სვეტლანა ალექსიევიჩი თბილისში

12 სექტემბერს, რუსთაველის თეატრში სვეტლანა ალექსიევიჩის შეხვედრა შედგა მკითხველთან. ჩერნობილის ლოცვა შარშან წავიკითხე. მახსოვს, როგორი დაზაფრული ვიყავი რამდენიმე კვირა. როგორც კი დაანონსდა ღონისძიება, თადარიგი დავიჭირე და პირველივე დღეს ავიღე ბილეთი.

საღამო საინტერესოდ დაიწყო. ერთ-ერთი კითხვა მის ნობელიანტობას ეხებოდა, რომ გარკვეულ წრეებში, მას არ აღიარებენ, რადგან სვეტლანას ჟანრი, მთლიანად მხატვრული არ არის. ცოტა გამიკვირდა, აქამდე ეს ამბავი არ მსმენოდა. მწერალმა უპასუხა, რომ ძირითადად, ეს რუსული კონსერვატიული საზოგადოების ნიშანია, რომელიც ახალს ვერ გუობს. მათ თავიანთი ნობელიანტებიც არ უღიარებიათ, ბუნინს ძაღლს ეძახდნენ, სოლჟენიცინს შეშლილ ებრაელსო. რუსულ ლიტერატურულ წრეში ამტყდარ ქირქილს, რა თქმა უნდა, გამოძახილი პერიფერიებშიც, მათ შორის, თბილისშიც აქვს.

კითხვების დასმის დროს, კარგად გამოჩნდა სხვაობა უფროს და უმცროს თაობას შორის. უფროსი თაობა, მიკროფონთან ისე იდგა, თითქოს მიტინგზე ყოფილიყოს, საუბრობდნენ ბევრს, ზოგჯერ კითხვას პასუხს თავადვე სცემდნენ. ჩემი თაობა, კითხვას მოკლედ და კონკრეტულად სვამდა. ესეც ძალიან თვალსაჩინო დეტალი იყო საბჭოთა ინერცია გამოყოლილ ადამაინებში.

ღონისძიების დასასრულს, საშუალება მოგვეცა ავტოგრაფის აღების. მე ჩემი ლოცვა უკვე გამზადებული მქონდა, რადგან პირველი წიგნი ეს იყო და სწორედ მასზე მოვაწერინე ხელი.
სვეტლანა ძალიან კეთილი, გონიერი და გულისხმიერი ადამიანი ჩანდა. ადამიანი, რომელიც გონებით, სიტყვით ცდილობს შეცვალოს.

სამომავლო გეგმები: უტოპიის ხუთი ამბავი დასრულებულია. ახლა ის სიყვარულზე წერს წიგნს. იწერს კაცების და ქალების ისტორიებს მათ სიყვარულზე. აქვს კიდევ ერთი იდეა. სურს რომ წიგნი დაწეროს მოხუცებულობაზე.

ლოცვის გარდა ქართულად კიდევ სამი წიგნის წაკითხვაა შესაძლებელი: ომს არ აქვს ქალის სახე, სექენდ ჰენდის დრო, ცინკის ბიჭები. ყველა მათგანი შევიძინე და სექტემბერს, სვეტლანას თვედ ვაქცევ.
4 likes ·   •  0 comments  •  flag
Share on Twitter
Published on September 13, 2017 01:03
No comments have been added yet.