ერთი რამ, რაც შემიძლია დაზუსტებით ვთქვა ამ სამყაროზე, ის არის, რომ კითხვის პროცესში რამდენიმე ადგილას ლამის ტირილამდე მიმიყვანა მენზობერაზანის, ბნელი ელფების ქალაქის, უბრალოდ აღწერამაც კი. ქალაქის ერთ ნაწილში ობობის ფორმის ტაძარიაო, სადაც ლლოსის ქურუმები ცხოვრობენ, მეორე ნაწილში - ბნელი, გიგნატური ზომის კოშკიო, მაგიკა, ჯადოქრების აკადემია. ქალაქის ცენტში ბენრის ყორღანი, უზარმაზარი, იისფერი, ლურჯი, და მწვანე ნისლით გარშემორტყმული ციხე-სიმაგრე, ადგილობრივი მოდის ვერსალი. ღრმად მიწისქვეშეთში, ანტკური, უძელესი გამოქვაბულის კილომეტრებზე გადაჭიმულ დარბაზში წამოჭიმული ქვისგან, სტალაქტიდებისა და სტალაგმიტებისგან გამოთლილი ქალაქი, სადაც ქუჩების თაღებზე, ხიდებზე და კეთილშობილთა სახლებზე ობობების, გარგულიების და მაგიური აბლაბუდების ორნამენტები, რელიეფები და ბარელიეფებია გაბნეული. იისფერი სოკოები უფსკრულების კიდეებზე გადმოკიდებულან ლამაზად, შხამიანად. კიდევ უფრო ღრმად თუ ჩაიხედავ, მიკროსკუპულ დონეზე გაუყვები მენზობერაზანის მილიარდობით ელექტრონის ქაოსურ მოძრაობას, დაინახავ, რომ სხვა მენზობერაზანიც არსებობს. ელექტრონები მაგიურ სიმებს მიუყვებიან და მოგზაურობენ პარალელურ სამყაროში, სადაც ბნელი ელფების ქალღმერთი, ლლოსი, ლამის კოსმიური მასშტაბის ობობის სახით დემონურ აბლაბუდაზე დასეირნობს და უცაბედად, თუ თვალი თვალში გაუსწორე, შავ ხვრელში ჩაგაგდებს, მოვლენების ჰორიზონტზში მოგიმწყვდევს, უდროო და უსივრცო სინგულარობაში გამოგკეტავს და ითამაშებს შენით. შენი შეცნობით სიამოვნებას მიიღებს. ღმერთები ხომ ცნობისმოყვარე ფსიქოპათები არიან.
ამასთან, თვითონ მენზობერაზანიც თავისებური ანტი-სამყაროა, რომელიც იმდენად გავს მზისქვეშა, ადამიანების, სამყაროს, რამდენადაც გაუმჟღავნებელი ფოტონეგატივი გავს დაბეჭდილ ფოტოსურათს. შავი თეთრია, თეთრი - შავი. სიკეთე და სიქველე პატივმოყვარეობაში და სისასტიკეშია, სისუსტე და ბოროტება - სიყვარულსა და პატიებაში, პატრიარქატი მატრიარქატითაა ჩანაცვლებული და რევოლუციური, პარტიზანული მოძრაობაც კი, რომელსაც, როგორც წესი, მიწისიქვეშა, სარდაფულ მოძრაობას უწოდებენ ადამიანები, აქ, "მიწისზედა" მოძრაობაა იმდენად, რამდენდაც თავიანთ შტაბად ქალაქის თავზე გამოკიდებული მიტოვებული, მტვრიანი სასახლე-სხვენი აქვთ არჩეული :დ ასე რომ, ადამიანურთან მიმართებაში დროუს სამყარო, ასევე მეტა-სამყარო, რელიგიური და მორალური ღირებულებები ყოველთვის რივერსულია. არაადამიანურია. უცხოა. და ჰმ, სწორედ ესაა ყველაზე მომხიბვლელი.
ამასწინათ, მეგობარი მეკითხებოდა, რატომო, რატომ გიყვართო ფენტეზი ასე ძალიანო? ამ კითხვაზე დაახლოებით იმდენი პასუხი არსებობს, რამდენ წელსაც ცოცხლობს საშუალოსტატისტიკური, თითქმის უკვდავი დროუ. მაგრამ ერთ-ერთი პასუხი ნამდვილადაა ის, რომ ფენტეზი ყველაზე საინტერესო, გრანდიოზული და ფერადი სივრცეა ისტორიაზე ექსპერიმენტების ჩატარებისთის. I mean, ტრადიციული, კონსერვატიული კულტურების ჩარჩოში არსებობს მხოლოდ უნივერსალური ღირებულებები, რომელთა ვარგისიანობის ვადა მარადისობაა. საზოგადოებისგან, წმინდა ძროხებისგან მოშორებული, საკუთარ მარტოობაში და მოწყენილობაში გამოკეტილი ერთი ადამიანი კი, რომელსაც შესაძლოა, ხელში რძიანი ყავა უჭირავს და საქანელა სავარძელზე
ქანაობს უკნასკნელი ნევრასთენიკივით, ფიქრობს, ეჭვები ეხვევიან გარს ფსიქოდელიური ქინქლებივით, ზუზუნებენ და წუწუნებენ, და მიყავთ აზრამდე, რომ man,fuck this shit, მარადიოსობა მხოლოდ პერსპექტივაში არსებობს. საკმარისია, ერთი სანტიმეტრით გადაინცვლო სივრცეში, ხედვის კუთხე შეცვალო, და, ცა და მიწა, სწორი და არასწორი, ადგილებს შეიცვლის. ფორმები, ფერები და იდეები ყოველთვის ცვლიან ერთმანეთს, თვითნებურ ექსპერიმენტებს ატარებენ, ქმნიან ისტორიას, და ძირს უთხრიან მარადისობას. ფენტეზის ავტორის კი აქვს შანსი, რომ თავად გახდეს ექსპერიმენტატორი, დააჩქაროს, ან შეანელოს მოვლენები, უტრირება გაუკეთოს, ან გაამარტივოს. ფენტეზი ცვლის პერსპექტივას, განსხვავებულს, მარგინალურად მიჩნეულს მეინსტრიმულის სტატუსს ანიჭებს, და პირიქით. ამით კი ცხადს ხდის, იმას, რომ, აჰა, შესაძლოა, ჩვენ ყველანი ზომბები ვართ, შესაძლოა, კოვზი არ არსებობს, და ეს ერთდროულად არის ყველაზე შემაძრწუნებელი, საშინელი და მშვენიერი რამ სამყაროში.
მოკლედ, მენზობერანზანის მითოლოგია უნაკლოდ ლამაზია, მთავარი გმირები კი უნაკლო ნაძირალები არიან. იმდენად სასტიკები და დაუნდობლები, რომ ჯორჯ მარტინს მომინდა დავბრუნებოდი, იქ მეტი ხომ მეტი სიკეთე და ადამიანური სითბოა :ო და მაინც, ერთი სული მაქვს, ახალ ნაწილს როდის დავიწყებ. მთავარ გმირები ახალ ელფურ ქალაქში იმოგზაურებენ, ჩედ ნასადში, და იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა ძალის ნათელ მხარესაც გადმოვლენ :დ ისე, უბრალოდ, მრავალფეროვნებისთვის.