Louis-Ferdinand Céline > Quotes > Quote > Michael liked it

Louis-Ferdinand Céline
“დროშის ქნევის რელიგიამ ციური რელიგია შეცვალა.ეს უკანასკნელი,რეფორმის შედეგად,ძველ დაშლილ ღრუბელს დაემსგავსა,რომელიც კარგა ხანს იკუმშებოდა ეპისკოპოსის ყულაბებში.ძველად,ფანატიკურ მოდას აყოლილები გაიძახოდნენ:"გაუმარჯოს იესოსო!ერეტიკოსები კოცონზეო!" მაგრამ,ერეტიკოსები ცოტანი იყვნენ და ვინც იყო,თავისი ნებით... ახლა კი ჩვენი დროის ურდოები ყვირიან:"ბოძზე გავაკრათ ეგ დამჭკნარი მწვანილები,ეგ გამოფიტული და გამოწურული ლიმონები,უცოდველი მკითხველები!მილიონობით არიან,კისერი მოუგრიხეთ მაგათ!" და გვიქეზებენ მისწრაფებებს.დავიჭიროთ და შუაზე გავგლიჯოთ აყროლებული პაციფისტები,რომლებსაც არავის მოკვლა არ სურთ!ვაწამოთ და ამოვჟლიტოთ!ნაწლავები გადმოვაყრევინოთ,თვალები დავთხაროთ,წლები წავგლიჯოთ მათ დორბლიან სიცოცხლეს,იქნებ ცხოვრება ისწავლონ.დავბრიდოთ მთელი ლეგიონები,სისხლი ვადინოთ,მჟავა დავასხათ და ავაორთქლოთ,ასე უფრო შევაყვარებთ სამშობლოს,სამშობლო გამხიარულდება და დამშვიდდება!თუ ზოგ უწმინდურს არ სურს გაიგოს ამაღლებული საქმეები,წავიდნენ და დაიმარხონ,არა წესით და რიგით,არამედ,სასაფლაოს ბოლოში,უიდეალო ლაჩრების მაგინებელი ეპიტაფიის ქვეშ,რადგან ამ გარეწრებს არ ეღირსებათ საფლავის ქვის ჩრდილი,როგორც სასაფლაოს ცენტრალურ ნაწილში დამარხულ ნორმალურ მკვდრებს.მათ არ ექნებათ უფლება,გაიგონონ მინისტრის ხმის ექო,რომელიც კვირას პრეფექტთან მივა მოსაფსმელად,მერე კი,საუზმის შემდეგ,საფლავებთან ხმას ააკანკალებს...”
Louis-Ferdinand Céline, Journey to the End of the Night

No comments have been added yet.