What do you think?

ტყეების მეფე
"შენ ტყეთა მეფე ხარ და ვერა ოდეს გამოხვალ ველთა" – ასე სწერდნენ სელჩუკები ჯერ კიდევ გაპარტახებული საქართველოს მეფეს, დავით აღმაშენებელს, რომელსაც მამამისის, გიორგი II-ის მიერ ტახტის დათმობის შემდეგ ჭაბუკობაშივე მოუწია, თავის თავზე აეღო ძალიან რთული მისია – ტყე-ღრეებად ქცეული საქართველო კვლავ სახელმწიფოდ ექცია. ეს მატიანეში შემონახული ფაქტებია. ხოლო დათო ტურაშვილის ახალ რომანში – `ტყეების მეფე~ (რომელიც თავდაპირველად კინოსცენარი იყო და რომლის მიხედვითაც დიდ მეფეზე ფილმი უნდა გადაეღოთ) – ერთმანეთშია გადახლართული ლეგენდები და ისტორიული ცნობები და უდიდესი ქართველი მეფის წინააღმდეგობრივ ხასიათს, მის ახლო გარემოცვასა და ისტორიული ფაქტების განსხვავებულ ვერსიებს გვაცნობს.
240 pages, Paperback
First published January 1, 2013
About the author
Dato Turashvili
32 books232 followersDavid Turashvili [Georgian: დავით (დათო) ტურაშვილი] is a Georgian fiction writer.
In 1989, he was one of the leaders of the student protest action taking place at the Davidgareja monasteries in eastern Georgia, whose territory was exploited by the Soviet Union military as a training ground. His first novels, published in 1988, are based on the turmoil of those events. The premier of his play Jeans Generation was held in May 2001. Turashvili's other publications include the travelogues Katmandu (1998) and Known and Unknown America (1993), and two collections of short fiction and movie scripts; his first collection of short fiction is Merani (1991).
Besides scripts, he writes novels, short stories and plays. Dato Turashvili has published about 16 books in Georgia. His works are translated into seven languages and published in different periodical editions of various countries. His novel Jeans Generation has already been published in five European countries. He is the author of Georgian best-sellers and has participated in Alpinists’ expedition in the mountains of the Caucasus, Andes and Himalayas. Furthermore, he is the author of scientific-research letters in literary criticism and historiography. He has translated both prosaic and poetic texts from Russian , Spanish, Turkish and English languages.

Ratings & Reviews
Friends & Following
Create a free account to discover what your friends think of this book!
Community Reviews
Displaying 1 - 30 of 43 reviews
December 1, 2013
დაგვიანებული review
რეიტინგების და მიმოხილვების (review) ხელახლა თვალიერებისას გამიკვირდა: - რა მოეწონათ ამ წიგნში?
სადღაც შეიძლება დავუშვათ რომ კინო სცენარისთვის კიდე არაუშავს, რეჟისორს რთული სამუშაო ექნება, მაგრამ შესაძლოა ამ სცენარიდან რაღაც გამოადნოს.
მაგრამ როგორც წიგნი, არ მომეწონა.
არ იგრძნობოდა ის ეპოქა რომელშიც მოქმედებები ხდება.
პერსონაჟები იყო ზედაპირული. (ზოგი უაზრო, მაგალითად შულია)
სავსე იყო უაზრო დიალოგებით.
წიგნი ძალიან მცირეა მოცულობით და ვერანაირად ვერ იტევს დავითის ეპოქას და თვით დავითს.
და ბოლოს.
არანაირ ემოციას არ ტოვებს!

June 7, 2014
აღფრთოვანებული ვარ ტურაშვილის ამ რომანით! მეგობარმა მათხოვა და ისე ჩამითრია რომ დღენახევარში წავიკითხე♥ როდესაც ბოლო თავზე ვიყავი ავტირდი... ძალიან ემოციური,გულშიჩამწვდომი და მრავლისმთქმელი ნაწარმოებია!
March 10, 2022
განვმეორდები:
არ მიყვარს ისტორიული წიგნები,
მაგრამ
ეს მომეწონა.
ძალიან მარტივად იკითხებოდა და შევყევი, არადა რამდენიმე წლის წინ გულაცრუებულმა გადავდე, ამას აღარ მივუბრუნდები-მეთქი.
წელს დაწყებული და არ დამთავრებული წიგნების წელი მაქვს მგონი. :))

April 28, 2023
კარგად გადაღებულ ფილმს ვნახავდი, წიგნმა დიდად არ აღმაფრთოვანა
April 25, 2014
Review is in English with a huge hope that this book will be translated very soon, so that this great story is accessible to as many as possible.
Fascinating read- full of adventures, legends and tales that provide a combination of great overview not just for those who have some idea or interest of Georgian history, but also those who are simply up for a breath-away reading journey. Journey, that is filled with historical facts, potentially exaggerated idioms, political scenarios... as well as hearty humor and simple demonstrations that even greatest kings and rulers are human beings needing love and motivated by love....

August 14, 2024
ძალიან მსუბუქად და სასიამოვნოდ საკითხავი იყო, როგორც პროექტი უდავოდ კარგია.
ცხადია წიგნი ისეთი პატარაა ისტორიულად ვერანაირად ვერ დაიტევს მთლიანად დავით აღმაშენებლის ვერც ეპოქას და ვერც მის მოღვაწეობას შესაბამისად, როგორც ისტორიული ჭრილიდან არ შემიხედავს არამედ როგორც მეტად გამხატვრულებული ლიტერატურა იყო, რაც ალბათ ზოგად წარმოდგენას შექუმნის მკითხველს თუ ვინ იყო დავითი.
ალბათ როგორც კინო-პროექტი ბევრად უფრო აღმაფრთოვანებელი იქნება.

June 23, 2016
ამ ნაწარმოებისგან მეტს მოველოდი, ჩავუჯექი როგორც გემრიელ ისტორიულ რომანს და ხელში შემრჩა ბევრად მშრალი დავითი.. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პირველწყაროა ფილმისა, არც ისე ცუდად იკითხება.. ყოველშემთხვევაში ვიმედოვნებ, რომ ეს ის შემთხვევა იქნება, როდესაც ეკრანიზაცია ბევრად აჯობებს ბეჭდურ ვერსიას. :)
December 29, 2014
მართალია ეს არ არის ის რომანი, რომელიც ესეთ მეფეს ეკადრება, მაგრამ ნუ გავკიცხავთ ავტორს იმისთვის, რომ თავისი სცენარის გადაგდება დაენანა და ერთ წიგნად აკინძა. ფილმს რაც შეეხება, თუ გადაიღებენ, დარწმუნებული ვარ აჯობებს პირველწყაროს.
October 29, 2025
''ვინც გიყვარს იმას ჯოჯოხეთიდან ამოათრევ, ვინც არ გიყვარს იმას დუმილსაც არ შეარჩენ.''
March 25, 2019
იყო ადგილები, რომლებიც ცოტა მშრალად მომხვდა, თუმცა კი მთლიანიბაში მაინც კარგი და ემოციური წასაკითხი იყო.
პ.ს. ეპოქა არ იგრძნობოდაო- გასაგებია, რომ გაწელილი და გადაფურჩქნილი ბუნების აღწერითა და პერსონაჟების დახასიათებებით არ იყო ეს ნაწარმოები გაბუქებული და, ჩემი აზრით, არც იყო საჭირო. აღწერა მწერლის გონებაში იწყება და მკითხველისაში უნდა დასრულდესო - ქართველები ვართ და უბრალო სიტყვებიც ისეთ ასოციაციებს გვიქმნის რომ სურათი თავისით იხატება, ზედმეტი მიკიბ-მოკიბვის გარეშე.

July 29, 2014
ალბათ პირველი შემთხვევა როცა ვამბობ რომელიმე ქართულ წიგნზე, რომ დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ამ წიგნის მიხედვით გადაღებულ ფილმს კინოთეატრში <3
იმდენად სასიამოვნო საკითხავია, რომ ერთ დღეში წავიკითხე ერთი ამოსუნთქვით <3
ვამაყობ , რომ დათო ტურაშვილის თანამოქალაქე ვარ <3

October 7, 2019
დიდი იმედი მაქვს ამ ნაწარმოების მიხედვით არ მოხდება ფილმის გადაღება დავით აღმაშენებელზე. ფაქტები - ზერელე და ზედაპირული, თვითონ მეფის სახე - ნერვიული, შურისმაძიებელი, ფანატიკოსი და უაზროდ ემოციებსაყოლილი. ამ წიგნიდან მე ასე ვხედავ " უშიშარ და გულით უძრავ" დავით მეფეს 😊
March 12, 2021
კიდე კარგი ამ სცენარის მიხედვით არ გადაიღეს ფილმი.
October 7, 2024
ამ წიგნის კითხვას დიდი მოლოდინებით ვიწყებდი, თუმცა იმედები გამიცრუვდა. არ ვიყავი ბოლომდე მიჯაჭვული პერსონაჟებს, დიალოგები ძალიან უცნაური იყო, თითქოს მრავლისმეტყველი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ მშრალი გამოდიოდა. თავს დავაძალე, რომ დამესრულებინა კითხვა, რადგან მიტოვება მაინც არ მინდოდა, თან კითხვის დროს წინასწარ გადავფურცლე და "დიდგორის" თავის წაკითხვა იყო ალბათ მთავარი მოტივაცია რატომაც წავიკითხე. Spoiler alert მანდაც გამიცრუვდა მოლოდინი, ძალიან სწრაფად დასრულდა თითქოს ყველაფერი.
არ მინდა ცუდი ვარსკვლავით შევაფასო, რადგან ემოციები მაინც მოიტანა, ბოლო თავებისკენ ცოტა ვიტირე კიდეც და მხოლოდ ამ ცრემლების გამო მივცემ 3 ვარსკვლავს. მართლა ვგულშემატკივრობდი ამ რომანს და გული მწყდება რომ უკეთესი არ იყო...

January 2, 2025
კინოსცენარი რომლის მიხედვითაც
,,ტყეების მეფეზე " ფილმი უნდა გადაეღოთ ერთ წიგნად აკინძა ავტორმა ,როგორც ჩანს დაენანა მისი უკვალოდ დაკარგვა , თუმცა ფილმს დღის სინათლე დღემდე არ უხილავს .რადგან კინოსცენარია აკლია წიგნისთვის დამახასიათებელი ემოციურობა,გრძნობები ,
ზოგიერთი მომენტი ზედმეტად ზედაპირულია, დიალოგები იმდენად თანამედროვე ლექსიკითაა დაწერილი ეჭვი მეპარება ასე ესაუბრათ დავითის ეპოქაში , თხრობის სტილიც ზღაპარივითაა ...
,, მამამისიც ტყეების მეფე იყო და მამამისივით ველზე ვერც ეგ გამოვა. ტყისპირებიდან იცის მოსვლა..."
არ მინდა ხმამაღლა გამომივიდეს მაგრამ ასეთ ეპოქაზე მსგავსი წიგნი აგდებულ დამოკიდებულებასა და უბრალოდ დაკისრებული მოვალეობის შესრულებას უფრო ჰგავს.
________
●,,ყველამ თავის ომში უნდა ნახოს ადგილი. ჩემს ომში შენ ვერ იბრძოლებ, შენს ომში კი მე არ გამოგადგები, ეგეთია წუთისოფლის კანონი."
●,,სამშობლოსათვის სიცოცხლე უფრო ძნელია, ვიდრე სიკვდილი, მაგრამ სამშობლოსათვის ზოგჯერ სიკვდილი უფრო ფასეულია, ვიდრე სიცოცხლე."

April 27, 2026
ეს საერთოდ პირველი ტურაშვილის წიგნი იყო რომელიც წავიკითხე, მეგობრისგან ვითხოვე და 4 თვე თაროზე მეგდო ისეთი მოსაწყენი იყო , მერე კიდევ ერთი თვე მეგობარი დაბრუნებას მთხოვდა და ყოველ ჯერზე მავიწყდებოდა რომ საერთოდ არსებობდა. ბოლო ერთ კვირაში დავასრულე და რომ მოვრჩი წელიდან დიდი ლოდი მომეხსნა. ალბად თვითონ წიგნზე ბევრ რამეს ამბობს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ არაფერი არ ჩათვალა ჩემმა ტვინმა დასამახსოვრებლად:/
March 11, 2026
უბრალოდ შედევრი!
ძალიან მომხიბლა ტურაშვილის წერის სტილმა,მისმა შესაძლებლობამ ასე ზუსტად გადმოეცა 10 საუკუნის წინ მოღვაწე გმირი მეფის ფიქრები და მოქმედებები.
დავით აღმაშენებელივით გამორჩეული და პატრიოტი, მეფეებიდან ალბათ კიდევ გიორგი მე5 ბრწყინვალე გვყავდა.
ძალიან დამწყდა გული ფილმის არ გამოსვლის გამო

September 27, 2017
ეს წიგნი არის საუკეთესო რომანი (ჩემი მოკრძალებული აზრით რა თქმაუნდა) რაც კი ავტორს დაუწერია. ბოლო სტრიქონამდე მოვლენები ისე ვითარდება რომ ყველაფერს მოგწყვიტავს. საკმარისია რომ შესავალი წაიკითხო, მომენტალურად ჩაგირთრევს და სანამ ბოლოში არ გახვალ ვერ ამოისუნთქებ.
მოკლედ, აუცილებლად წასაკითხი არის.
მოკლედ, აუცილებლად წასაკითხი არის.
March 18, 2019
ძალიან ზედაპირულად მიდიოდა სიუჟეტი. ერთი წერტილიდან მეორეში განვითარების გარეშე გადადიოდა.
რუის-ურბნისის კრება სულ ორი აბზაცით იყო აღწერილი.
გულისამაჩუყებელი სცენების მიუხედავად, ეს არაა წიგნი, რომელიც დავით აღმაშენებელს შეეფერება.

February 12, 2026
ვერ გავედი ბოლოში,
იმდენად მოსაწყენია და მონოტონური, ძალიან უინტერესოა, არ ვიცი სცენარები როგორ იწერება, მაგრამ არაფერმა არ დამაინტერესა, ლამის შუამდე გავედი, მივხვდი რომ არ მინდა კითხვა და შევეშვი.

April 20, 2026
რამდენი წელია წიგნზე აღარ მიტირია, მაგრამ ამ წიგნმა, ტყეების მეფის ისტორიამ მართლა გემრიელად მატირა და მაქვითინა…
დემეტრე ფეხი პირველმა შენ დამადგი მერე სხვებს რომ გაუმარტივდეთ….
ალბათ ტურაშვილზე უკეთ ვერავინ შეძლებდა ამ ისტორიის გადმოცემას…
მადლობა ❣️

February 17, 2020
წიგნი,რომელიც მინდოდა არ დამთავრებულიყო.
Read
February 29, 2020დათო ტურაშვილი <3
April 5, 2020
მიყვარს! <3
April 5, 2020
მიყვარს! <3 <3 <3
February 24, 2021
კარგია, მაგრამ ფილმიც გვინდა, ბატონო ტურიკ
June 30, 2021
წიგნი რომელიც ცოცხლად დაგანახებთ ქართველებისთვის განსაკუთრებულ მეფეს, დავითს. ამ წიგნის წყალობით გარკვეული დროის განმავლობაში დავითთან ერთად იცხოვრებთ! სასწაულია!!
July 30, 2021
ცუდი ნამდვილად არ არის, უბრალოდ გული დაგწყდება ასეთ მეფეზე ასეთი პატარა და არც თუ ისე ხეირიანად დაწერილი წიგნი რომ არსებობს. სცენარისთვისაც უკეთესი შეიძლებოდა.
October 7, 2021
Მაგარია
Read
December 6, 2021მეტს მოველოდებოდი.... ერთ დღეშეი წასაკითხი წიგნია პირადად ჩემთვის. სიუჟეტი ზედაპირულია...
Displaying 1 - 30 of 43 reviews