ღვარცოფს გამოვასწარი. ფესტივალზე სულ წვიმაში ვყვები, როგორც აღდგომის ღამეს, შანსი არაა, რომ არ წამოწვიმოს მაინც.
რამდენიმე წიგნი მინდოდა, დიდი აღებ-მიცემობა არ გამიმართავს არც ამჯერად. ჯერ სტენდებს ჩამოვუარე, ხალხს დავაკვირდი, გამეფებულ ზუზუნს მივუგდე ყური და მშვიდად დავიწყე სასურველი წიგნების მოძიება.
როგორც იქნა, "აგორამ" კამიუს მე-9 წიგნიც, "ბედნიერი სიკვდილი" შემოგვთავაზა. ბოლო ორი წელია არაფერი უთარგმნიათ. რამდენიმე ნაწარმოებიღა დარჩათ სათარგმნი და კამიუ სრულად იქნება ქართულად.
სარტრის
გულისრევა საკმაოდ ძვირი სიამოვნება დამიჯდა, 16 ლარი, მაგრამ მინდოდა და ჩანთაში მოვათავსე.
გამომცემლობა "ინტელექტთან" ორი სკანდინავიელი შევიძინე. უნდსეტის
იენი და სილამპას
მდაბათლა სამკვიდრებელი. აბა ჩემს სკანდივაიურ თაროს, ნამატის გარეშე როგორ დავტოვებდი?
და ბოლოს, "დიოგენეს" ამერიკელების სერიიდან ვუდი ალენი მივამატე. რადგან ჩანაფიქრი მქონდა და პირობა დავდე, რომ ამ სერიის ყველა წიგნზე რევიუს დავწერდი ბლოგზე, ამიტომ ვიყიდე. ისე ვერ ვიშოვე და სხვა გზა აღარ მქონდა, რაღაც ძალიან ჩამოვრჩი, უკვე მე-17 ტომი გამოიცა და უნდა დავეწიო.
Published on May 29, 2016 06:24