ადრე, ერთ-ერთმა ლექტორმა გვითხრა, ჭეშმარიტი მწერალი სწორედ ის არის, ვისაც კარგად შეუძლია თავისი პირადი განცდების შენიღბვა და ნაწარმოების ყოველგვარი სუბიექტური განცდებისაგან დაცლაო. მაშინ პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. ბევრი ვიმტვრიე თავი, თუ როგორ შეიძლება შექმნა ისეთი მხატვრული ნაწამოები, რომელიც სხვა ადამიანს არსებობას დაავიწყებს და პერსონაჟს ტყავში გადააცხოვრებს, თუკი თავად არ იცი და განგიცდია ეს ყოველივე ?
გავიდა დრო და უკეთ მივხვდი რაც იმ ლექტორმა იგულისხმა, კერძოდ ის სირთულე რომელიც პირად დღიურებსა და მხატვრულ ლიტერატურას შორის ზღვარის პოვნაა. მკითხველს შეიძლებაა დააინტერესოს ჰარი ჰალერმა , მაგრამ ამავდროულად ფეხებზე ეკიდოს ჰერმან ჰესე...რომ სულ ერთია ედგარ ალან პოს "ყორანის" წერის დროს კბილი სტკიოდა თუ გული...
მოკლედ ,ამდენი იმიტომ ვიბოდიალე, რომ დოკუმენტურ და მხატვრულ პროზას შორის განსხვავებისთვის ხაზი გამესვა, თუმცა ეს წიგნი, რომელიც ჰერმან ჰესესა და თომას მანის პირად მიმოწერას ასახავს, კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად პროფესიონალი და ვირტუოზი მწერალი იქნები... მთავარი სწორედ ისაა თუ როგორი ადამინი ხარ !
ამ მიმოწერაში, რომელიც თითქმის მთელ მათ ცხოვრებას გასდევს, კარგად იგრძნობა ორივე ავტორის პრონციპულობა, ხასიათის სიმტკიცე და დაუმორჩილებლობა, რომელსაც არსებული რეჟიმის მიმართ გამოხატავდნენ. უსამშობლოდ დარჩენილი ნამდვილი გერმანელები, რომელთაც ეს უკანასკნელი " არასასურველად" მიიიჩნევდა, საბოლოოდ ყველაფერს მაინც საკუთარი ქვეყნისთვის ქმნიდნენ. დღევანდელ დღეს კი გერმანული ლიტერატურის ხსენებისას, შეუძლებელია ეს ორი გენიოსი არ გაგვახსენდეს. ამ წერილების წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო გასაგები ხდება თუ რაზე დგას მათი შემოქმედება და რამხელა შრომა და ტკივილი იმალება თითოეული ნაწერის მიღმა.
" მუდამ ადამიანურია იმ რაღაცეების სამყარო, რომელთა გამოხატვაც საერთოდ არ ხდება, ადამიანური არ არის , თუ მათ კარგად გამოხატავ."