Jump to ratings and reviews
Rate this book

დავით აღმაშენებელი (ტეტრალოგია) #3-4

დავით აღმაშენებელი. წიგნი III - IV

Rate this book
ეს რომანი მიძღვნილია ქართველ მეფეზე და მის პირად ცხოვრებაზე. დავითი თავის უახლოეს მეგობრებთან ერთად იღწვის ქვეყნის გაძლიერებისთვის, მაგრამ ეს ყოველივე დიდ ხარკს მოითხოვს რადგან უნდა შესწირონ მამულს ყველაფერი,თავიანთი პირადი ცხოვრება და სიცოცხლე.

720 pages, Hardcover

First published January 1, 1975

11 people are currently reading
249 people want to read

About the author

Konstantine Gamsakhurdia

32 books166 followers
Konstantine Gamsakhurdia was a Georgian classical writer of the 20th century and a famous public benefactor, Academician of the Georgian Academy of Sciences (GAS), Ph.D. of the Berlin University, and Laureate of the Shota Rustaveli State Prize of Georgia.

Konstantine Gamsakhurdia was born in 1893, in the town of Abasha (Samegrelo, region of Western Georgia). His father was Prince Svimon Gamsakhurdia. In 1911 Konstantine graduated from the Georgian Gymnasium of Kutaisi (Western Georgia) and in 1918 from the Berlin University (Germany).

In 1918 Gamsakhurdia became a member of the Board of the Constituent Society of the Tbilisi State University (TSU) and from 1920 - 1924 served as the Associate Professor of German literature at the same University. From 1918 - 1919 Gamsakhurdia was the 1st Secretary of the Embassy of the Democratic Republic of Georgia (DRG) in Germany and in 1920, the Plenipotentiary Envoy of DRG in Italy. Between 1912 - 1919 about 30 papers of Gamsakhurdia were published in the German Press. Gamsakhurdia published two books in German; "The Caucasus and the World War" (Weimar, 1916) and "The Oriental Politics of England and Russia" (Berlin, 1917). Konstantine Gamsakhurdia was also one of the leaders of the national-liberation movement of Georgia 1921 - 1930's. From 1924 - 1925 and 1926 - 1928 he was jailed by the GPU. Gamsakhurdia was the author of several outstanding Georgian novels including "The Hand of the Great Master," "Kidnapping of the Moon," the tetralogy of " David the Builder," etc. He was also the founder of the Georgian scientific school of study of life and works of Goethe.

Konstantine Gamsakhurdia was the father of the first democratically elected President of the Republic of Georgia, Dr. Zviad Gamsakhurdia.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
109 (68%)
4 stars
31 (19%)
3 stars
10 (6%)
2 stars
7 (4%)
1 star
1 (<1%)
Displaying 1 - 9 of 9 reviews
Profile Image for NEKA.
162 reviews
August 25, 2021
ოთხ ვარსკვლავს მეოთხე ნაწილის ხათრით ვწერ. იმედგაცრუებული ვარ ცოტა არ იყოს, არ ველოდი კონსტანტინესგან ასეთ მიფუჩეჩებას. დავიწყოთ იმით, რომ სელჩუკებსა და ჯვაროსნებზეა მთელი მეორე ნაწილი, სამეფო კარი თითქმის არ ჩანს და ამის ფონზე რუის-ურბნისი და დიდგორი რომ ორი სიტყვითაა დახატული და ამასთან არანაირი დიდებულება არ ახლავს რავი. მეოთხე ნაწილი მართლა ძალიან კარგია, მაგრამ აქაც დამაკლდა ბევრი რამე, მაგალითად გურანდუხტისა და მეფის ურთიერთობაა, დემეტრესა და მამას შორის დამოკიდებულება. ბოლო გვერდები მაინც ძალიან ემოციური იყო და ვაფასებ.
"ნიანია თავად გავიდა დერეფანში და შავოსანი იღუმენია შემოიყვანა. მეფემ იცნო ლიპარიტ ერისთავის ასული. წამოდგომა დააპირა, ბოლოს, გარღვეულივით დაბარბაცდა და სელს მიაშურა. თავისი გრძელი მარჯვენა თავზე დაადო მის წინაშე მუხლმოყრილს და წარბმორჭმულმა უთხრა:
"მაპატიე, დაო, შენი და ჩემი სიცოცხლე საქართველოს რომ შევწირე ტარიგად"
როცა დედისიმედი დარბაზიდან გაჰყავდა მესტუმრეთუხუცესს, დავითმა შენიშნა: მხრისთავები უკანკალებდა შავოსანს.
ამის შენდეგ ორი დღე საწოლიდან არ წამომდგარა დავითი."
34 reviews
August 5, 2020
რახან მესამე და მეოთხე ჯერ კიდევ არ მქონდა წაკითხული, გადავწყვიტე რომ ტეტრალოგიის პირველი ორ წიგნზე მიმოხილვა იქამდე არ დამეწერა, სანამ მთლიან სერიას არ დავამთავრებდი.
ვფიქრობ, პირველი ნაწილი ძალიან კარგი წიგნია: საინტერესოა, არაა მოსაბეზრებელი, რაც ხშირად მაწუხებდა ტეტრალოგიის დროს. პირველივე ნაწილში ჩანს მთლიანად ტეტრალოგიის კარგი ნაწილები რასაც ქვემოთ დავწერ, შეჯამებაში.
მეორე წიგნი, ალბათ ყველაზე სუსტი იყო - თვითონ დავითს თითქმის საერთოდ არ ეხება, გვაჩვენებს სელჩუკების მდგომარეობას და პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერს უმეტესად ჯონდი ერისთავის თვალით გვანახებს, მაინც არ მტოვებდა ის შეგრძნება, რომ რომანს კი არა რაიმე ისტორიულ სახელმძღვანელოს ვკითხულობდი. ტეტრალოგიის ბოლოსიტყვაობაში კონსტანტინე ამბობს, რომ ამ ნაწილით სცადა დაენახებინა, თუ რა ძლიერნი იყვნენ სელჩუკები, რომლებთაც თვით ჯვაროსნებიც ძლივს უმკლავდებოდნენ.
მესამე ნაწილი, ნამდვილად ძალიან კარგი ნაწილია და ისევ უბრუნდება პირველი ნაწილის თხრობის ტიპს, დაწვრილებით გვიყვება სამეფო კარის მოვლენებზე.
მეოთხე ნაწილი კი ვფიქრობ რომ კარგი იყო, თუმცა რაღაც მხრივ - მიფუჩეჩებული. მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინე ამ ნაწილს 9 წელს წერდა ბოლო ორი თავები მაინც მიფუჩეჩებულს ჰგავდა. ერთ თავში, “დალაშქვრანი და ლაშქრობებში”, საერთოდ მოკლედ გვიყვება დავითის იმ ლაშქრობებს, რომლებთაც კონსტანტინემ დაწვრილებით აღწერა არ ინება. ბოლო თავი, რომელსაც “უკანასკნელი ომი” ჰქვია, და რომელიც ერთი შეხედვით დიდად ეპიკური უნდა ყოფილიყო, მაინც მიფუჩეჩებული მეჩვენა - ერთ ნაწილში ნიანია ბაკურიანი ეკლესიაში ხანშიშესულ დედისიმედს პოულობს, მეორე ნაწილში კი დავითი (ნაწილობრივ დედისიმედთან შეხვედრის გამოც) სნეულებისგან გარდაიცვლება. არაფერია ნახსენები მეფის დაბარებაზე რომ ის გელათის მთავარ კარობჭეში დაეკრძალათ, რათა ყველას “დაედგა მასზე ფეხი”. თუმცა მწერალს მაინც კარგად ჰყავს წარმოჩენილი თუ როგორ უნდა გადაიხადოს ყველა ცოცხალმა არსებამ თავისი “უკანასკნელი ბრძოლა” სიკვდილის წინააღმდეგ, და ის რომ მას ვერავინ გაექცევა, თვით ასეთი დადებითი მეფეც კი. .
ტეტრალოგიას კარგად ჰყავს წარმოჩენილი პერსონაჟები - ხშირად გვანახებს მნიშვნელოვანი ადამიანების ცუდ და კარგ მხარეებს, ამის ყველაზე კარგი მაგალითებია გიორგი მეორე, რომელიც კარგი მებრძოლი, მეამიტი, კეთილი გულის პატრონია თუმცა მეფობის ბოლო ჟამს თითქოს სახელმწიფოზე მეტად თავის ცხოველებზე დარდობს. მასთან ერთად მახარაც, ნიანიაც, მარიამ დედოფალიც და ა.შ. პერსონაჟები აგრეთვე ხშირად გამოირჩევიან ბრძნული გამონათქვამებით. აღსანიშნავია, თუ მწერალი როგორ გვაჩვენებს სელჩუკების, ბიზანტიის, რუსების, ყივჩაღების ისტორიას/ცნობებს, რომელიც მაშინ არც ისეთი მარტივი მოსაპოვებელი იყო და სწორედ ამიტომ წართვა ამ ტეტრალოგიამ მას 25-ზე მეტი წელი. აგრეთვე ის ერიდება იხმაროს თანამედროვე იმ დროისთვის არა-დამახასიათებელი სიტყვები (რათა უფრო კარგად გადაგვიყვანოს 11-12 საუკუნეში) მაგრამ ამისდა მიუხედავად, კონსტანტინემ მაინც გაურია შემდეგი სიტყვებიც: ავიაცია, წითელწყაროს მუნიციპალიტეტი და ა.შ. აგრეთვე რამდენჯერმე შემხვდა მისი კომენტარი თანამედროვე მწერლებზე, თითქოს ქალთან და სხვებთან შედარებით მას უნდა, ისინი დაეკნინებინა, რისი წაკითხვაც ჩემთვის უცნაური და უხერხულიც იყო.
უმნიშვნელოვანესია ი, თუ როგორ წარმოაჩინა მწერალმა დავითის უბედური ცხოვრება, როგორ შესწირა თავისი და საყვარელი ადამიანების სიცოცხლე საქართველოს გაძლიერებას.
უნდა აღინიშნოს ნაწარმოების ზომაც, ქართველები ხშირად არ ცდილობდნენ (და არ ცდილობენ) შეეჭიდონ დიდი ზომის ნაწარმოებებს, რის გამოც კონსტანტინეს დიდად ვაფასებ.
საბოლოო ჯამში, ეს ნაწარმოები მომეწონა - ნამდვილად ძლიერი, ჭკვიანური და საინტერესო ნაწარმოებია, ქართული ლიტერატურის კარგი ნიმუში, თუმცა უნდა დავამატო, რომ დროებამ, ახალი ნაწარმოებების გამოჩენამ ცოტათი შეასუსტა მისი სიდიადე. უნდა ვაღიარო, ბოლოს მაინც გამიცრუვდა იმედი, უფრო მეტს მოველოდი იმ ნაწარმოებისგან, რომელსაც ქართველი ხალხი ასე ძაან აქებს.
September 8, 2021
ალბათ ამ ჟანრში არ მოგვეპოვება ასეთი ტანისა და ზომის ნაშრომი, თავად კონსტანტინეც ამბობს, რომ 25 წელი ვწერდი და მეშინოდა სიკვდილს არ მოესწოვო. ძალიან მომეწონა წერის სტილი და ძველი ქართული სიტყვების გამოყენება,რამაც შექმნა ძველი ქართული განწყობა და ელფერი. ვიმიგზაურე და თითქოს დავითთან ერთად გავიარე ის ბრძოლები, რაც მან გადაიხადა. თუმცა დამაკლდა დიდგორის ბრძოლის კარგად აღწერა.უფრო მოკლე იყო, არადა მწვერვალი დავითისა იყო დიდგორი. ცოტა მოსაწყენი იყო წმინდა ისტორიული ფაქტები თურქ-სელჩუკების სამეფო ამბები. დასასრული კი ძალიან მომეწონა, მუდამ ჩემთან იქნებიან კონსტანტინეს მიერ აღწერილი და შექმნილი პიროვნებები დავითი, ნიანია, შტორა, შერგილი, დედისიმედი, გიორგი ..... საერთო ჯამში პირველად წაკითხვის უდიდესი ბედნიერება იყო❤
This entire review has been hidden because of spoilers.
191 reviews3 followers
December 1, 2024
არ მქონდა დიდი მოლოდინები ამ წიგნის მე-3 და მე-4 ნაწილთან დაკავშირებით, თუმცა მთლად ასეთი ცუდი თუ იქნებოდა, ა��ც ეგ მეგონა.


მხატვრული ნაწარმოებს როცა ქმნის ადამიანი არ არის ვალდებული ისტორიული ფაქტები ზუსტად ასახოს, მაგრამ ისეთი რაღაცები არ უნდა წეროს, რაც იმ დროინდელ ეპოქაში არ ჯდება, ხოლო ბევრი რამ საერთოდ ლოგიკას არ ექვემდებარება. ეს წიგნი ეგეთი ფაქტებით გაძეძგილია.

ალბათ ყველას გვსმენია კონსტანტინე რომ ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ქართველი მწერალი იყო და განათლება ევროპაში ჰქონდა მიღებული, ასევე კარგად ფლობდა უცხოურ ენას, განსაკუთრებით გერმანულს.
ჰოდა, ასეთი შეცდომები მისგან მეტისმეტად გასაკვირია.

წიგნის დასასრულს წუწუნებს ქართული წყაროების სიმცირეზე, მაგრამ რადგან გერმანულს ფლობდა და მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ინტერნეტი არ იყო და ვერ დაგუგლავდა :დ დავიჯერო საბჭოთა კავშირშიც კი ვერ იპოვა ნორმალური წყაროები ? თან უწერია ჩემი გერმანელი ლექტორი მეუბნებოდა იმ დროს მაგხელა ჯარი არ ჰყავდა არავისო და მე არ მჯერაო და არგუმენტად მოჰყავს სრული უაზრობა და თურმე უფრო სანდო ყოფილა გოტიეს ჩანაწერები, რომელიც საშუალო დონის ისტორიკოსმაც იცის, რომ სიმართლისგან ძალიან შორს დგას.

კარგი, მაგას თავი გავანებოთ, ის, რომ უწერია დავით მეფეს სჯეროდაო ვაჟკაცი უცხენოდაც კარგად იომებსო, ანუ კავალერიის უპირატესობას გამორიცხავს :დ იმ დროს, შუა საუკუნეებში ფეხოსნები სელჩუკების წინააღმდეგ :დ შეცდომა აღარ ჰქვი უკვე მაგას :დ სულ რომ ყველაზე სულელი მეფე აიღო, იმანაც კი იცოდა, რომ კავალერია იმ დროს იყო მთავარი და კავალერიის დომინაცია, თითქმის დასრულდა, როდესაც ცეცხსასროლი იარაღი შემოვიდა.


ის მაგარი ჰქონდა ყივჩაღებმა რომ დააძალეს დავითს ჩვენი ქალი შეირთე ცოლადო :დ თითქოს ინიციატივა ყივჩაღებისგან მოდიოდა :დ ყივჩაღებთან დამოყვრება აწყობდა მხოლოდ დავითს, რადგან არ ენდობოდა მომთაბარე ხალხს, რაც გასაკვირი არაა და ყველა მეფე ეგრე მოიქცეოდა.

ასევე თითიდან გამოწოვილი კონფლიქტი, თითქოს ძაან გადაირია ქართველობა ყივჩაღ ქალს რად ირთავს ქრისტიანი მეფეო :დ იმ დროს, არც მუსლიმანებს და არც ქრისტიანებს არ ჰქონდათ პრეტენზია ცოლად მოეყვანათ უცხო ტომის ქალი, რომელიც მათი რელიგიის არი იყო, ეგ კი არა, მუსლიმანები ცოლად ირთავდნენ ქრისტიან ქალებს და ის ქალები რელიგიას ინარჩუნებდნენ, ანუ ხშირად არავინ სთხოვდა რჯულის გამოცვლას. მთავარი იყო კაცს არ შეეცვალა რჯული.
საერთოდ რა საჭირო იყო მაგის ჩართვა, როდესაც დავითის მისამართით ძაან ბევრი პრეტენზია ჰქონდათ იმ დროს ქართველებს.

რაც შეეხება წმინდა მხატვრული თვალსაზრისით დავით აღმაშენებლის მხატვრული სახე ვერ შექმნა გამსახურდიამ ამ რომანში. ჩვეულებრივი ისტორიის სახელმძღვანელოებიდან ამოღებული დავითის სახეა, რომელიც არ განიცდის არანაირ ტრანსფორმაციას მთელი წიგნის განმავლობაში, ხოლო მისი სასიყვარულო ხაზი დედისიმედთან და გვანცასთან, ძაან ხელოვნურია და არაფერს მატებს წიგნს და არც პერსონაჟს ადგება.

წიგნის დიდი ნაწილი დათმობილია ლიპარტთან კონფლიქტს, რომელიც ასევე ხელოვნურად აქვს გაკეთებული და საინტერესო საერთოდ არ არის.

ამ დროს გამოტოვებულია ჯარის რეფორმა, საეკლესიო რეფორმა და ასევე დიდგორის ბრძოლა და თბილისის აღება.

ნუ, გიორგი მეფის სახე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.


საბჭოთა მკითხველზე დიდი წარმოდგენის არასოდეს ვიყავი, მაგრამ ახალ თაობას რომ ეს წიგნი მოსწონს ცოტა არ იყოს გასაკვირია და ამავე დროს გულდასაწყვეტი.

ჯობდა კოსწიას ეს არც დაეწერა.



May 5, 2019
სასწაული ფინალია! სასწაული!
ამ წიგნის ერთხელ წაკითხვა არ კმარა. აუცილებლად მივუბრუნდები მეორედ, მესამედ, რომ დეტალები გავიაზრო და სხვა რაღაცებს მეტი ყურადღება მივაქციო, რადგან ამ შემთხვევაში, ჩემი ყურადღების მთავარ მაგისტრალს დედისიმედისა და დავითის სიყვარული წარმოადგენდა.
რამდენი ხანი ველოდი მათ შეხვედრას. მოულოდნელობისგან დაბარბაცება მეფისა, დედისიმედის მხრებისთავების კანკალი, სენაკს მიღმა თეთრ სიქათქათეში ჩანთქმული სიცოცხლე და სიკვდილს მიახლებული ორი ბედკრული მიჯნური, ტანჯვით განვლილი მათი ცხოვრება... სიტყვები უბრალოდ არ მყოფნის , რომ რასაც განვიცდი ყველაფერი ვთქვა.
“მაპატიე დაო, ჩემი და შენი სიცოცხლე საქართველოს რომ შევწირე ტარიგად”. ეს სიტყვებია მრწამსი და სინანული მეფისა. :)) გაოგნებული ვარ.
Profile Image for Salome G..
36 reviews7 followers
March 16, 2022
ჩემი ბავშვობის,მოზარდობის,დიდობის და სავარაუდოდ სიბერის უსაყვარლესი წიგნი... ჩემი "მკოდოვანთა და გლახაკთა მეფე..."
Profile Image for Lasha Khojanashvili.
53 reviews12 followers
October 19, 2023
"დამოუკიდებელ საქართველოში" დაწერილი უკეთესი იქნებოდა. ისევე როგორც "მთვარის მოტაცება" დაუსრულებელის, შეკვეცილის შთაბეჭდილებას ტოვებს.
Profile Image for ირაკლი სულაძე.
244 reviews13 followers
August 27, 2015
საუკეთესო ქართული ქრონიკები და ერთ-ერთი საუკეთესო ბიოგრაფიული მხატვრული საგა.
1 review
April 9, 2016
ქართული სამეფო კარის თამაშები... გენიალური ისტორიული რომანია
Displaying 1 - 9 of 9 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.