ამბავი უნდა დავიწყო იმით, რომ თუ აღმოსავლური ლიტერატურის გაცნობა გინდა, გიორგი ლობჟანიძე უნდა აღმოაჩინო.
წლების წინ, ბიბლია რომ წავიკითხე და ეკლესიამ მითხრა, მხოლოდ მართლმადიდებლები შედიან სამოთხეში, სხვები უბრალოდ ცხოვრობენო, იმხანად ვიღაცამ მითხრა, ყურანი რამდენადმე ჰგავს ბიბლიასო, საერთო საწყისები აქვთო და მას შემდეგ მინდოდა ყურანის წაკითხვა, ყურანის და ძველი აღთქმის.
ზოგადად, ბოლო დროს აღმოსავლური ლიტერატურით რომ დავინტერესდი, სუფიები და დევრიშები რომ გავიცანი, რობაიებით რომ მოვიხიბლე, მაშინ აღმოვაჩინე რუმი, იქამდე ჯალალ ელ დინი დამპყრობელი მეგონა და უი ეტყობა ჭკვიანი კაციც იყო ის დამპყრობელი მეთქი ვფიქრობდი.
მერე აღმოვაჩინე, რომ რუმს არანაირი კავშირი ჰქონდა დამპყრობელთან, სამაგიეროდ გურჯი ხათუნის დიდი მეგობარი და დარდების გამზიარებელი ყოფილა.
ხოდა ამასობაში აღმოვაჩინე "არსთა მესნევი" და კითხვას შევუდექი.
რომ გადავშალე და პოემა დავინახე (სანამ გავიგებდი ბეითები რა იყო), მეთქი:
-ვეფხისტყაოსანსაც კი კარგად ვერ ვიაზრებ,
სპარსულ პოემას რა გამაგებინებს, თან რითმაც არ აქვს, კითხვის სიამოვნება რაღამ მომგვაროს?
ჰოდა აქ შემოდის გიორგი ლობჟანიძესეული სიტყვის თარგმნის ჯადოქრობა.
რანაირი დიდი ქართველები გვყავს,
რომლითაც უნდა ვიამაყოთ.
გიორგი გაცნობს არა მარტო რუმის ფილოსოფიას,
არამედ ყურანს (რომელიც ასევე მისი ნათარგმნია სხვათაშორის),
წიგნის თითო ფურცელი გაცნობს რუმს,
მის ფილოსოფიას, ყურანს და მთელ აღმოსავლურ ფილოსოფიას.
თითო ბეითი არის სიბრძნე,
სამაგიდო ლექსიკონად გადასაქცევი.
ფორუზანფარი არის სიბრძნის ახალი წყარო, რომელიც უნდა დალიო
და წაიკითხო ყველა განმარტება, იმიტომ, რომ განმარტებაა მთელი წიგნი და პირიქით.
არსთა მესნევი არაა მხოლიდ წიგნი, იგი მთელი აღმოსავლური ფილოსოფიაა ერთ მუჭად მოქცეული და არა მხოლოდ.
ასე დიდი ხანია წიგნით სიამოვნება არ მიმიღია,
თითო ფურცელს ვყლაპავდი და ვისრუტავდი.
ყოველდღიურობიდან დაღლილი რომ მიდიხარ სახლში,
სკამზე წამოსკუპდები,
ოთახი სავსეა ტელევიზორის ხმაურით,
შენ მუსიკას რთავ, ყურში ყურსასმენებს ისკუპებ და რუმის კითხვას იწყებ:
ამაზე დიდი ნეტარება არაფერია.
და რატომ მუსიკა?
უწუპუწუბის გამო კი არა,
კლასიკურ მუსიკას არ ვუსმენ,
საერთოდ მუსიკას არ ვუსმენ,
მაგრამ წიგნმა მოითხოვა და იმან,
რომ სახლის ხმაური რამემ უნდა გადაფაროს,
სხვანაირად რუმს სრულად ვერ იმეცნებ ♡
ამასობაში მოვინიშნე, რომ ყურანის ლობჟანიძისეული თარგმანი მაქვს წასაკითხი, წიგნი ქალილასა და დიმნასი კიდევ,
მოკლედ, სხვა სამყაროს ცოდნებში გამოგზაურებს ეს წიგნი და დიდი რეკომენდაცია ჩემგან მას.
და ბოლოს, რაც უფრო ახლოს იცნობ ყურანს, ხვდები, რომ ბიბლიასა და ყურანს ყველაზე ბევრი რამ აქვთ საერთო ამ ქვეყნად და საერთოდაც, მჯერა, რომ ყურანი და ბიბლია ერთი საერთო წიგნიდან ან წიგნისგარეშე ღმერთიდან მოდის და უბრალოდ სხვადასხვა კულტურის ხალხისთვის ნათარგმნი სიტყვების კრებულია ♡ უბრალოდ კაცობრიობას არ გვინდა გავიგოთ ის, რაც ყველაზე კარგად აია სოფიამ გაიგო და ორივე რელიგია გააერთიანა საკუთარ თავში ♡