წიგნი აქაც დევს – http://lib.ge/body_text.php?6034 თუმცა ქაღალდზე დაბეჭდილ ვარიანტში უფრო მეტი ლექსია შეტანილი. ლექსების შვიდი ციკლიდან ერთ–ერთი საუკეთესო:
2. მთადამთა მზემდე ვიარდი, ერთ თავზე ხელი ამეღო, ცოლად მაინც არ ვივარგებ, ბარში ვერ გავილაღებო... მთაში შენ არ გამასდგები, ჩემ წაწალს ვერ სადარებო, მეტ რაღა გინდა დამმართო, ქალ-ნისლ რო შეგიყვარებო?!
3. უჯარმას ჩაღრუბლებულმა
უჯარმას ჩაღრუბლებულმა, მაღალახადის ნისლმაო: რად მწუნობს, ცოტად ფშაველმა ნეტავ, რა იგულისხმაო? - არც შენ თვალნ საცქერლად მინდან, - არც სმენა შენი ხმისაო, - დღემდისინ ჩემად ნანატრი სულამც გაÁმხდარხარ სხვისაო... რად არ ჩემს გულსაცა ჰკითხავს, ცრემლ-წვიმა რისად მჭირსაო, სოფელ-ქვეყანა უმზეოდ ჭკვას არცა მე მამდისაო...
4. მათურით გადმამავალი
მათურით გადმამავალი ნისლი ვარ მზისთვალუხლები, ცხრამთის იქით რო წამიხველ, რად არ ჩემკენა სწუხდები? თვალებს რადა მთხრი ბეჩავსა, კიოთა მიორგულდები?! იცია, ჩემ ავ ტაროსებს რო არაგვივით უხდები? ცალად რად გაგიმეტებავ, ანდა რაისთვის მშურდები, მაღალახადით შენ გზისკე წამოალ - გამოვბრუნდები... ჯავრზე უწინა ის მამკლავს, ხვალ-ზეგ თუ არ მოგწყურდები, არც არას ჩემსას იკითხავ, არცა რას შენს მეუბნები... წავალ, პატარძალ პირიმზეს ყელს ცრემლად ჩამოვცურდები.. სევდაით შამძიმებული, ხევსურეთს გადავქუხდები, ან მთა-მთა, ტაატ-ტაატით ბარისკე ჩავეღრუბლები... ვიდრმედე აგრე ტივლადა, ვიდრემდე შორ-შორ უბრები?
მათურით გადმამავალი, ვიდრემდე მზისხელუხლები?!
5. ივრისპირს ნისლი ეძნელა
ივრისპირს ნისლი ეძნელა, შენი მანდილი ჰფენია, ცრემლშეუშრობი პირიმზე, ქალავ, მთლად შენი ფერია... დაათხორებკე ფარტენათ, წყალდაწყალ ქსოვით ხალისობ, ე, მანდილ სუ არ მაჰხელო, ნისლ-ტიალან არ დამირთო. საშურთხეთ გააბილიკებთ საცალფეხოზე გზის მგნებნი, მზესთან დაავლევთ საწაწლოდ შენ და შენ დობილ ნისლები. საკოცნად გეზიდებიან წყალგაღმით დეკა-იელნი... მთლად ბეჩავად არ დამაგდო, შენდ ნისლთად თვალ-გულ მშიერი.
6. გაპაექრება მაღალახადისა და ნისლისა
ცოტათ ფშაველი: ახადმა თქვა ჩემ სიზმარში (სანათასა)
ვეღარ დედუფლობ, მარიამ - ნისლებს დაიხსნიხარ ადრიან. რაად იმას კი არ გვიამბ - არჩანდას ამის ჯავრი აქვ - ნაოცნებარებ აჰყრიან, ნისლები ქვეით მადიან. ახადს უნისლოდ, დარდიანს, დარჩენა არა სწადიან...
თუმცა ქაღალდზე დაბეჭდილ ვარიანტში უფრო მეტი ლექსია შეტანილი.
ლექსების შვიდი ციკლიდან ერთ–ერთი საუკეთესო:
მარმაშისები
(ნისლის ციკლი)
1. ვლიან ნისლები...
იალნოზეო -
ივრისწყლისები,
ნაფაქიზევი მარმაშისები,
ფერად-ფერადი სადაფისები,
ჟამიჟამ წვიმა-ავდარისები,
შენზე ოცნების დასაწყისები,
სუყველა შენი საკადრისები -
საარაგვოსკე ვლიან ნისლები...
2. მათურის ნისლო
1.
მათურის ნისლო, სადაროვ,
ჩემ ოცნებებად დართულო,
რაად არ ჩემკე სწუხდები,
რაად მწვერვალთა ჰნატრულობ?!
ვერ გამიბედავ, მაგხელო,
უმზეო დღეთა იელო,
ჩემ უძილობის სახელო,
მათურის ნისლო, ტიელო...
2.
მთადამთა მზემდე ვიარდი,
ერთ თავზე ხელი ამეღო,
ცოლად მაინც არ ვივარგებ,
ბარში ვერ გავილაღებო...
მთაში შენ არ გამასდგები,
ჩემ წაწალს ვერ სადარებო,
მეტ რაღა გინდა დამმართო,
ქალ-ნისლ რო შეგიყვარებო?!
3. უჯარმას ჩაღრუბლებულმა
უჯარმას ჩაღრუბლებულმა,
მაღალახადის ნისლმაო:
რად მწუნობს, ცოტად ფშაველმა
ნეტავ, რა იგულისხმაო?
- არც შენ თვალნ საცქერლად მინდან,
- არც სმენა შენი ხმისაო,
- დღემდისინ ჩემად ნანატრი
სულამც გაÁმხდარხარ სხვისაო...
რად არ ჩემს გულსაცა ჰკითხავს,
ცრემლ-წვიმა რისად მჭირსაო,
სოფელ-ქვეყანა უმზეოდ
ჭკვას არცა მე მამდისაო...
4. მათურით გადმამავალი
მათურით გადმამავალი
ნისლი ვარ მზისთვალუხლები,
ცხრამთის იქით რო წამიხველ,
რად არ ჩემკენა სწუხდები?
თვალებს რადა მთხრი ბეჩავსა,
კიოთა მიორგულდები?!
იცია, ჩემ ავ ტაროსებს
რო არაგვივით უხდები?
ცალად რად გაგიმეტებავ,
ანდა რაისთვის მშურდები,
მაღალახადით შენ გზისკე
წამოალ - გამოვბრუნდები...
ჯავრზე უწინა ის მამკლავს,
ხვალ-ზეგ თუ არ მოგწყურდები,
არც არას ჩემსას იკითხავ,
არცა რას შენს მეუბნები...
წავალ, პატარძალ პირიმზეს
ყელს ცრემლად ჩამოვცურდები..
სევდაით შამძიმებული,
ხევსურეთს გადავქუხდები,
ან მთა-მთა, ტაატ-ტაატით
ბარისკე ჩავეღრუბლები...
ვიდრმედე აგრე ტივლადა,
ვიდრემდე შორ-შორ უბრები?
მათურით გადმამავალი,
ვიდრემდე მზისხელუხლები?!
5. ივრისპირს ნისლი ეძნელა
ივრისპირს ნისლი ეძნელა,
შენი მანდილი ჰფენია,
ცრემლშეუშრობი პირიმზე,
ქალავ, მთლად შენი ფერია...
დაათხორებკე ფარტენათ,
წყალდაწყალ ქსოვით ხალისობ,
ე, მანდილ სუ არ მაჰხელო,
ნისლ-ტიალან არ დამირთო.
საშურთხეთ გააბილიკებთ
საცალფეხოზე გზის მგნებნი,
მზესთან დაავლევთ საწაწლოდ
შენ და შენ დობილ ნისლები.
საკოცნად გეზიდებიან
წყალგაღმით დეკა-იელნი...
მთლად ბეჩავად არ დამაგდო,
შენდ ნისლთად თვალ-გულ მშიერი.
6. გაპაექრება მაღალახადისა და ნისლისა
ცოტათ ფშაველი:
ახადმა თქვა ჩემ სიზმარში
(სანათასა)
ვეღარ დედუფლობ, მარიამ -
ნისლებს დაიხსნიხარ ადრიან.
რაად იმას კი არ გვიამბ -
არჩანდას ამის ჯავრი აქვ -
ნაოცნებარებ აჰყრიან,
ნისლები ქვეით მადიან.
ახადს უნისლოდ, დარდიანს,
დარჩენა არა სწადიან...
სანათა:
ნისლქალა ფრიალოს ვკიდივარ
(პასუხი ახადს არჩანდას სიზმარში)
დღე-გრილში წაწადას სუნთქვა ვარ,
პირიმზეს ვეკიდე საყურედ.
ხედავა, ცით შუქურ-ვარსკვლავი
მზენატრულ თვალებში ჩამყურებს.
ნიავი ბალახზე დამფანტავს,
ოცნებებს ცრემლებად არწყულებს.
ნისლქალა ფრიალოს ვკიდივარ -
ნეტა, რა საუნჯეს მაგულებს?!
ტირილიც ვერ გამიბედავა,
ვერცა გაღრუბლება აქამდე.
ერთ ცოტათ ფშაველის სევდა ვარ,
უნისლოდ დარდიან ახადზე...
7. მოტირალანი ფშავისა...
რასა დარდობენ ნისლები
ქალსავით ლამაზ ფშავისა?!
ნეტავ, თუ გული უთქომთა
ჩამოსვლას მეწყერ-ზვავისას,
უფსკრულ ჩატანას პირიმზის,
ავთვალთ არ სანახავისას...
ამით ხვარ ჩაღრუბლებულან,
გულგასენილნი წამისად,
ცრემლ-წვიმად დაღვრას ფიქრობენ
მომსწრენი დღისა ამისა.
ყინჩან უჟამკროდ დავალან,
სადღა აწვდინონ ხმა ვისა...
ვერ ვისად შაუტირებავთ
ლამაზის დამკარგავისად.
ამით თუ დაწიოკობენ,
ვერ მცნონი თავის თავისა.
გუშინ ნისლ-პატარძალანი,
დღეს ღრუბელ-ქალან ღამისა.
დაილას ჭირისუფალნი,
მოტირალანი ფშავისა...