Jump to ratings and reviews
Rate this book

Notes from Underground

Rate this book
In 1864, just prior to the years in which he wrote his greatest novels — Crime and Punishment, The Idiot, The Possessed and The Brothers Karamazov — Fyodor Dostoyevsky (1821–1881) penned the darkly fascinating Notes from the Underground. Its nameless hero is a profoundly alienated individual in whose brooding self-analysis there is a search for the true and the good in a world of relative values and few absolutes. Moreover, the novel introduces themes — moral, religious, political and social — that dominated Dostoyevsky's later works. Notes from the Underground, then, aside from its own compelling qualities, offers readers an ideal introduction to the creative imagination, profundity and uncanny psychological penetration of one of the most influential novelists of the nineteenth century. Constance Garnett's authoritative translation is reprinted here, with a new introduction.

136 pages, Paperback

First published January 1, 1864

Loading...
Loading...

About the author

Fyodor Dostoevsky

3,640 books81.1k followers
Фёдор Михайлович Достоевский (Russian)

Works, such as the novels Crime and Punishment (1866), The Idiot (1869), and The Brothers Karamazov (1880), of Russian writer Feodor Mikhailovich Dostoyevsky or Dostoevski combine religious mysticism with profound psychological insight.

Very influential writings of Mikhail Mikhailovich Bakhtin included Problems of Dostoyevsky's Works (1929),

Fyodor Mikhailovich Dostoevsky composed short stories, essays, and journals. His literature explores humans in the troubled political, social, and spiritual atmospheres of 19th-century and engages with a variety of philosophies and themes. People most acclaimed his Demons(1872) .

Many literary critics rate him among the greatest authors of world literature and consider multiple books written by him to be highly influential masterpieces. They consider his Notes from Underground of the first existentialist literature. He is also well regarded as a philosopher and theologian.

See also:
Russian → Фёдор Михайлович Достоевский
French → Fédor Dostoïevski
French → Fiodor Dostoïevski
Spanish → Fiódor Dostoyevski
Portuguese → Fiódor Dostoiévski

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
111,793 (41%)
4 stars
102,158 (38%)
3 stars
42,516 (15%)
2 stars
9,160 (3%)
1 star
2,965 (1%)
Displaying 1 - 22 of 22 reviews
Profile Image for Liko.
452 reviews4 followers
October 21, 2022
არცერთი წიგნის დაწყების წინ მოლოდინი კენწეროში არ უნდა ჩამოვკიდო და ვერ შევისმინე. ამ წიგნის მთელი არსი გასაგებია. ისიც გასაგებია თუ რატომ მიიჩნევა ავტორის შესაძლო საუკეთესო ნაშრომად, თუმცა ჩემი ფავორიტი დოსტოევსკის შემოქმედებიდან ნამდვილად არ არის.
მთელი კითხვის პროცესში ვცდილობდი როგორმე უფრო დავვახლოვებოდი იატაკქვეშეთში მცხოვრებ კაცს, მაგრამ ვერადავერ მოვახერხე. ზოგიერთ მომენტში მინდოდა დავხმარებოდი,მაგრამ ზოგჯერ მინდოდა რამე ბლაგვი მესროლა მისი მიმართულებით.
საინტერესო და სევდიანი პერსონაჟი იყო ლიზა, რომლის "გადარჩენასაც" მთავარი პერსონაჟი ცდილობს. და მისის საქციელი ამ გოგოს დამცირებაა მხოლოდ.
ყველაფერი გასაგებია რის გაკეთებასაც ბატონი ფიოდორი ცდილობს, თავისი პერსონაჟებით, თემებითა და სიმბოლოებით, მაგრამ კითხვის პროცესი იმდენად სასიამოვნო არ იყო, როგორსაც ველოდი.
Profile Image for Qristine Qoridze.
113 reviews
November 4, 2026
რომანის მთავარი გმირი უსახელო კაცია, ყოფილი მოხელე, რომელიც საზოგადოებისგან იზოლირებულად ცხოვრობს. იგი საკუთარ თავს იატაკქვეშეთში გამოკეტილ ადამიანად აღიქვამს ადამიანად, რომელიც სხვებს აკვირდება, მათ განსჯის, საკუთარ წარსულს უბრუნდება და ამავე დროს ვერ ახერხებს საკუთარ თავთან მშვიდობიან თანაცხოვრებას. მისი ფიქრები სავსეა წინააღმდეგობებით. ერთ მომენტში საკუთარ უპირატესობაშია დარწმუნებული, მეორე წამს კი საკუთარი სისუსტეების ტყვე ხდება. მას სურს, ადამიანებთან სიახლოვე, მაგრამ ამავე დროს მათგან გაუცხოებას ირჩევს. სურს, რომ გაიგონ, თუმცა თავადაც ხშირად ვერ უგებს საკუთარ თავს.

ნაწარმოების პირველ ნაწილში გმირი მკითხველს საკუთარ ფილოსოფიურ შეხედულებებს უზიარებს. იგი ეჭვქვეშ აყენებს ადამიანის გონივრულობას, თავისუფლებას და იმ მოსაზრებას, რომ ადამიანს ყოველთვის საკუთარი სარგებლის შესაბამისად მოქმედება სურს. მეორე ნაწილში კი ვხედავთ, როგორ გარდაიქმნება ეს შინაგანი კონფლიქტი რეალურ ურთიერთობებში. გმირის წარსულის ეპიზოდები, დამცირების განცდა და სიამაყე. მას აქვს შესაძლებლობა, ადამიანური სიახლოვე იგრძნოს, თუმცა საკუთარი შიშებისა და სიამაყის გამო ხშირად თავადვე ანგრევს იმ კავშირებს, რომლებიც შეიძლება მისთვის მნიშვნელოვანი გამხდარიყო. თითქოს საკუთარ უბედურებაში კომფორტიც კი იპოვა. მას შეუძლია გააანალიზოს საკუთარი შეცდომები, დაინახოს საკუთარი სისუსტეები, მაგრამ ეს ცოდნა სულაც არ ეხმარება მათგან გათავისუფლებაში.

დოსტოევსკი საოცარი სიზუსტით გვაჩვენებს ადამიანის ფსიქოლოგიურ წინააღმდეგობებს. რამდენად ხშირად ვამბობთ ერთს და ვფიქრობთ მეორეს? რამდენჯერ გვინდა, რომ ვიღაცამ შეგვამჩნიოს, მაგრამ როდესაც ამის შესაძლებლობა ჩნდება, თავადვე ვიხევთ უკან? რამდენჯერ გვირჩევნია სიამაყე სიყვარულს, წყენა პატიებას და მარტოობა იმ სიახლოვეს, რომლისკენაც სინამდვილეში მივისწრაფვით? „იატაქვეშეთის ჩანაწერები“ მარტივი საკითხავი არ არის. მისი მთავარი ღირებულება მოქმედების სისწრაფეში კი არა, პერსონაჟის ფიქრებში, შინაგან მონოლოგებსა და ფილოსოფიურ წინააღმდეგობებშია.
Profile Image for Nanu.
40 reviews
August 15, 2023
მკვდრადშობილნი ვყოფილვართ ნამდვილად..
Profile Image for Taia Abuseridze.
1 review
November 4, 2026
ჩემი თავისთვის თავგადასავლებს ვიგონებდი, სიცოცხლის მდინარებას ვთხზავდი, რომ ასე თუ ისე მეარსება. არაფრის გამო განზრახ გავნაწყენებულვარ. იმდენს ვიჯახირებდი რომ ბოლოს მართლა გავნაწყენდებოდი ხოლმე. მთელი სიცოცლე გული ასეთი ოინებისკენ მიმიწევდა. ერთხელაც თავი ვაიძულე რომ შეყვარებული გავმხდარიყავი. გარწმუნებთ რომ ვიტანჯებოდი. გულის სიღრმეში არ მჯეროდა რომ ვიტანჯებოდი, დამცინავად მეღიმებოდა, მაგრამ მაინც ვიტანჯებოდი. ეს ყოველივე, მოწყენილობის შედეგი, ინერციით გამოწვეული გახლდათ.


თუ ადამიანისგან გამოწვეულ ქაოსს, შევძლებთ და ცხრილით გავიანგარიშებთ და გონი გაიმარჯვებს, მაშინ ადამიანი თავს განზრახ გაიგიჟებს, რათა გონი არ ქონდეს და თავი ასე გაიტანოს.

ადამიანის განმსაზღვრელი, ვგონებ, ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ ის არის, რომ ადამიანი თავის თავს ყოველ წუთას უმტკიცებდეს, წკირი კი არა, ადამიანი ვარო!

საიდან დაასკვენით რომ ადამიანის წადილის გამოსწორება ასეთი აუცილებელია?! ნგრევა და ქაოსი ასე იქნებ იმიტომ უყვარს, რომ მიზნის მიღწევასა და აღსაშენებელი შენობის დასრულებისა თვითონვე ინსტიქტურად ეშინია? რა გგონიათ, შენობა იქნებ მხოლოდ შორიდან უყვარს და არა ახლოდან. იქნებ მხოლოდ მისი შექმნა უყვარს და არა იქ ცხოვრება.
Profile Image for lizz.
249 reviews
May 29, 2025
''ბუზი ვიყავი ამ დიდებულთა წინაშე, საძაგელი, უხამსი ბუზი - ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე განვითარებული,
ყველაზე კეთილშობილი - ეს თავისთავად - მაგრამ ყველასთვის გზის დამთმობი, ყველასგან დამცირებული და ყველასგან შეურაცხყოფილი ბუზი.''

მეორე ნაწარმოებია რომელიც წავიკითხე(პირველი ''მოთამაშე'' იყო) ვერცერთზე გადავირიე და უკვე ვფიქრობ რო ჩემი მწერალი არაა და შევეშვა ;დ
Profile Image for Qetuna Dalaqishvili.
9 reviews
November 14, 2025
ვინც საკუთარ თავთან მარტო დარჩენილა და ის ფსკერი უგრძვნია რომელიც შემდეგ საკუთარი თავის სიძულვილის გჩუქნის , ეს “ჩანაწერები” მისთვის საშიშად ახლობელი გახდება🩶
Profile Image for ninnn0___.
16 reviews
December 16, 2022
სულ თავიდან რომ დავიწყე წაკითხვა იატაკქვეშეთს ზემოდან გადავყურებდი.

მერე შეგნებული ინერციით დავეშვი და ეს წიგნი გახდა დაცემის თანამგზავრი.

თან სწრაფად წავიკითხე და ინერციულად.
Profile Image for Beka Sukhitashvili.
Author 9 books212 followers
February 5, 2011
რა გამოდის, კიბატონო, ყველანაირად უნდა შევეცადო დავემსგავსო გმირს, "იატაკქვეშეთში" ჩავიდე და მერე გავთავისუფლდე. არ გამომივა. ის კი მიხარია, რომ ჩემს თავს არაფერს ვუმალავდი არასდროს.
8 reviews
August 29, 2023
კიდევ ერთი არაჩვეულებრივი წიგნი,რომლის აზრსაც ბევრი ბოლომდე ვერ ჩაწვდება(ბოლომდე ვერც მე ჩავწვდი მგონი:D).წიგნი მოგვითხრობს კაცზე რომელიც იატაკქვეშეთში ცხივრობს, რადგან ღარიბია. აღსანიშნავია ის, რომ მთავარი გმირი საკმაოდ ჭკვიანი და ნაკითხი კაცია, თუმცა ეს მას არაფერში ეხმარება.მისი კლასელები, რომლებიც მასზე ბევრად უჭკვოვი არიან, ბევრად კარგად და შეძლებულად ცხივრობენ,მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ გაუმართკად და მდიდარ ოჯახში დაიბადნენ. მიუხედავად მისი კლასელების დამცინავი ტონისა, მას თავი ძლიერად უჭირავს,მეტიც , რაღაც მხრივ , მათზე მეტი ჰგონია თავი, რადგან ისინი არ არიან ისეთივე გონებამახვილები, როგორიც თვითონ იყო(“ისეთ აუცილებელ რამეთა მიუხვედრელნი იყვნენ, ისეთი შთამბეჭდავი, განმაცვიფრებელი რამ არ აინტერესებდათ, რომ ისინი ძალაუნებურად ჩემზე ქვემდგომებად მივიჩნიე.მათ არაფერიც არ იცოდნენ, არც ნამდვილი ცხოვრებისა გაეგებოდათ, ყველაზე აშკარა, თვალშისაცემ სინამდვილეს უსაზღვროდ სულელურად აღიქვამდნენ და მარტოოდენ წარმატების თაყვანისცემას მაშინვე უკვე მიეჩვივნენ. ყოველივე სამართლიანს, მაგრამ დაკნინებულსა და მივიწყებულს გულქვად და სამარცხვინოდ დასცინოდნენ. ჩინი ჭკუა-გონებად მიაჩნდათ”).სიმართლე ითქვას, ამ პერსონაჟში ჩემი თავიც კი დავინახა და შემაშინა ამ ფაქტმა, ფიქრი იმაზე თუ რამდენად უკეთესი ხარ სხვებზე, რადგან მათზე უფრო ჭკვიანი ხარ,ერთი ორჯერ მეც მომსვლია,მაგრამ როცა წავიკითხე ეს ნაწარმოები ღრმად ჩავფიქრდი. მთავარი გმირი ნამდვილად ჭკვიანია,თუმცა რამე მოუტანა მან ამ სიამაყემ?ის მწერიც კი ვერ გახდა. ის ცხოვრიბს იატაკქვეშეთში, მუშაობს იქ სადაც არ უნდა, არ ჰყავს ოჯახი ან თუნდაც მეგობარი.ამიტომ არ ვიცი რამდნად საამაყოა რომ ჩემი თავი მასში,ოდნავ, მაგრამ მაინც ამოვიცანი.განსაკუთრებით იმ ნაწილში როცა ამბობს რომ ჭკვიანი კაცი ერთი რამე ვერ გახდება,მხოლოდ სულელი თუდასჯინდება ერთ რამეს.

წიგნში ბევრი დასამახსოვრებელი მომენტებია.ერთ-ერთმა რაც დიდად დამაფიქრა არის ოფიცერის და მოქმედი გმირის ცალმხრივი ურთიერთობა. ოფიცერმა არც იცის, რომ ის არსებობს,თუმცა ის მას სულ აკვირდება და დაჰყვება. მასზე ნაწყენია, რადგან შეურაწყოფა მიაყენა,მაგრამ,ამავდროულად უნდა, რომ მისი მეგობარი გახდეს. მეტიც, დაგეგმავს, რომ “შემთხვევით” შეეჯახოს,რადგან ვალდებუკი არ არის, რანგის გამო გზა დაუთმოს. ძლიერად სურს მას რომ ოფიცერმა შეამჩნიოს მაინც,თუნდაც წამიერად.

განსაკუთრებით სევდიანი მომენტი იყო ლიზას სცენა, როცა არცხვეს და საშინელ რაღაცეებს ეუბნება, რაც დიდი ალბათობით ლიზასაც გადახდება.ამ მომენტში შემძულდასავით მთავარი გმირი. ვიცი, რომ ღამით თვითონაც დიდი სირცხვილი ჭამა, მაბრამ საწყალ გოგოს ისეთი რაღაცეები უთხრა ტირილი დაიწყო.რა თქმა უნდა ლიზას საამაყო საქმე არ ქონდა, მაგრამ იძულებული იყო, რომ სხეული გაეყიდა, ის მონა იყო.თუმცა მან ლიზას ისედაც შეუხორცებელ ნაიარევს მარილი დააყარა და ცრუ იმედი მისცა. ფრთები შეასხა წამიარად რომ თვითონვე მოეგლიჯა მომავალ დღეს.(მაგ: “ხოლო სიკვდილი კარს როცა მოგადგება, ყველა მიგატოვებს, ყველანი ზურგს შეგაქცევენ, რადგან შენგან აღარაფერს გამოელიან. გისაყვედურებენ კიდევაც, რომ ადგილი უქმად გიკავია, სიკვდილს აგვიანებ. წყალს ისე არ მოგაწოდებენ, ლანძღვა-გინება თუ არ დააყოლეს”)
კარგი ფრაზწბი წიგნიდან—->
“ვერც დავივიწყებდი, რადგან ბუნების კანონები კი არის, მაგრამ მაინც საწყენია”

“გეფიცებით, მრავლის შეცნობა სნეულებაა, ნამდვილი, სრული სნეულება.“

“როცა, მაგალითად, დაგიმტკიცებენ, რომ მაიმუნისგან ხარ წარმოშობილი[13], ისე დაიჯერე, შუბლს ნუ შეიჭმუხნი. როცა დაგიმტკიცებენ, რომ შენი ქონის ერთი ნამცეცი, არსებითად, შენთვის ასი ათას შენნაირზე უფრო ძვირფასია და, დასასრულ, ამ შედეგით გადაიჭრება ყველა ეგრეთწოდებული სათნოებანი, მოვალეობანი და სხვა ბოდვანი და ცრურწმენანი, რა გაეწყობა, ასევე დაიჯერე, რამეთუ ორჯერ ორი მათემატიკაა. აბა, შეკამათებას შეეცადეთ”

“ასეთ კედელს, რა თქმა უნდა, შუბლით ვერ გავანგრევ, თუ გასანგრევად საჭირო ძალა ნამდვილად არ მექნება, მაგრამ ამას ვერ შევეგუები, მხოლოდ იმიტომ, რომ კედელი ქვითკირისაა, ხოლო მე ძალა არ მყოფნის”

“მაგრამ უგუნური თუ არ არის, საშინლად უმადური მაინც გახლავთ! ფენომენალურად უმადურია! ისიც კი მგონია, რომ ადამიანის საუკეთესო განსაზღვრა ეს არის: იგი ორფეხზე მოსიარულე, უმადური არსებაა.”

“თუნდაც ამა სოფლის სიამენი სრულად მიანიჭოთ, ბედნიერებაში თავიანფეხიანად ისე ჩაძიროთ, რომ ზედაპირზე, როგორც წყალზე, მარტოოდენ ბედნიერების ბუშტუკები ამოხტოდეს, ეკონომიკური დოვლათით ისე აღავსოთ, რომ ძილის, თაფლაკვერების ჭამისა და მსოფლიო ისტორიის შეუწყვეტლობაზე ზრუნვის გარდა არაფერი ესაჭიროებოდეს, იგი უმალვე, მხოლოდ უმადურობით, მხოლოდ პასკვილის გამოისობით, სისაძაგლეს ჩაიდენს.”

“ადამიანს აღმშენებლობა და გზის გაკაფვა რომ უყვარს, ეს უდავოა. მაშ ნგრევაცა და ქაოსიც ასეთი ჟინით რატომ უყვარს?”
Profile Image for TsiraPurtseladze.
28 reviews2 followers
January 7, 2020
• "თქვენ ცხოვრება გწყურიათ და ცხოვრებისეულ საკითხებს აბდაუბდა ლოგიკით თავად წყვეტთ. თქვენი გამოხდომები ასეთი მომბეზრებელი, ასეთი თავხედურია და ამავე დროს როგორი შიში გიპყრობთ! სისულელეს ლაპარაკობთ და ამით კმაყოფილი ხართ. უტიფრად ლაპარაკობთ, თანაც ამის გამო ერთთავად შიშით კანკალებთ და ბოდიშს იხდით. გვარწმუნებთ, რომ არაფრისა გეშინიათ და ამავე დროს ჩვენი აზრის შეტყობას ლაქუცით ცდილობთ. გვარწმუნებთ, რომ კბილებს აღრჭენთ და ამავე დროს ხუმრობთ, რათა გაგვაცინოთ. იცით, რომ თქვენი ხუმრობანი მახვილგონივრული არ არის, მაგრამ, ცხადია, ამ ხუმრობათა ლიტერატურული ღირსებებით ფრიად კმაყოფილი ხართ. შესაძლოა, ზოგჯერ მართლა გატანჯულხართ, მაგრამ თქვენს ტანჯვას პატივს ოდნავადაც არ სცემთ. თქვენი გულ-გონება სიმართლეს კი მეტყველებს, მაგრამ თქვენს არსებას უბიწობა არ გააჩნია. უწვრილმანესი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად სიმართლეს ბერავთ და თვალებში სამარცხვინოდ გვჩრით… რაღაცის თქმა კი მართლა გსურთ, მაგრამ თქვენს საბოლოო სიტყვას შიშის გამო მალავთ, რამეთუ სათქმელად გამბედაობა არ გყოფნით და მხოლოდ ლაჩრული თავხედობა გაგაჩნიათ. ცნობიერებით ტრაბახობთ, მაგრამ მარტოოდენ მერყეობთ, რამეთუ ჭკუა-გონება კი გიმუშავებთ, მაგრამ თქვენი გული გარყვნილებას მოუცავს, ხოლო უმწიკვლო გულის უქონლად სრული, წესიერი ცნობიერება ვერ იარსებებს, თქვენი პრანჭვა-გრეხა თავის გამოჩინებაა, რარიგ მოსაბეზრებელია! სიცრუეა, სიცრუეა, სიცრუე!"
• "რა არის უმჯობესი- იაფფასიანი ბედნიერება თუ ამაღლებული სატანჯველნი? მითხარით, რა არის უმჯობესი?"
• "არის. რომანს გმირი ესაჭიროება, ხოლო აქ განზრახ არის თავმოყრილი ყველა თვისება ანტიგმირისთვის და, რაც მთავარია, ეს ყოველივე უკიდურესად უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, რამეთუ ცხოვრებას ყველანი გადავეჩვიეთ, ყველანი მეტად თუ ნაკლებად მოვიკოჭლებთ. ისე გადავეჩვიეთ, რომ
ზოგჯერ ნამდვილი, „ცოცხალი ცხოვრების“ მიმართ ერთგვარი ზიზღი გვეუფლება და ამის
გამო ვერ აგვიტანია, როცა შეგვახსენებენ. იქამდე ვართ მისულნი, რომ ნამდვილი
„ცოცხალი ცხოვრება“ ლამის შრომად, თითქმის სამსახურადაც კი მიგვაჩნია და ყველანი
ვაღიარებთ, რომ წიგნისმიერად ცხოვრება გვიჯობს. დროდადრო რას ვფაციფუცობთ,
რას ვჟინიანობთ, რას მოვითხოვთ? თავადაც არ ვიცით. ჩვენთვის ხომ უარესი იქნება,
ჟინიან მოთხოვნებს თუ აღგვისრულებენ. აბა, შეეცადეთ, აბა, მაგალითად, ცოტათი მეტი
დამოუკიდებლობა გვიბოძეთ, რომელ ჩვენგანსაც გინდათ, ხელები გაგვიხსენით,
საქმიანობის სივრცე გაგვიფართოვეთ, მეურვეობა შეასუსტეთ... ჩვენ ხომ... გარწმუნებთ,
ჩვენ ხომ უმალ შეგევედრებით, რომ მეურვეობა აღგვიდგინოთ. ვიცი, რომ შესაძლოა, ამის
გამო განმირისხდეთ, ფეხები დამიბაკუნოთ. ილაპარაკეთ მხოლოდ საკუთარ თავზე,
მხოლოდ თქვენს უბადრუკობაზე იატაკქვეშეთში და არ გაბედოთ ამის თქმა: „ჩვენ,
ყველანიო“. ბატონებო, მოითმინეთ, „ჩვენო“ რომ ვამბობ, ამით თავს არ ვიმართლებ. ჩემს
თავზე კი მოგახსენებთ: მე ხომ ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ უკიდურესობამდე მივიყვანე ის,
რისი მიყვანაც თქვენ ნახევრამდეც ვერ გაბედეთ, ამასთანავე თქვენს სიმხდალეს
კეთილგონიერებად მიიჩნევდით და თავს ამით ინუგეშებდით, თავს ამით იტყუებდით. ისე
რომ, მგონი, თქვენზე უფრო „ცოცხალი“ გახლავართ. გულ-გონება გაიმახვილეთ! ჩვენ ხომ
ისიც კი არ ვიცით, ეს ცოცხალი სად არსებობს, რა არის და რა ეწოდება? მარტონი რომ
დაგვტოვოთ, უწიგნოდ რომ დაგვტოვოთ, უმალვე თავგზა აგვებნევა - არ გვეცოდინება,
რას მივეკედლოთ, რას ჩავებღაუჭოთ, რა გვიყვარდეს და რა გვძულდეს, პატივი რას ვცეთ
და რა შევიზიზღოთ! ადამიანებად ყოფნაც კი, ნამდვილი, საკუთარი სხეულისა და სისხლის
მქონე ადამიანებად ყოფნაც კი გვიმძიმს, გვეჩოთირება, სამარცხვინოდ მიგვაჩნია და
რაღაცნაირ, არარსებულ, ზოგად ადამიანებად ყოფნისკენ მივისწრაფვით.
მკვდრადშობილნი ვართ, უკვე დიდი ხანია ცოცხალი მამები აღარ წარმოგვშობენ და ეს
სულ უფრო და უფრო მოგვწონს. გაგვიტკბა კიდევაც. მალე იმასაც გამოვიგონებთ, რომ
იდეისგან ვიშვათ. მაგრამ კმარა.„იატაკქვეშეთიდან“ წერა აღარ მინდა..."
Profile Image for anneden.
40 reviews8 followers
August 20, 2024
ამ ნაწარმოებით მინდოდა დამეწყო დოსტოევსკის სიღრმეების გაცნობა. საბოლოო ჯამში, კარგადაც მოვიქეცი და ძალიანაც მომეწონა. ტყუილად არ უწოდეს ეგზისტენციალური ნაწარმოები. წიგნი გვაფიქრებს ისეთ კითხვებზე, როგორიცაა: აქვს ადამიანს თავისუფალი ნება, თუ ყველაფერი მისი კონტროლის გარეთ მიმდინარეობს? შეუძლია თუ არა პიროვნებას საკუთარი თავის გარდაქმნა? რამდენად განაპირობებს მის ქმედებებს ირგვლივ მყოფი საზოგადოება და ა.შ.

კითხვისას თავდაპირველად 40, ხოლო წიგნის მეორე ნაწილში-24 წლის უსახელო, იატაკქვეშეთში მცხოვრებ ნარატორს ვაკვირდებით. ნაწარმოები სავსეა საზოგადოებასთან გაუცხოების, მარტოსულობისა და საკუთარი თავისადმი უპატივცემულობის ელემენტებით. მთავარი პერსონაჟი ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, რომელიც ამბობს რაღაცას, მაგრამ ვერასდროს ვერ ასრულებს. ის მოფიქრალი პიროვნებაა და დასცინის მათ, ვინც მოქმედებს. თავად კი საქმე ბოლომდე ვერასდროს მიჰყავს. ,,ახლავე წავალ!… რა თქმა უნდა, დავრჩი.”

დოსტოევსკი ადამიანის ფსიქილოგიის სიღრმეებში ჩადის და მთავარ პერსონაჟს (რომელიც ცოტ-ცოტა ყველა ჩვენგანი ვართ) გულახდილად ალაპარაკებს. განა ადამიანი ყოველთვის რაციონალურად და თავისდა სასიკეთოდ მოქმედებს? სინამდვილეში ყველა ადამიანი ისე იქცევა, როგორც მოესურვება და არა ისე, როგორც გონიერება და სარგებლიანობა უკარნახებს. ,,ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი წადილი ესაჭიროება, ეს დამოუკიდებლობა რადაც უნდა დაუჯდეს და სადამდეც უნდა მიიყვანოს.” დოსტოევსკი გვეუბნება, რომ ადამიანი ყველაზე სულელურ ქმედებასაც კი ჩაიდენს, ოღონდ დაამტკიცოს, რომ ამას თავისუფალი ნებით აკეთებს და ხელფეხშებოჭილი არ არის.

ნარატორზე დაკვირვებისას ჩვენ ვხედავთ, რომ ის საკუთარ თავში ბოლომდე გაურკვეველი ადამიანია. ამბობს, რომ ხალხის აზრი საერთოდ არ აინტერესებს, მაგრამ უცხო ადამიანისგან იგნორის დროსაც კი საშინლად ბრაზდება და ამაზე განუწყვეტლივ ფიქრობს. მეგობრები არ ჰყავს და მიუხედავად იმისა, რომ თითქოს განგებ განუდგება ხალხს, სინამდვილეში ეს ძალზე აწუხებს. ფიქრობს, რომ მას თანაბრად არ თვლიან და თავს შეურაცხყოფილ ბუზად მიიჩნევს. მაგრამ, ამისდა გასაოცრად, მას საკუთარი თავის განდიდების მანია სჭირს. თვლის, რომ ის ყველაზე ჭკვიანი და ყველასაგან განსხვავებულია. ,,მე ერთადერთი ვარ, ხოლო ისინი ყველანი ერთნაირები არიან.”

ნაწარმოების ბოლოს, პროსტიტუტ ქალ-ლიზასთან საოცრად საინტერესო მონოლოგი აქვს, რაც ლიზას საკუთარი ცხოვრების უკეთესისაკენ შეცვლაში დაარწმუნებს. თუმცა, მთხრობელი ამ საქმესაც, ისევე როგორც ყველას, ბოლომდე ვერ მიიყვანს. ,,მე არ შემაძლებინეს… არ ძალმიძს… გულკეთილი რომ ვიყო!” ქალს დახმარების ხელს დაცინვით ჩაუნაცვლებს და სახლიდან გააგდებს. ეს ჩვენი უსახელო კაცი საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს და გამუდმებით სხვებს ადანაშაულებს თავის უბედურებაში, რაც ნელ-ნელა თვითშეფასებასაც აკარგვინებს.

მესმის, თანავუგრძნობ, მაგრამ მაინც ვბრაზდები.
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for Mariam Phavlenishvili.
16 reviews
June 18, 2026
კარგა ხანია მინდოდა ამ წიგნის წაკითხვა და ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი.

მიწისქვეშეთში მცხოვრები ადამიანი, რომლის ინტელექტიც საშუალო სტატისტიკური ადამიანისას აღემატება და რომელიც სიყალბით სავსე სამყაროში საკუთარ ადგილს ვერ პოულობს. მას მთელი კაცობრიობის მიმართ ზიზღი უვითარდება, რადგან ამ ფარსის მონაწილე ყველაა, მათ შორის — თავადაც.

ერთადერთი ადგილი, სადაც ამ ყველაფრისგან შორს ყოფნა და საკუთარი თავისთვის რეალურად არსებობა შეუძლია, მისი ბუნაგია. თუმცა სასიყვარულო ობიექტის გამოჩენა მის ცხოვრებაში ყველაფერს თავდაყირა აყენებს.

აქ კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს, რომ მისი ზიზღი ყველაფერზე წინ დგას და რომ ასეთ ადამიანს სიყვარული არ შეუძლია.

და რას აკეთებს მთავარი პერსონაჟი ამ დროს? რა თქმა უნდა, მთელ თავის ზიზღსა და უბედურებას საყვარელი ადამიანისკენ მიმართავს, რომელიც საბოლოოდ მისი ცხოვრებიდან უჩინარდება.

და ყოველ ჯერზე, როცა სამყაროს მიმართ მორიგი ზიზღის ტალღა შემომიტევს, ამ ნოველას გავიხსენებ.
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for Mariam Dekanosidze.
39 reviews1 follower
January 4, 2019
არ წყვეტს დოსტოევსკი ჩემს გაოცებას :3
Profile Image for Nino Giorgadze.
79 reviews14 followers
January 11, 2020
სახე რო გამეძრო პერსონაჟისთვის ის მინდოდა :დ ანუ საკუთარი თავისთვისაც :) უუნარობა ფორევა.
Profile Image for ლუკა აღლემაშვილი.
38 reviews4 followers
July 13, 2021
უკომენტაროდ... ემოციები მოვიოკო და შემდგომ ალბათ შევძლებ განხილვას, ალბათ ვერა.
Profile Image for Liza Chikviladze.
27 reviews1 follower
March 15, 2024
რა მეთქმის იმის გარდა, რომ კიდევ ბევრჯერ მივუბრუნდები ადამიანის სულის წიაღში იდეალურად ჩაძირულ გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ აღსარებას.

7 reviews
December 14, 2024
საოცარია, ადამიანების სულის რეალურ სახეს გაიცნობთ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ.
Profile Image for ilovethesmellofbooks.
37 reviews
February 4, 2025
დოსტოევსკის მიერ შექმნილი ჩემი უსაყვარლესი წიგნი… საფლავში წავიღებ.
Profile Image for Lopixonkra.
20 reviews1 follower
August 11, 2025
გადავცეთ ბატონს თეთრი ბილეთი
8 reviews
April 1, 2025
“იატაკქვეშეთის ჩანაწერების” წაკითხვის შემდეგ სულ ამ ტექსტზე მეფიქრება. ისეთი პერსონაჟია,საერთოდ არ გინდა, რომ ჰგავდე, მაგრამ თან როგორ გინდა მსგავსება არ დაინახო. რამდენი რამ გვაქვს გააზრებული კაცობრიობას, რამდენ რაღაცას დავარქვით სწორი და არასწორი, ცალკე რელიგიური საზღვრები, ცალკე სამართლებრივი კანონები დავაწესეთ, ყველაფერი გონივრულად ავწონ-დავწონეთ და მაინც როგორ გავურბივართ მათ შესრულებას, როგორ შორს დგას ადამიანის ბუნებისგან, მოქმედებდეს რაციონალურად.
ეს წიგნი არაჩვეულებრივი მაგათილია იმისა, როგორები არ უნდა ვიყოთ, მაგრამ თან ადამიანს ნიღაბი ან ყველანაირი დასწავლული სოციალური ნორმები რომ ჩამოაშორო, ეს დარჩება.
ძალიან რთულია, ამდენად უკვირდებოდე საკუთარ თავს, ამდენი ინფორმაცია გქონდეს შენს თავზე, დაფიქრების და მარტო დარჩენის უნარი გქონდეს და ამას კატალიზატორად კი არ იყენებდე, პირიქით, უფლებას აძლევდე, რომ იატაკქვეშეთში ჩაგითრიოს, დაგაპატარავოს და ვირთხად გადაგაქციოს.
კომიკურია, რომ რამდენჯერაც საკუთარი ადგილის დამკვირდებას ცდილობს, იმდენჯერ იჭრება. განსაკუთრებით კომიკურია აპოლონთან. იდეალური სახელი ჰქვია - აპოლონი. ის ხომ სინათლის და რაციონალური, ლოგიკური აზროვნების ოლიმპოსელი ღმერთია. აბა, როგორ აჯობებდა მას ეს არარაციონალური და ქაოტური ადამიანი. ტრაგიკული კი ისაა, რომ თვითონაც იაზრებს რამდენად უსუსურ მდგომარეობაში , მაგრამ თავს ვერ შველის ან არ შველის.
აპოლონიც და ლიზაც უმტკიცებენ მას, რომ გაცილებით უფრო მაღალ მორალურ პედესტალზე დგანან. არადა, კეთილგონიერი და “ყველაფერი ამაღლებულის” მოტრფიალე თვითონ უნდა იყოს. ასე დაიშალა მისი პიროვნება ნაწილ-ნაწილ.
ძალიან კარგად იცის ყველაფერი, არაჩვეულებრივი ლოგიკურად აზროვნების უნარი აქვს, ასევე კარგად ხვდება რას მოიცავს ოჯახური თანაცხოვრება ან ბედნიერება, მაგრამ არა, არ აინტერესებს. ამით ბოლომდე ავლენს რას ნიშნავს თავისუფალი ნება, რამდენად მახინჯი ფორმა შეიძლება მიიღოს, მაგრამ ეს ვართ ადამიანებიც. სანამ ვთანხმდებით, რომ ღირსება და ერთმანეთის პატივისცემა გვმართებს ყველაფერი კარგადაა. ეს არის მისი აჯანყებაც. მაგრამ აჯანყება აუცილებლად მარცხისთვისაა განწირული, რადგან მისთვის მთავარი ტანჯვა ხდება და არა პროცესისგან დასკვნების გამოტანა.
Displaying 1 - 22 of 22 reviews