David > David's Quotes

Showing 1-5 of 5
sort by

  • #1
    David Tinikashvili
    “„...ერთ პარაბოლას უნდა დავესესხო ჯორჯ მაკდონალდს. წარმოიდგინეთ, რომ საცხოვრებელი სახლი ხართ. ღმერთი შემოდის იქ, რომ ის გადააკეთოს. პირველად შეიძლება მიხვდეთ კიდეც, რას აკეთებს. მას წესრიგში მოჰყავს წყალსადენი მილები, სახურავი და ა.შ. თქვენ იცით, რომ ესენი შესაკეთებელი იყო და არ გიკვირთ. მაგრამ ახლა ის იწყებს სახლის დანგრევას, ისე რომ საშინელ ტკივილს გაყენებთ. ამაში ვერავითარ აზრს ვერ ხედავთ. რისი მიღწევა სურს? ახსნა ასეთია: ის აშენებს, თქვენ რომ წარმოგედგინათ, იმისგან სრულიად განსხვავებულ სახლს. აქ ფლიგელს გაუკეთებს, იქ იატაკს გამოცვლის, კოშკებს მიაშენებს, ეზო-ბაღს გააშენებს. თქვენ ფიქრობდით, რომ თქვენი გადაკეთება უნდოდა უბრალო, პატარა კოტეჯად. ის კი სასახლეს აშენებს. იგი თავად აპირებს მოსვლას და აქ ცხოვრებას“.

    Lewis, C. S. Mere Christianity. Book 4, Chapter 9.”
    David Tinikashvili, მსოფლიო რელიგიები

  • #2
    David Tinikashvili
    “...გაიხადეთ ანაფორები და სთქვით სამოქალაქო აზრები როგორც მოქალაქეთა, ან არა და გეცვასთ ანაფორა და სთქვით შეუბღალავად, განურყვნელად ის, რაც გიანდერძათ თქვენმა მამათმთავარმა იესო ნაზარეველმა. არც არაფერი იმით დაშავდება… თქვენი გავლენა ხალხზე გეუბნებით გამოცხადებით, აშკარად, საბოლოოდ მავნებელი გამოდგება, არ არი მოსაწონი თქვენი გავლენა ვინაიდან იგი სასარგებლო ნაყოფს არ გამოიღებს და მხოლოდ მონებს აღუზრდის ქვეყანას და არა ნამდვილ მამულიშვილებს და მოქალაქეებს…"

    ვაჟა ფშაველა”
    David Tinikashvili, მსოფლიო რელიგიები

  • #3
    David Tinikashvili
    “„ჩვენ ვიტყვით კაცნი ჩვენა ვართ, მარტო ჩვენ გვზრდიან დედანი, რომ ჩვენ ვცხონდებით, სხვას ყველას კუპრში მოელის ქშენანი, ამის თქმით ვწარამარაობთ...“

    ვაჟა ფშაველა”
    David Tinikashvili, მსოფლიო რელიგიები

  • #4
    David Tinikashvili
    “„ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება".

    გ. გ. მარკესი „ბოლო სიტყვა”
    David Tinikashvili, მსოფლიო რელიგიები

  • #5
    David Tinikashvili
    “„სრულიად შესაძლებელია, რომ ღმერთის თვალში გაცილებით მამაცია ის კაცი, რომელსაც პათოლოგიურად ეშინია კატების, მაგრამ კატას მაინც უპატრონებს, ვიდრე ჯანმრთელი მამაკაცი, რომელიც საბრძოლო მამაცობისათვის მედლითაა დაჯილდოებული“.

    Lewis, C. S. Mere Christianity.”
    David Tinikashvili, მსოფლიო რელიგიები



Rss