"მოგზაურობის მიზანი იმაში არ მდგომარეობს, რომ ერთი სამყარო მეორეთი შევცვალოთ. ჩვენ რომ, მაგალითად, ცხოვრების პირველ ნახევარში ყველაფრისთვის მარჯვენა თვალით შეგვეხედა, შემდეგ კი უეცრად დავრწმუნებულიყავით, რომ მარცხენათიც შეგვიძლია ყურება, სიბრიყვე იქნებოდა, რომ ამის შემდეგ სამუდამოდ დაგვეხუჭა მარჯვენა, რათა მხოლოდ მარცხენათი გვეყურებინა სამყაროსთვის. ამიტომ, როგორც ორივე თვალით ვიყურებით იმისთვის, რომ მხედველობა მოცულობითი იყოს და ორივე ყურით ვისმენთ იმისთვის, რომ სმენა პოლიფონიური იყოს, სწორედ ასევე, ჩვენ ვცხოვრობთ როგორც ცნობიერი, ასევე არაცნობიერი ცხოვრებით, შევდგებით მამაკაცური და ქალური საწყისებისგან, შინაგანი და გარეგანი ადამიანისგან, და ვაერთიანებთ სინათლესაც და ჩრდილსაც. ამიტომაცაა მოგზაურობის მიზანი - მთლიანობის მიღწევა, სავსე ცხოვრებით ცხოვრება".
წიგნი განთავსებულია მაგმა ჯიზე.