Merab Mamardashvili > Quotes > Quote > Guga liked it
“ჩვენი ერის აქტიურმა ნაწილმა ჩაგვითრია ჩვენ, ქართველები, მსოფლიო სოციალისტურ მოძრაობაში, საქართველო მსოფლიო სოციალისტური მოძრაობის ეპიზოდად აქცია; ანექსიამ მოიცვა მთელი ჩვენი საზოგადოებრივი, ეკონომიკური სივრცე და ამის გამო სოციალისტური უტოპიის რეალიზაციის შედეგები მთელი ამ სივრცის მასშტაბებით შეიძლებოდა განვითარებულიყო და გამოჩენილიყო. სხვა ამბავია, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია ეს რუსული ნიჭი, ჩვენი ურთიერთობების ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ დროს შევქმნათ ჯოჯოხეთი. ჩვენ სხვა წარმოშობის, სხვა მენტალიტეტის ერი ვართ. შეიძლება ითქვას, მსუბუქი ერი. ამის წყალობით ბევრმა დამანგრეველმა სტრუქტურამ, რომელიც სოციალიზმის შედეგია, ვერ იმუშავა ჩვენს მენტალიტეტში და ჩვენს სულიერ ცხოვრებაში, ვერ დაანგრია ჩვენი ხასიათის პიროვნული საწყისი. როდესაც მე ვლაპარაკობ "ტრაგიკულზე", ეს ეროვნული თავისებურებების პიროვნული საწყისია; თუ ხასიათის ეს მყარი საფუძველი დაინგრა, მაშინ ეთნიკურისგანაც არაფერი დარჩება. მაგრამ ბევრი სხვა სტრუქტურა ჩვენი შინაგანი ცხოვრებისა ვერ გადაურჩა სოციალიზმის ზემოქმედებას.”
―
―
No comments have been added yet.
