Jump to ratings and reviews

Foucault’s Pendulum

International bestselling and award-winning author Umberto Eco's Foucault's Pendulum is "an intellectual adventure story, as sensational, thrilling, and packed with arcana as Raiders of the Lost Ark or The Count of Monte Cristo" (The Washington Post Book World).

Bored with their work, three Milanese editors cook up "the Plan," a hoax that connects the medieval Knights Templar with other occult groups from ancient to modern times. This produces a map indicating the geographical point from which all the powers of the earth can be controlled — a point located in Paris, France, at Foucault’s Pendulum. But in a fateful turn the joke becomes all too real, and when occult groups, including Satanists, get wind of the Plan, they go so far as to kill one of the editors in their quest to gain control of the earth.

Orchestrating these and other diverse characters into his multilayered semiotic adventure, Eco has created a superb cerebral entertainment.

623 pages, Paperback

First published October 4, 1988

Loading...
Loading...

About the author

Umberto Eco

912 books12.5k followers
Umberto Eco was an Italian medievalist, philosopher, semiotician, novelist, cultural critic, and political and social commentator. In English, he is best known for his popular 1980 novel The Name of the Rose, a historical mystery combining semiotics in fiction with biblical analysis, medieval studies and literary theory, as well as Foucault's Pendulum, his 1988 novel which touches on similar themes.

Eco wrote prolifically throughout his life, with his output including children's books, translations from French and English, in addition to a twice-monthly newspaper column "La Bustina di Minerva" (Minerva's Matchbook) in the magazine L'Espresso beginning in 1985, with his last column (a critical appraisal of the Romantic paintings of Francesco Hayez) appearing 27 January 2016. At the time of his death, he was an Emeritus professor at the University of Bologna, where he taught for much of his life. In the 21st century, he has continued to gain recognition for his 1995 essay "Ur-Fascism", where Eco lists fourteen general properties he believes comprise fascist ideologies.

Ratings & Reviews

What do you think?

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
27,208 (35%)
4 stars
25,743 (33%)
3 stars
15,666 (20%)
2 stars
5,562 (7%)
1 star
2,481 (3%)
Displaying 1 - 21 of 21 reviews
Profile Image for Temuka Zoidze.
202 reviews78 followers
May 18, 2017
...და განვლო საუკუნეებმა და მე მაინც მოვრჩი ამ წიგნის კითხვას.

სანამ წიგნის შეფასებაზე გადავიდოდე, მანამდე მინდა ერთი-ორი სიტყვა ვთქვა კითხვის პროცესზე, რომელიც მრავალ მიზეზთა გამო მეტისმეტად გამიგრძელდა(წიგნის სირთულე, მოცულობა, სიზარმაცე, არეული გრაფიკი), მაგრამ მათ შორის მაინც აღსანიშნავი იყო ჩემი კატის ქმედება, რომელიც ამ წიგნს სახლში გამოჩენის პირველივე დღიდან ემტერებოდა, სულ მის დაღრღნასა და დაკაწვრას ლამობდა. პლუს, როცა კითხვას ვიწყებდი ოთახში შეშლილივით დაქროდა, თავზეც მახტებოდა და თაროებიდან და კომოდიდან გამუდმებით ნივთებს ყრიდა, რომ ჩემი ყურადღება მიექცია. მეც ბატონი ეკოს შეპყრობილი პერსონაჟი არ გეგონოთ, მაგრამ ეს ფაქტი აუცილებლად უნდა აღმენიშნა, რადგან მთელი კითხვის პროცესში ის ფიქრი არ მასვენებდა, ნეტავ, ეს კატა ტამპლიერებმა ხომ არ მომიგზავნეს მეთქი :დ
ამ წიგნის წაკითხვას იმდენად დიდი ხანი ველოდი, რომ, როცა კითხვა დავიწყე, ას გვერდამდე მივაღწიე და წაკითხულიდან მცირეოდენი აზრიც კი ვერ გამოვიტანე, არ დავნებდი და მაინც გავაგრძელე. აღმოჩნდა, რომ ძალიან სწორადაც მოვიქეცი, რადგან ნელ-ნელა ფეხი ავუწყე ეკოს არანორმალურ ინტელექტსა და იუმორს. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ჩემი ცოდნა ვერ ეყო, ხშირად მიწევდა ათასი ტერმინის დაგუგვლა, რის გამოსწორებაც, ალბათ, გამომცემლობას შეეძლო, მაგრამ, სავარაუდოდ, ყველაფერი სქოლიოს სახით სათანადოდ რომ განემარტათ, კიდევ ერთი ამხელა წიგნი გამოუვიდოდათ.
თავისი შემოქმედებიდან ეს წიგნი ყველაზე საყვარელი იყო უმბერტო ეკოსთვის და არც მიკვირს, რადგან ამ წიგნში იმდენ რამეს უყრის ერთად თავს, ლამის მეც იმ ქართულის მასწავლებლებივით ვიფიქრო, "ვეფხისტყაოსანზე" რომ გაიძახიან, მაგას ადამიანი ვერ დაწერდა, უფლის ხელი ურევიაო. წიგნში "შეთქმულების თეორიის" აბსურდულობის გასაბათილებლად ავტორმა ისეთი ყოვლისმომცველი 'გეგმა' გამოაგონებინა თავის პერსონაჟებს, რომ კითხვისას ხანდახან მეც კი ვიჯერებდი მის ნამდვილობას. აქაა განხილული ის საუკუნოვანი მითები ასასინებზე, ტამპლიერებზე, როზენკროიცერებსა თუ მასონებზე, რომლებისაც ადამიანთა დიდ ნაწილს დღემდე ეშინია. მე, როგორც ერთ მკითხველს, ბავშვობიდან მაინტერესებდა ამ "საიდუმლო გაერთიანებების" ისტორიები და პირველ რიგში ეს ინტერესი დავიკმაყოფილე(და დავრწმუნდი, რომ საიდუმლოს მიმზიდველობა მისი არარსებობაა).
ამ წიგნში ორი მნიშნელოვანი პრობლემაა წამოჭრილი: პირველი ის, რომ ანალოგიების ძიება ვერასოდეს მიგვიყვანს ჭეშმარიტებამდე, რადგან ადამიანს თავისი განწყობის შესაბამისად ნებისმიერი ორი დეტალი ყოველთვის შეუძლია დაუკავშიროს ერთმანეთს. ეს განსაკუთრებით ეხება რიცხვებს, თარიღებს, რომელთა საკრულობასაც ყოველთვის აბსურდამდე მივყავართ. და მეორე, შეთქმულების თეორია, რომელიც მუდამ არსებობს, ოღონდ დროთა განმავლობაში სხვადასხვა ხალხს მიეწერება მისი ავტორობა და ამის მიხედვით სხვადასხვა ადამიანთა ჯგუფი ხდება საზოგადოებისგან მარგინალიზებული, შეძულებული თუ მტრად გამოცხადებული. ჩვენი მაგალითისთვის, დღეს ყველაზე აქტუალური "ქართველობის წართმევის" იდეაა, რომელშიც გაცხადებული მტერი ევროპა, ამერიკა, სოროსი, ენჯეობი თუ ლგბტქ თემია(ან ყველა ერთად).
ამ წიგნს ჰყავს საოცარი პერსონაჟები, რომლებიც თავისი ინტელექტის, იუმორის მიუხედავად ერთ დღეს მათივე გამონაგონის ტყვეები აღმოჩნდებიან, რადგან "თუ რაღაცას გამოიგონებ, რასაც სხვები რეალობად აქცევენ, გამოდის, რომ ის მართლა არსებობს. უკვე არსებობს". ისინი შეეცდებიან მსოფლიოს ისტორია თავიდან დაწერონ, ისტორიულ მოვლენებს ახალი მნიშნელობა მისცენ, რითიც აშკარად ვხედავთ, თუ რა მარტივია ნებისმიერი მოვლენის, ფაქტის საშენოდ გამოძერწვა, გამოქანდაკება.
მოკლედ, უამრავი რამის თქმა მინდა, უბრალოდ ცხელ გულზე მეტისმეტად არეულად გამომდის და სჯობს, აქ შევწყვიტო. დაკლებული ვარსკვლავი მხოლოდ იმის გამო, რომ მე არ ვიყავი სათანადოდ მომზადებული მკითხველი და კიდევ დიდი დრო დამჭირდება, ალბათ, ამ წიგნის სათანადოდ გასაგებად. ბოლოსკენ კი აუცილებლად უნდა აღვნიშნო მთარგმნელის ის ტიტანური შრომა, რომელმაც შედეგად ასე საოცრად გადმოქართულებული "ფუკოს ქანქარა" მოგვცა.
Profile Image for Keti.
19 reviews
January 31, 2012
ამ წიგნმა მე საგონებელში ჩამაგდო, შემშალა... კითხვისას მთლიანად ვიყავი შთანთქმული სამი მეგობრის საოცარ თავგადასავალში, ლამის დავიჯერე კიდეც ამ ტამპლიერებისა და მასონების... საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, დენ ბრაუნი ეკოსთან შედარებით იაფფასიანი ჟონგლიორია ^^ დენ ბრაუნი დავიწყე და მივაგდე, ეკო დავიწყე და დღემდე შთაბეჭდილების ქვეშ ვარ...
27 reviews4 followers
April 18, 2020
სრული სიგიჟეა ეს წიგნი. როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გაგებით, უამრავი რეცენზია არსებობს ამ წიგნზე და ბევრს და ახალს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ძალიან, ძალიან მაგარი წიგნი რომაა ფაქტია. თუმცა, აღსანიშნავია ერთი ფაქტი, ვფიქრობ წიგნის შინაარსის და სტრუქტურიდან გამომდინარე ურთულესია წიგნის ობიექტური შეფასება, ან ძალიან დადებითისკენ იხრები (ისევე როგორც მე) ან ძალიან უარყოფითისკენ. ლევან ბერძენიშვილის საუბარს ვისმენდი რამდენიმე დღის წინ და ამბობდა, რომ ძალიან მაგარი თარგმანიაო და არ შემიძლია არ დავეთანხმო, ერთ რამედ მხოლოდ თარგმანი ღირდა. წიგნის საუკეთესო თავად ალბათ მაინც 118-ე თავს მივიჩნევ, სადაც სრულიად სხვაგვარადაა გაააზრებული ბევრი ცხოვრებისეული თუ ფილოსოფიური საკითხი.
პ.ს. ჩელენჯის დახურვა რაიმე განსაკუთრებული წიგნით მსურდა და საბედნიეროდ არჩევანში არ შევმცდარვარ, ესაა წიგნი, რომელმაც ჩემი იმედები სრულად გაამართლა
პ.პ.ს და მაინც, Quid est veritas?
Profile Image for Alexa Stark.
105 reviews29 followers
October 23, 2020
არ მჯერა, არ მჯერა. დავამთავრე. როგორ მოვახერხე რომ ამდენი ხანი ვკითხულობდი არ ვიცი. მთელი ეს დრო უმეტესად იმაზე ვფიქრობდი რა სიგიჟე აიღო მთარგმნელმა ხელში. ისე მაქვს თავში ყველაფერი არეული ლამის ბელბოს მივბაძო ფანტაზიაში და რამე დავწერო :დ მერე ალბათ სენ-ჟერმენიც მომაკითხავს და რუკას მომთხოვს :დ
და მაინც, მგონია რომ ცოტა არ იყოს და გაეწელა ეკოს ტექსტი. უფრო პატარაც შეიძლებოდა.
საერთოდ ამაზე დალაგებული რევიუ როგორ უნდა დაწერო წარმოდგენა არ მაქვს.
Profile Image for Ninette.
43 reviews1 follower
August 23, 2022
თუ ჭეშმარიტების ძიებაში უთვალავი კომბინაციით ხელში მისჯდომიხარ კომპიუტერს, მაგრამ სიზიფეს ლოდი დაგორებას არ წყვეტს და “აბულაფიაც” უმოწყალოდ გიმეორებს,: “პაროლი გაქვს?”, მგონი, ამ იტალიურ ამბავს უნდა მოუსმინო...

ავტორი
მართალია, “ფუკოს ქანქარას” საქართველოში გამავრცელებელი გამომცემლობა იმ კაცის სახელს ატარებს, თავს მსოფლიოს მოქალაქედ რომ აცხადებდა, მაგრამ იმედია, მომიტევებენ, თუ ქართველ მკითხველს ავტორს წმინდა ეროვნულ ნიადაგზე გავახსენებ - უმბერტო ეკო ის პიემონტელი სემიოტიკოსი, ფილოსოფოსი და, როგორც თავად იტყოდა, “შაბათ-კვირას მწერალია”, რომელმაც ევროპა “ვეფხისტყაოსნისკენ” მოახედა,: “Rustaveli, chi era costui?”

რომანი
თუმცა, “ვეფხისტყაოსნისგან” განსხვავებით, 1988 წელს გამოცემულ “Il pendolo di Foucault”-ში “გული, გრძნობა და გონება ერთმანეთზედა (არ) ჰკიდია” და აქაური ქაჯეთის ციხეც, არა ბოროტების, არამედ ჰამლეტის “to be or not to be”-სა თუ ფაუსტის “Bin Ich ein Gott”-ის ციტადელია. ქეთერიდან მალქუთამდე კაბალით, ტამპლიერებითა და მედიუმებით მოკირწყლული გზის ბოლოსაც, გამომცემლობა “გარამონსა” და “პილადეში” დაწყებული ბრძოლა მხოლოდ ერთი ღირებულების გამარჯვებით დასრულდება. ეკოსთანაც ვიხილავთ რუსთაველისეულ მდიდრულ ქორწილს, თუ კიდობანში გამოკეტილი პერსონაჟები სამუდამოდ დაიკარგებიან "მუნ, სადა ზღვისა ჭიპია"?
იმ პერსონაჟთა პალიტრა კი, რომელთა ბედზეც უნდა ვიდარდოთ, უდავოდ, დიდია... მოგვიანებით დაწერილ რომანში "პრაღის სასაფლაო" უმბერტო ეკო წერს,: "ბნედიანი ქალი იგივე შეპყრობილი ქალია. განსხვავება იმაშია, მას პირველი ექიმი ნახავს თუ მღვდელი." აქაც, პირველ თავში ფუკოს ქანქარას 3 განსხვავებული ხედვით წარმოგვიდგენს და ამით გმირთა არსის ანტაგონიზმზე მიუთითებს: “თოკის სიგრძის კვადრატული ფესვის შეფარდება π რიცხვთან” ამპაროს ფიქრი უნდა იყოს; “ავალონი, ჰიპერბორეა და სამხრეთის უდაბნო ერთ სიბრტყეზე” ალიესთვის, დიოტალევისთვის, ბელბოსა და ლორენცასთვის უნდა ლაგდებოდეს; “აბსოლუტური უძრაობის საიდუმლოს აღსრულებით” ლია უნდა ტკბებოდეს; კაზობონის ფერიცვალების მომსწრე კი, რომანის მანძილზე, რამდენჯერმე ვხდებით.

მოკლედ, ერთი მხრივ, მიუხედავად ავტორისაგან უარყოფისა, სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს “ფუკოს ქანქარას” მსგავსება 13 წლით ადრე უილსონის, შეასა და კემპბელისგან გამოცემულ, ასევე სეფიროთების ხეზე აწყობილ, ტრილოგიასთან “The Illuminatus!”. მეორე მხრივ, სუბიექტური გულწრფელობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ოკულტიზმისა და რაციონალიზმის მძიმე ბრძოლისათვის მინიჭებული იტალიური სიმსუბუქით მხოლოდ ეკოს ეს რომანი თუ დაიკვეხნის.
Profile Image for Mikheil Samkharadze.
229 reviews37 followers
February 18, 2018
ამდენი ხანი ერთი წიგნის წასაკითხად არასოდეს დამჭირვებია. დავიტანჯე.
ვინც ამ წიგნს აქებდით, რა მოგეწონათ, მითხარით, ძალიან მაინტერესებს.
Profile Image for Roma Kukchishvili.
176 reviews5 followers
August 16, 2018
მივხვდი იმას რომ არაფერი მისახვედრი არ ყოფილა ;დ ძალიან მიყვარს უმბერტო ეკო, კითხვის პროცესში ვფიქრობდი რამე სერიოზულ რევიუს დავწერთქო, მაგრამ მგონი ეს საკმარისია <3
Profile Image for Loreley.
461 reviews99 followers
August 17, 2019
200-300 გვერდი რომ გამოეკლო 4/5 იქნებოდა. შესანიშნავი მომენტები იყო ზოგგან, მაგრამ იმდენ არასაჭირო და გაწელილ დეტალში დამარხული რომ რავიცი
Profile Image for Guga Maliadze .
189 reviews
May 13, 2017
ეს არის წიგნი, რომლის წაკითხვასაც ჯერ კიდევ მაშინ ვოცნებობდი როდესაც „ვარდის სახელი“ შემომეკითხა. მინდა გითხრათ, რომ სულაც არ იყო ეს ყველაფერი მარტივი 16 წლის ადამიანისთვის, მაგრამ მე ეს შევძელი და დავძლიე უმბერტო ეკოს - დიდი იტალიელი გენიოსის ნაწარმოები. ნაწარმოები, რომლის ზუსტად აღსაწერად ალბათ არც კი მეყოფა სიტყვები. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ეს არის ზღაპარი, ოღონდ არა ისეთი, რომლის წაკითხვაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მე პირადად ბევრი კითხვის ნიშანი დამიტოვა ამ წიგნმა, მაგრამ საბედნიეროდ ეს არაა ჩემს მიერ წაკითხული ეკოს პირველი რომანი. წიგნი სავსე იყო უამრავი უცხო სიტყვით და მისტიური ოკულტიზმით დასასრული კი ნამდვილად ეპიკური ჰქონდა! ბრავო, ბრავო და კიდევ ერთხელ ბრავო!
Profile Image for Maryem.
17 reviews
August 18, 2025
“ძალისთვის კი არა, სიგიჟის, უაზრობისთვის არ ისურვა ქედის მოდრეკა.”
Profile Image for Natali.
5 reviews
July 16, 2025
ამ წიგნის კითხვა მესამედ რომ დავიწყე, უკვე მომზადებული ვიყავი სანიშნეებით, ფანქრით და გვერდზე საძიებო სისტემით, რომ იქნებ ამჯერად მაინც გამეგო ,,რეფერენსები", ჩამემთავრებინა პირველი თავი და აღმომეჩინა რაღაც ისეთი, რის გამოც მისი ბოლომდე მიყვანა მომინდებოდა. -და მართლაც, პირველი თავის ბოლოს ძალიან მომინდა გამეგო, რატომ იმალებოდა და ვის ელოდებოდა პარიზის ,,ხელოვნებათა და ხელობათა კონსერვატორიაში" კაზობონი, ან რა გეგმა აღმოჩნდა სწორი და რა შუაში იყვნენ საერთოდ ტამპლიერები. თუმცა რა მეგონა, რომ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჯერ რაღაც რთულს უნდა შევჭიდებოდი.

ჩემთვის ეს წიგნი ორი სიუჟეტის მონაცვლეობაა. ერთმანეთთან ძლიერად შეჭიდულია, მაგრამ ერთი - უბრალოდ ნარატივი - მარტივად იკითხება და განდომებს, რომ გაიგო, ბოლოს და ბოლოს, როგორ მთავრდება ეს ამბავი და - მეორე - ვარაუდები მისტიკური სამყაროს შესახებ, რომელთა სინამდვილის არასოდეს მჯეროდა, მაგრამ თან გულის სიღრმეში დამიშვია კიდეც, რომ შეიძლებოდა რეალური ყოფილიყო. ეს ორი სიუჟეტი ერთმანეთს აბალანსებდა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამეწელა წიგნის კითხვა, ეს იყო მიზეზი იმისა, რომ შუა გზაში არ დავნებდი.

ძალიან საინტერესო იყო კაზობონის მიერ მოყოლილი სტუდენტობის პერიოდი, რომელშიც ახსენებს ,,რევოლუციის საუკეთესო სიმულაციის" პერიოდს (და მის ფიქრებში საკუთარი თავიც ამომიცნია), ასევე, ამპაროს და კაზობონის ამბის გაგრძელება ბრაზილიაში. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი პერსონაჟი იყო ალიე, რომლის ყოველი გამოჩენისასაც რაღაც ახალი იხსნებოდა (თითქოს გზამკვლევი იყო 3 რედაქტორისა ამ გეგმის ამოხსნის ძიებაში) და ბოლოს, თავის თავად, ლიას ამბავი, რომელსაც ამ სიგიჟიდან კაზობონიც და მკითხველიც მიწაზე ჩამოვყავდით.

გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი რომ 500-700 გვერდამდე უკვე ვეღარაფერს ვხვდებოდი. ამ დროს უკვე ზღვა ანალოგიები, კაბალისტური განხრები, ტრადიციები, ტერმინები შემოვიდა და თითქოს ძებნას აზრი აღაარ ჰქონდა და თავს მოტყუებულად ვგრძნობდი. თითქოს ეკო დამცინოდა, რომ მე ამ ყველაფრის გაგებას
ვცდილობდი. მიუხედავად ამისა, კითხვისას მეგონა, რომ რაღაც განძი მეჭირა ხელში, ძალიან დიდი ინფორმაციის სახით. მეგონა, რომ 3 უჭკვიანესი ადამიანის ფიქრის პროცესს მივსდევდი და ვერ ვხვდებოდი, როგორ პოულობდნენ ასეთ კავშირებს სხვადასხვა წიგნში ამოკითხულ წინადადებებს შორის, თუმცა ამ ყველაფერს თავისი შედეგები მოჰყვა:

,,ჩვენ თორის ხელახლა დაწერა ვცადეთ, მაგრამ არც გვიფიქრია იმაზე, ასოს ამოვაკლებდით თუ ზედმეტს დავწერდით... თორასთან არ ხუმრობენ... იმისთვის, რომ წიგნის ასოები შეცვალო, დიდი სიყვარულია საჭირო. ჩვენ კი უსიყვარულოდ ვმოქმედებდით. ყოველ წიგნში ღმერთის სახელია ჩაქსოვილი, ჩვენ კი ანაგრამებად ვაქციეთ ისტორიის ყველა წიგნი ისე, რომ არც კი გვილოცია".

მიხარია, რომ ეს წიგნი წავიკითხე და თუ ბევრი ვერა - ტამპლიერებზე, სეფიროთების ხეზე, კელტურ და დრუიდულ ამბებზე მაინც გავიგე რაღაცები ;)


Profile Image for Mao Vekua.
44 reviews1 follower
July 12, 2025
რთულად წასაკითხია... დამტანჯა. თავიდან დიდი ინტერესით მოვეკიდე, პირველი 100-200 გვერდი სიამოვნებით ჩავიკითხე, მერე უკვე გაიწელა და გაიწელა. თითქოს ერთ წრეზე ვბრუნავდით და ვერასოდეს ვერ გაწყდა ეს ჯაჭვი. ბოლოში უკვე ისე გავედი, რომ ინტერესიც დაკარგული მქონდა. მესმის მწერლის განზრახვა, მესმის მისი სტილია ასე თხრობა, მაგრამ "ვარდის სახელზე" ასეთი უსიამოვნო შეგრძნება არ მქონია. რეალურად, ყველა მწერალს თავისი მკითხველი ჰყავს და ყველა მკითხველს თავისებური გემოვნება აქვს. როგორც ჩანს, მე ვერ "დავუმუღამე" ეკოს. სქელყდიანი წიგნები არ მაშინებს, პირიქით მიყვარს რაღაც ძალიან რომ მომწონს და აქედან გამომდინარე, მსიამოვნებს რამდენიმე ასეული გვერდის კირკიტი, თუმცა ამ 800 გვერდზე ზედმეტად ვიტანჯე.
Profile Image for Vepkhvia Sabekia.
9 reviews2 followers
August 23, 2020
ძალიან დამწყდა გული,დაუსრულებლად რომ გაგრძელდა ტვინის ჭყლეტვა "გეგმით",თავიდან საინტერესოდ აღწერილი შეთქმულების თეორიები,ეზოთერიკა,ოკულტიზმი და "სხვა" უხილავი სამყარო იმდენად დამღლელი ხდება,რომ ზოგჯერ გინდება წიგნი მოისროლო. გაწელილია დეტალებში და გადატვირთულია ინფორმაციულად,რამაც ძალიან ავნო წიგნს.რაღაც შეუსრულებელი ექსპერიმენტის სუნი აზდის.თუ იმ თამაშს აყვები რასაც ავტორი და პერსონაჟები გთავაზობენ მაშინ მშვენიერია,მაგრამ სხვანაირად ვერ ქაჩავს
Profile Image for Nino Giorgadze.
79 reviews14 followers
January 20, 2018
"ყველაფერს მივხვდი. იმას, რომ მისახვედრი არაფერია. ამან უნდა მომანიჭოს სიმშვიდე. ეს უნდა იყოს ჩემი გამარჯვება."

ასე მგონია რაღაც გამოწვევა იყო ამ წიგნის წაკითხვა და ახლა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავედი ^_^
Profile Image for თინათინ გაბუნია.
47 reviews1 follower
September 28, 2022
ძალიან გამეწელა, არაა მარტივი წასაკითხი. ახლა ვფიქრობ რა სიტყვებით აღვწერო შთაბეჭდილება.
გასაოცარი მწერალია უმბერტო ეკო, ნამდვილი შემოქმედი. უსაზღვრო ნიჭია, წერდე მკითხველისთვის გაუგებარ თემაზე ისე, რომ მას გაუჩნდეს განცდა, თითქოს ამ ყველაფერში ერკვევა. შეუდარებელი ავტორია.
Profile Image for Nino Chikviladze.
114 reviews1 follower
April 19, 2023
საუკეთესო !! საიდუმლო ის არის რომ საიდუმლო არ არსებობს ❤️ უბრალოდ გენიალურია მთელი წიგნი... შეთქმულების თეორიები..მასონები..ტამპლიერები..როზენკროიცერები .. ჯვაროსნები...
ეკოს თავბრუდამხვევი, მაგიური და რაც მთავარია იუმორით სავსე სტილი აჯადოსნურებს ყველაფერს❤️
Profile Image for Sandro.
61 reviews6 followers
March 26, 2017
ნეტავი ვინმემ თუ დათვალა რამდენჯერ არის ნახმარი სიტყვები ტამპლიერები, როზენკროიცერები, ჰერმეტიკა, ეზოთერული, კაბალა და ოკულტიზმი?
Profile Image for Tatia Ghambashidze.
3 reviews7 followers
March 6, 2019
ხშირად ადარებენ და ვინჩის კოდსა და ფუკოს ქანქარას ერთმანეთს. მეორის ფონზე უსწორდებიან და თითქმის ყველა ლიტერატურულ ფასეულობას აცლიან პირველს. არადა, ჩემი აზრით, ერთადერთი საერთო ამ ორ წიგნს შორის კონსპირაციული თეორიების გარშემო ტრიალია და ავტორების მიზანიც სულ სხვადასხვაა. მაშინ, როცა დავინჩის კოდი ჩემთვის წმინდა მხატვრული ლიტერატურაა (თავისი ღირებულებებითა თუ ნაკლოვანებებით), ფუკოს ქანქარა უფრო პერსონაჟების დახმარებით გადმოცემულ ენციკლოპედიურ მასალას მაგონებს. წიგნი სავსეა ათასი ისტორიული ფაქტით, პიროვნებითა თუ მოვლენით. და მაინც, ჩემში ყველაზე დიდ ინტერეს ისევ ეკოს პერსონაჟების ურთიერთობები აღძრავს. ბელბოსა და ლორენცას იდუმალი კავშირი, ლიასა და კასაბონის ძილისპირა დიალოგები, მათი დაუოკებელი სწრაფვა ამოუცნობისკენ, სიცოცხლის შექმნისა და განადგურების პროცესის სილამაზე და ა.შ. მოკლედ წასაკითხი წიგნია!
Displaying 1 - 21 of 21 reviews