მართლა კარგი დიალოგები იყო, საერთოდ დიალოგების და პერსონაჟების რეალისტურობა იმიტომ მადარდებს, რომ ამ ბოლო დროს მომრავლდა ისეთი წიგნები, სადაც ძალით ემოციური რაღაცები ხდება და თითიდან გამოწოვილი საუბრები და დიალოგებია ხოლმე. ჰოდა აქ ეგ მე პირადად ვერ დავინახე, რაც კარგია ✨💕
თვითონ მკვლელის შესახებ რა ფლეშბექებიცაა, უბრალოდ დამანგრეველია იმ გაზლაითინგის და ნარცისი მშობლის ხაფანგში ყოფნის წარმოდგენა 😣😖 წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, ოიდიპოსის კომპლექსი, Madona and Whore კომპლექსი, ყველაფრის კომპლექსი! ეს საშინელებებია, რომ ადამიანს სამუდამო ავადმყოფად და ბოროტმოქმედად აყალიბებს, რომელიც დარწმუნებულია, რომ ძალიან დიდ მისიას ემსახურება, მკვლელობებს უყურებს, როგორც ხელოვნების ნიმუშს თუ შთაგონებას... ის რასაც ვხედავთ ფილმში "The house that Jack built".
ჩელსის და ჯიმის პერსონაჟებს რაც შეეხება, ჩელსის აშკარად რაღაც კომპლექსები და დათრგუნულობა აქვს გამოყოლილი მამის გამო, ბავშვობაში მამამისს უნდოდა, უფრო ძლიერი და tough შვილი ჰყოლოდა, ამიტომ ღამით უკითხავდა ცნობილი ზღაპრების ორიგინალ ვერსიებს, რომლებიც უბრალოდ, ყოველგვარ საშინელებათა ისტორიებს უსწრებს, იმდენად შემაძრწუნებელია და ჩელსიზეც ამან იმოქმედა. თუმცა რა არის იცი? ეს daddy issues იქით და როცა ჯიმ მაკფერსონთან ერთად იწყებს დეტექტივობას, მხოლოდ იმის გამო, რომ ჯიმი მექალთანე და ყველასთან მოფლირტავე ეჩვენება, წარამარა რაღაცებს აბრალებს; წარამარა ბრალს სდებს, რომ "უი, ესა და ეს თქვი? ესე იგი ეს იგულისხმე!" და მერე ბოდიშს არც უხდის 🤨 ჰოდა... რატომ? ალბათ ეს წიგნი კაცის დაწერილი როა, იმიტომ არის ასეთი პერსონაჟი, რადგან ხშირაად ფიქრობენ ხოლმე რომ ყველა ქალი პასიურ-აგრესიულია და ქვეტექსტები ეშლებათ? არ ვიცი. სხვათაშორის, მთელი წიგნი ისე იკითხებოდა, არ იგრძნობოდა, ქალმა დაწერა თუ კაცმა.
ერთგან ჩელსი გადაღლილი და მშიერია, ამიტომ ჯიმი მისთვის საჭმელს ყიდულობს და ჩელსი ეუბნება, აი, ახლა ნამდვილად მეფლირტავები... იმიტომ რომ საუზმე და ყავა მიყიდეო 🤯🤯🤯😵🤧🤤🤦🏻♀️🤦🏻♀️🤦🏻♀️ რაჯანდაბაჭირს
პირველი თავი ჩემთვის ჩამთრევი იყო, მეორე თავი არ მომეწონა და ვიფიქრე, იქნებ საერთოდ არ მომინდეს გაგრძელება-მეთქი,მაგრამ მალევე ჩამითრია და იმიტომ, რომ ავტორის ენა მომწონს, მაგრამ რამდენიმე დეტალი არ დამიჯდა ჭკუაში, 4 ⭐-ით შევაფასე.
ბოლოში, "ბოროტის დამარცხების" მერე, მამამისი(ჩელსის მამა) ერთბაშად გარდაიქმნება და მორჩა, ვსო, წერტილი! ცუდი თვისებები და ჩვევები სადღაც გაუქრა, აღარც ალკოჰოლს სვამს, უეცრად წამლება იღეებს... ოოოოჰ! 😡🤬 ამას ვერ ვიტან ზუსტად-ან ტკბილმწარედ დამთავრდეს, ან რამე, ან ინტრიგა და კითხვის ნიშნები დარჩეს ცოტა, ხო შეიძლება??!
ყოველ შემთხვევაში, ბლეიკ პირსის ბოლო წიგნის შემდეგ, რომელიც ჯოჯოხეთურად ცუდი წიგნი იყო(Girl, alone), რა შედარებაა, რას ვამბობ. მაინც მაქვს blake pierce სერიები სიაში, ოღონდ 2 სერია, მაიმც მაინტერესებს, შემდეგი ნაწილები პირველზე უკეთესი თუ იქნება და ეს კეთილი ზღაპრები დეტექტიურ წიგნში რა უბედურებაა.