Jump to ratings and reviews
Rate this book

Code to Zero

Rate this book
A man wakes up to find himself lying on the ground in a railway station, his mind stripped bare of all recollection. He has no idea how he got there; he does not even know his own name. Convinced he is a drunken down and out, it isn’t until a newspaper report about a satellite launch catches his eye that he suspects all is not what it seems…

The year is 1958, and America is about to launch its first satellite in a desperate attempt to match the Soviet Sputnik and regain the lead in the space race. As Luke Lucas gradually unravels the mystery of his amnesia, he realizes that his fate is bound up with that of the rocket that stands ready on launch pad 26B at Cape Canaveral.

And as he relearns the story of his life, he uncovers long-kept secrets about his wife, his best friend and the woman he once loved more than life itself…

Code to Zero deals with one of the most ruthlessly contested arenas of the Cold War. Deceit and betrayal, love and trust interweave at the most political and personal levels, while the spectre of mind-control hovers constantly above. Each second brings destruction closer…

384 pages, Paperback

First published December 1, 2000

Loading...
Loading...

About the author

Ken Follett

530 books61.3k followers
Ken Follett is one of the world’s most successful authors. Over 170 million copies of the 36 books he has written have been sold in over 80 countries and in 33 languages.

Born on June 5th, 1949 in Cardiff, Wales, the son of a tax inspector, Ken was educated at state schools and went on to graduate from University College, London, with an Honours degree in Philosophy – later to be made a Fellow of the College in 1995.

He started his career as a reporter, first with his hometown newspaper the South Wales Echo and then with the London Evening News. Subsequently, he worked for a small London publishing house, Everest Books, eventually becoming Deputy Managing Director.

Ken’s first major success came with the publication of Eye of the Needle in 1978. A World War II thriller set in England, this book earned him the 1979 Edgar Award for Best Novel from the Mystery Writers of America. It remains one of Ken’s most popular books.

In 1989, Ken’s epic novel about the building of a medieval cathedral, The Pillars of the Earth, was published. It reached number one on best-seller lists everywhere and was turned into a major television series produced by Ridley Scott, which aired in 2010. World Without End, the sequel to The Pillars of the Earth, proved equally popular when it was published in 2007.

Ken’s new book, The Evening and the Morning, will be published in September 2020. It is a prequel to The Pillars of the Earth and is set around the year 1,000, when Kingsbridge was an Anglo-Saxon settlement threatened by Viking invaders.

Ken has been active in numerous literacy charities and was president of Dyslexia Action for ten years. He was chair of the National Year of Reading, a joint initiative between government and businesses. He is also active in many Stevenage charities and is President of the Stevenage Community Trust and Patron of Home-Start Hertfordshire.

Ken, who loves music almost as much as he loves books, is an enthusiastic bass guitar player. He lives in Stevenage, Hertfordshire, with his wife Barbara, the former Labour Member of Parliament for Stevenage. Between them they have five children, six grandchildren and two Labradors.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
8,333 (27%)
4 stars
12,107 (40%)
3 stars
7,854 (26%)
2 stars
1,543 (5%)
1 star
327 (1%)
Displaying 1 - 4 of 4 reviews
Profile Image for Mikheil Samkharadze.
229 reviews38 followers
February 29, 2016
რამდენიმე დღის წინ პატივი მხვდა, რადიო პალიტრის ეთერში წარმედგინა ეს ძალიან კარგი წიგნი. იმის გამო, რომ რადიოს პირდაპირ ეთერში პირველად ვიჯექი და დროშიც საკმაოდ ვიყავით შეზღუდულები (თან აშკარად ვნერვიულობდი), ბევრი ვერაფერი ვთქვი. რამდენიმე წუთი სრულიად არასაკმარისია ამ წიგნზე სასაუბროდ. ამ პოსტში კი ვეცდები უფრო ვრცლად ვისაუბრო.

კენ ფოლეტის “უკუათვლა” (Code To Zero) მოგვითხრობს 1950-იანი წლების პერიოდზე, როდესაც ორი ზესახელმწიფო – ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი – კოსმოსურ შეჯიბრებაში ჩაებნენ. ძირითადი ამბის პარალელურად ავტორი ხშირად იყენებს “ფლეშბექებს” და მკითხველს უკან 1940-1945 წლებში მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გვაბრუნებს. საბჭოთა კავშირმა დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი “სპუტნიკ I“გაიყვანა ორბიტაზე და ეს იქცა გამოწვევად ამერიკელებისათვის. თუმცა ამერიკელების მცდელობა კრახით დასრულდა. პირველი რაკეტა Vanguard TV3, რომელსაც უნდა გაეყვანა ამერიკელთა ხელოვნური თანამგზავრი დედამიწის ორბიტაზე, 1957 წელს აფრენიდან რამდენიმე წამში აფეთქდა. 1958 წელს Jupiter-C გახდა პირველი ამერიკული რაკეტა, რომელიც წარმატებით გაფრინდა და გაიყვანა ამერიკელების ხელოვნური თანამგზავრი ორბიტაზე. ეს წიგნი სწორედ ამ რაკეტის გაშვებას ეხება.

Jupiter-C-ის გაშვებამდე ერთი დღით ადრე მთავარი პერსონაჟი იღვიძებს მამაკაცების საპირფარეშოში, აცვია უსახლკაროს შესაფერისად, საშინლად სტკივა თავი, არ ახსოვს ვინ არის, რა ჰქვია, რა გვარია, რას საქმიანობს, აქ როგორ მოხვდა. გვერდით მყოფი სხვა უსახლკარო ახსენებს, რომ მას ლიუკი ჰქვია და წინა ღამით მთელი ბოთლი ბურბონი გამოცალა. საპიფარეშოდან გამოსული ლიუკი იწყებს ლოგიკურ აზროვნებას: ამჩნევს, რომ მას ალკოჰოლიკისათვის დამახასიათებელი ნიშნები არ აქვს, ხელის თითები მოვლილი, კანი რბილი, მისდა გასაოცრად ერთი ამოსუნთქვით შეავსო კროსვორდი და აღმოაჩინა, რომ ფრანგულიც ბრწყინვალედ იცის. აბეზარი უსახლკაროს ჩამოშორების შემდეგ ლიუკი გადაწყვეტს, გაარკვიოს თავისი ვინაობა და როგორ აღმოჩნდა იგი ასეთ მდგომარეობაში. სწორედ ამ ფიქრებში მყოფი მთავარი გმირის მახვილ მზერას არ გამორჩენია მდევარი, რომელიც მუდამ შორიახლოს მიჰყვება. რაც კიდევ უფრო ამყარებს მის ეჭვებს, რომ რაღაც სერიოზული ხდება მის თავს. ყველაზე უცნაური კი მაშინ იწყება, როდესაც ლიუკი თვალის კუთხით, რაღაც მისთვის საინტერესოს მოჰკრავს თვალს, მისი გონება აშკარად რეაგირებს რაღაც თემაზე, ოღონდ რაზე – ვერ ხვდება. შემობრუნებული კი მხოლოდ პრესის ჯიხურს ხედავს, სადაც ყველა გაზეთზე მომავალ დღეს რაკეტის გაშვების შესახებ წერენ. სწორედ აქ იწყება, თავდაუზოგავი რბოლა გადარჩენისთვის, მიზნის მიგნებისთვის, შეკითხვებზე პასუხების მისაღებად და ცხოვრების დასაბრუნებლად.

ავტორი იმდენად ბუნდოვან სურათს ხატავს, რომ წიგნის თითქმის ნახევრამდე, ვერ გაერკვევი ვინ დადებითი პერსონაჟია და ვინ უარყოფითი. ვინ საბჭოთა ჯაშუშია და ვინ – ჯაშუშებზე მონადირე. კენ ფოლეტი ნელ-ნელა ლუკმა-ლუკმა გაწვდის ფლეშბექებს და ლიუკის სტუდენტობის პერიოდში გადაჰყავხარ, სადაც ავტორი ნელ-ნელა გვაცნობს წიგნის სხვა მთავარ მოქმედ გმირებს, რომლებიც ამავდროულად ლიუკის სტუდენტობის მეგობრები არიან. სწორედ ეს ფლეშბექებია, დოზირებულად რომ ჰფენენ ნათელს წიგნში არსებულ ბუნდოვან სურათს. გამოვტყდები და ვიტყვი, რომ 1940-1945 წლების პერიოდები ძალიან შთამბეჭდავად არის აღწერილი და მის გარეშე, ეს წიგნი საერთოდ აღარ იქნებოდა ასეთი საინტერესო.

ყველაზე კარგი კი ისაა, რომ მთელი წიგნის ბოლომდე ხარ დაძაბული, კვანძი არა და არ იხსნება, იმდენჯერ იცვლება პერსონაჟების მიმართ დამოკიდებულება, რომ ბოლოსკენ თავში ყველაფერი არეული გაქვს და მხოლოდ ის გინდა, მალე გაარკვიო საგნების რეალური არსი. სიმართლე კი შოკის მომგვრელი იქნება, დამერწმუნეთ. თან ამ ყველაფერს ემატება ამბების რეალურობა – არავისთვის არაა ახალი ამბავი, რომ საბჭოთა კავშირიც და აშშ-ც აქტიურად ცდილობდა, ჯაშუშების დახმარებით ერთმანეთის სამეცნიერო მიღწევები ხელში ჩაეგდოთ. ინტრიგას ისიც ამწვავებს, რომ თუ ამერიკელების მეორე მცდელობაც კრახით დამთავრდებოდა, ისინი უარს იტყოდნენ კოსმოსურ შეჯიბრში მონაწილეობაზე და ამ სფეროს სრულიად გადაულოცავდნენ საბჭოთა კავშირს, რაც წითლების უდიდესი გამარჯვება იქნებოდა. ჰოდა, წარმოიდგინეთ, რამდენად ეცდებოდა სსრკ, Jupiter-C-ს არ დაეტოვებინა დედამიწა!

ვისაც კარგი თრილერის წაკითხვა მოენატრა, ეს წიგნი გელით! ძალიან სწრაფად იკითხება და ძალიან დამაინტრიგებელია! კიდევ ერთი დიდი პლუსი, რაც აღნიშვნის ღირსია: კოსმოსურ შეჯიბრზე წიგნები იშვიათია და ისტორიის ეს მონაკვეთი კენ ფოლეტმა ძალიან საინტერესოდ გადმოსცა ამ წიგნში.

P.S.
“უკუათვლა” ამ სერიის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია და ძალიან მიკვირს, რატომ არ არის ამ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი. სცენარისთვის იდეალური მასალაა

https://minilibraryblog.wordpress.com...
Profile Image for Tamuna.
72 reviews5 followers
April 19, 2019
თხრობა იწყება თუ არა, საოცარი სისწრაფით იზიდავს მკითხველს და უცნაური ისტორიის ფინიშამდე სულმოუთქმელად მიღწევის გარდა არაფერზე ფიქრის დროს არ უტოვებს მკითხველს. თხრობა პარალელურად რამდენიმე დროში ვითარდება, თუმცა ამის გამო თავგზა არ ებნევა მკითხველს და ნაბიჯ- ნაბიჯ იხსნება ჩახლართული ამბები, ისტორიები, ღალატისა და სიყვარულის ამბებიც ოსტატურად ერთვის თან ისტორიის მთავარ ფაბულას. ამერიკის და რუსეთის სპეც. სამსახურები, ჯაშუშები, სამშობლოს მოღალატენი თუ მრუდი იდეოლოგიის მატარებელნი. და ყველაზე საყვარელი პერსონაჟი, გონებამახვილი და უზადოდ ჭკვიანი კაცი, რომლის უცნაურად დაწყებული ბობოქარი ცხოვრების ისტორია ტელევიზორის წინ, ასრულებული ოცნებების გარემოცვაში სრულდება. ძალიან შთამბეჭდავი იყო.
Profile Image for Soffi Cherqezishvili.
73 reviews21 followers
April 4, 2017
ერთი ვარსკვლავი ჩემთვის დავწერე ოღონდ ამის წაკითხვისთვის -_- ამას ხო მეც დავწერდი.
Displaying 1 - 4 of 4 reviews