(?)
Quotes are added by the Goodreads community and are not verified by Goodreads. (Learn more)
Iva Pezuashvili

“საქართველო კიდევ ეგეეთი ქვეყანაა, რამე რომ გაუგო, „გეორგიევსკის ტრაქტატიდან“ მაინც უნდა გამოჰყვე, თორემ მაგის გარეშე ვერც პირველ რესპუბლიკას აუღბ ალღოს და ვერც საბჭოთა კავშირს. არიან ისეთებიც, ეგ ყველაფერი რომ სულ ზეპირად იციან და ნასწავლიც აქვთ, ჩაბარებულიც და მაინც რუსეთისკენ რომ იყურებიან და აი, ამას რომ იხვდე, შეიძლება „ვეფხისტყაოსნამდე“ მოგიწიოს ჩასვლა და იმის დაშვება ან აღიარება, რომ ჩვენი კულტურის მამოძრავებელი შიშია, შიში რომ არა, „ვეფხისტყაოსანის“ სიუჟეტი საქართველოში განვითარდებოდა და არც ერეკლე ივლიდა ყიზილბაშური სამოთ, არც ინგილო ქალი ესროდა ქლიავს და არც ილიას ვესროდით და არც სტალინს გავაკერპებდით და იქნებ არც „არ დაიდარდოს“ ბენჟამინის როლი მოგვერგო ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის კარზე.
ჩვენ გვეშინოდა, სულ და ყოველთვის და სულ და ყოველთვის მაგ შიშის დაჯაბნაში ვიყავით - ფარით ან ხმლით, ფარზე ან ხმალზე. მერე ერთ დღესაც რუსები მოვიდნენ და ომზე უარესი, ჩინ-მენდლების აღებ-მიცემობა გაგვიჩაღეს. იმასთან როგორ გვეომა, ვინც გვაფასებდა? ეგ არ ვიცოდით, ეგ არ უსწავლებიათ. განა შაჰები და მისთანები იგივეს არ შვებოდნენ? მაგრამ მაგათ რელიგია ჰქონდათ სხვა, რჯულიც და ჯურიც და სულ მტრები იყვნენ და ეს რუსები კიდევ, რაღაცით მაინც გვგავდნენ და ჩვენი სიმღერაც მოსწონდათ, ცეკვაც და ხაჭაპურში გაწელილ ყველსაც ისე გემრიელად სვლეპდნენ, რომ არა, არ გამოვიდა მაგათთან ომი. ჯერ რუსის ჯარში დავწინაურდით, მერე კი მთე საბჭოეთში გაგვივარდა სახელი და ქართული ულვაშიც ისე დაფასდა, მეტი რომ არ შეიძლებოდა და როგორია მთელი არსებობის განმავლობაში რომ შეშინებული იყავი და შენი თუ არა, შენიანის რომ ეშინოდა მთელს სამყაროს? არ გაგვხარებოდა? მერე რა, რომ ნაცნობ-მეგობრებს გვიხვრეტდა? რომ მოკვდა, მერე ხომ დავგმეთ? მართლია, 56-ში შევეწირეთ კიდეც, მაგრამ იცი, რა? მანდ მარტო სტალინის სახელს კი არა, ეროვნულ თავმოყვარეობას ვიცავდით და აი მანდ შეგვაშინეს თუ შეგვაშინეს, ისე ძალიან, რომ თითქმის სამი დეკადა ხმა არ ამოგვიღია. სამაგიეროდ, მაგ ოცდაათ წელიწადში ყველაზე უკეთესი „ცეხავიკების“ და „დელეცების“ სახელი მოვიხვეჭეთ და ერი არ იყო და ნაცია, ჩვენზე უკეთ რომ ეწველა საბჭოთა სისტემა. ჩვენ ვიყავით კაი ღვინის მსმელები და კაი პურის მჭამელები.ქართველი საბჭოთა კავშირში იგივე იყო, რაც ჯამბაზი იმპერატორის, ან მეფის კარზე. იმ განსხვავებით, რომ ჩვენ მწარ-მწარე სიმართლეს არავის ვახლიდით პირში. ასე დაგვინახეს - ულვაშით და ღიმილიღ, ცეკვით და ჩახვეული ყანწით ხელში და ჩვენც ეგ გავხდით - სადღეგრძელო სათქმელის გარეშე, მოსასმენად ლამაზი და ნაბახუსევის მეტი, არაფრისმომცემი.
ჩვენ შიშისკულტურა ვართ, შეშინებული ხალხი, მაგრამ არასდროს მშიშრები. ქვეშფისებს არასდროს ვუმართივართ, ბრეჟნევს თუ არ ჩავთვლით და მის შემთხვევაშიც, უფრო სამედიცინო პრობლემასთან გვქონდა საქმე, ვიდრე მენტალურ მშიშრობასთან. არა, ქართველი მშიშარა არ არის. ჩვენ რომ მშიშრები ვიყოთ, საბჭოთა კავშირიდან უსისხლოდ გამოვიდოდით და თავისუფლებასაც მშვიდად მოვიპოვებდით, მაგრამ თვისუფლების დაკაგვრამ და ხელიდან გაბნევამაც რომ შეგვაშინა, ჩვენ-ჩვენი წილი სისხლი ვღვარეთ, განა ერთხელ, ან ორჯერ, ან სამჯერ - იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იყო და კიდევ იმდენჯერ დავღვრით, რამდენჯერაც საჭირო იქნება. ჩვენს კულტურას შიში ამოძრავებს, მაგრამ ჩვენი კულტურა შიშს არასდროს დამორჩილებია.”

Iva Fezuashvili, ედელვაისებს
Read more quotes from Iva Pezuashvili


Share this quote:
Share on Twitter

Friends Who Liked This Quote

To see what your friends thought of this quote, please sign up!

0 likes
All Members Who Liked This Quote

None yet!


This Quote Is From

ედელვაისებს ედელვაისებს by Iva Pezuashvili
66 ratings, average rating, 20 reviews

Browse By Tag