, რამდენად დამოუკიდებელი იყო მისი არსებობა (თუ კი ის საერთოდ არსებობდა). თუკი ღმერთი თავის მიერვე შექმნილ ადამიანს ზურგს შეაქცევს, ადამიანი უბრალოდ არსებობას შეწყვეტს? ძალიან რთული შეკითხვა იყო, შეიძლება ითქვას გლობალური, მაგრამ ჯოდჰას უფრო თავისი მდგომარეობა აწუხებდა. მაგალითად, ჰქონდა თუ არა მას თავისუფლება, თუ მთლიანად დამოკიდებული იყო იმ კაცის ნებაზე, რომელმაც ის არსებობაში გამოიხმო? მხოლოდ იმიტომ ხომ არ არსებობს, რომ მის შემქმნელს არ სურს ეჭვი შეიტანოს მისი არსებობის შესაძლებლობაში? განაგრძობდა თუ არა ის სიცოცხლეს იმ შემთხვევაში, თუ იმპერატორი მოკვდებოდა?”

Salman Rushdie, The Enchantress of Florence
Read more quotes from Salman Rushdie


Share this quote:
Share on Twitter

Friends Who Liked This Quote

To see what your friends thought of this quote, please sign up!

0 likes
All Members Who Liked This Quote

None yet!


This Quote Is From

The Enchantress of Florence The Enchantress of Florence by Salman Rushdie
19,462 ratings, average rating, 2,271 reviews
Open Preview

Browse By Tag