Iakob Gogebashvili > Quotes > Quote > Nino liked it

Iakob Gogebashvili
“აგერ თხუთმეტი საუკუნეა, რაც საქართველომ ქრისტეს სარწმუნოება მიიღო. გარნა შინაგანს ქრისტიანობას იგი აქამომდე თითქმის მოკლებულია. ხშირად ჩვენში აღორძინებული გარეგანი ქრისტიანობა, აშენებული აურაცხელი ეკლესიები და მონასტრები, უდაბნოები სავსე ყოფილან მრავალი ბერებითა, რომელთაც მთელი თავისი სიცოცხლე უტარებიათ ლოცვასა და ვედრებაში, მაგრამ მაშინაც კი მეტ-ნაკლებობით სუსტი ყოფილა ჩვენში ის მაღალი ზნეობრივი სწავლა, რომელიც შეადგენს ქრისტიანობის შუა გულსა, ის მოქმედი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, რომელზედაც აშენებულია მთელი ღვთაებრივი სწავლა მაცხოვრისა ჩვენისა. ის სპეტაკი იდეალი, რომელიც მაცხოვარმა გამოხატა შემდეგს, სიტყვებში: „იყავით სრულნი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი“, წინედ ნაკლებად ყოფილა ჩვენთვის ცხოვრების გზის მაჩვენებელ-მნათობად და ეხლა ხომ, დროსა განხრწნილობისა ჩვენისასა, სრულიად მივიწყებული გვაქვს.”
Iakob Gogebashvili

No comments have been added yet.