Knut Hamsun > Quotes > Quote > Ioane liked it

Knut Hamsun
“-რას არ ჩაიდენს კაცი! თქვენდამი სიყვარულის გამო ზურგს უკან გაგჭორეთ კიდეც და კეკლუცი გიწოდეთ. შევეცადე, რამენაირად დამემდაბლებინეთ და ამგვარად საკუთარი თავი მენუგეშებინა, რათა გული საბოლოოდ არ გამტეხოდა. მშვენივრად ვიცი, რომ ჩემთვის მიუწვდომელი ქალი ხართ. აგერ უკვე მეხუთედ გხედავთ, მაგრამ გული მხოლოდ დღეს გადაგიშალეთ, თუმცა ამის გაკეთება პირველივე დღეს შემეძლო. გარდა ამისა, დღეს დაბადების დღე მაქვს, ოცდაცხრა წლის შევსრულდი და დილიდანვე მშვენიერ გუნებაზე ვარ. მთელი დღეა ვღიღინებ. ჰოდა, რატომღაც ვიფიქრე... კაცს რომ ასეთი სისულელეების სჯერა, ბუნებრივია, სასაცილოა, მაგრამ რატომღაც საკუთარ თავს მაინც ვუთხარი: დღეს მას თუ შეხვდები, ყველაფერი უნდა აუხსნა და სიმართლეში გამოუტყდე. ბევრი არაფერი დაშავდება, რაც უნდა იყოს, დღეს ხომ დაბადების დღე გაქვს. ესეც შეგიძლია უთხრა და იქნებ მაშინ მაინც გაპატიოს-მეთქი. გეცინებათ, არა? დიახ, ვიცი რომ მართლა სასაცილოა. მაგრამ ახლა საქმეს ვეღარაფრით ვუშველი. ასე რომ, მზად ვარ, ხარკი სხვა დანარჩენებივით მეც შემოგწიროთ.”
Knut Hamsun, Mysteries

No comments have been added yet.