Banana Yoshimoto's novels have made her a sensation in Japan and all over the world, and Kitchen, the dazzling English-language debut that is still her best-loved book, is an enchantingly original and deeply affecting book about mothers, love, tragedy, and the power of the kitchen and home in the lives of a pair of free-spirited young women in contemporary Japan. Mikage, the heroine of Kitchen, is an orphan raised by her grandmother, who has passed away. Grieving, she is taken in by her friend Yoichi and his mother (who was once his father), Eriko. As the three of them form an improvised family that soon weathers its own tragic losses, Yoshimoto spins a lovely, evocative tale that recalls early Marguerite Duras. Kitchen and its companion story, "Moonlight Shadow," are elegant tales whose seeming simplicity is the ruse of a writer whose voice echoes in the mind and the soul.
Banana Yoshimoto (よしもと ばなな or 吉本 ばなな) is the pen name of Mahoko Yoshimoto (吉本 真秀子), a Japanese contemporary writer. She writes her name in hiragana. (See also 吉本芭娜娜 (Chinese).)
Along with having a famous father, poet Takaaki Yoshimoto, Banana's sister, Haruno Yoiko, is a well-known cartoonist in Japan. Growing up in a liberal family, she learned the value of independence from a young age.
She graduated from Nihon University's Art College, majoring in Literature. During that time, she took the pseudonym "Banana" after her love of banana flowers, a name she recognizes as both "cute" and "purposefully androgynous."
Despite her success, Yoshimoto remains a down-to-earth and obscure figure. Whenever she appears in public she eschews make-up and dresses simply. She keeps her personal life guarded, and reveals little about her certified Rolfing practitioner, Hiroyoshi Tahata and son (born in 2003). Instead, she talks about her writing. Each day she takes half an hour to write at her computer, and she says, "I tend to feel guilty because I write these stories almost for fun."
მიკაგეს მოუკვდა ბებია მიკაგეს არავინ დარჩა ამ სამყაროში. მიკაგემ აღმოაჩინა, რომ ყველანაირი ბმა ადამიანებთან გაწყდა და ეს უეცარ კომფორტს განიჭებს. თავიდან საერთოდ не выходи из комнаты ხდება, სამზარეულოდან უფრო ზუსტად. მიყუჟულია მიკაგე მაცივართან და უყურებს, როგორ ხდება სამზარეულოს გარეთ რაღაცები, ხოლო შიგნით დროა გაჩერებული. სამზარეულო ლამის გაპიროვნებული აქტორია წიგნში,მიკაგეს მყუდრო იზოლაციის მეტაფორა. წიგნი ვითარდება მიკაგეს სამყაროში პატარ-პატარა ელემენტების შემოცურების გზით, ისეთების, როგორიცაა მცენარეების სუნთქვა, დიდი დივანი და ა.შ, რომლებიც არათუ დაშლილ, არამედ ერთ ადამიანამდე დასულ სამყაროს თავიდან აგებენ და ეს პროცესი ძალიანაც სასიამოვნოდ საყურებელია.(საკურებელი :v ) იგივე მოტივები იოშიმოტოს Moonlight shadowშიც მეორდება, სხვა სიტყვებით, როგორ შეიძლება მოიქცე, როცა შენი ყოველდღიურობის უდიდესი ნაწილი ქრება. ჰოდა თუ ვინმემ აქამდე წაიკითხა ეს რევიუ, ამ ძალიან ფრთხილად ლამაზი წიგნის წასაკითხადაც ეყოფა დრო და მოთმენა :დ
საშინლად არ მეძინებოდა და გადავწყვიტე რამე პატარა წიგნი წამეკითხა,ჰოდა ეს საყვარლობა ჩამივარდა ხელში.
აი ისეთი წიგნია რა,მსუბუქი,ნაზი.დიდად არაფერ შთაბეჭდილებას რომ არ გიტოვებს, მაგრამ გსიამოვნებს კითხვა,რადგან არ გღლის და არც მძიმე წასაკითხია. იაპონელ მწერლებს ალბათ აქვთ რაღაც თავისებურებები.შეუძლიათ უმნიშვნელო რაღაცეები ისე წარმოადგინონ,რომ მნიშვნელობა მისცენ,ჰოდა აქაც ეგრე იყო დაახლოებით.
Reading this book felt like someone gently holding my hand during a tough moment, reminding me that even in grief, there’s warmth and beauty to be found. ❤️
I know this is a book i’ll come back to when i need that kind of reassurance again, კიდევ კარგი ვიყიდე წიგნების დღეებზე.
“ნეტავ რამდენი წლის ვიყავი, როცა გავაცნობიერე, რომ ამ ბნელ, უკაცრიელ, ციცაბო ბილიკის გასანათებლად შუქის წყარო საკუთარ თავში უნდა მეძებნა?”
დავასრულე. უმშვენიერესი ყდა აქვს ქართულ გამოცემას და ყდის იქით რომ სათქმელი არაფერი მაქვს, ბევრის მთქმელია. თარგმანი დიდებულია და ამბავი დიდი ვერაფერი. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ საუკუნეა საჩემო წიგნი არ წამიკითხავს.
მხოლოდ იაპონელებს შეუძლიათ უბრალო ისტორია ისე მოგითხრონ, რომ ბოლომდე შეიგრძნო უსაზღვრო მარტოობა, სამზარეულოს სიმყუდროვე, იაპონური კერძების გემო და უცნაური იმედი ფანჯრებს მიღმა წამოსული თოვლის გამო.
,,დიდებული ადამიანებისთვის საკმარისია,უბრალოდ იყვნენ, რომ თავიანთი შინაგანი შუქით გარშემომყოფთა სულებს შუქი მოჰფინონ.ამიტომაცაა, რომ მათი წასვლის შემდეგ აუტანლად მძიმე ჩრდილი ისადგურებს.”
,,ჭეშმარიტად კარგი მოგონება მუდმივად ცოცხლობს, აგრძელებს კაშკაშს და დროის დინებასთან ერთად მტკივნეულად ამოტივტივდება ხოლმე.”
იაპონელ მწერლებს აქვთ ძალიან საინტერესო ნიჭი. ნიჭი იმისა, რომ სრულიად უბრალო/უმნიშვნელო მომენტები ლამაზად, სასიამოვნოდ და განსაკუთრებულად განგაცდევინონ. იმედია, გასაგებად ვამბობ და გამიგებთ..კარგი ტექსტია თავისი ისტორიით და თავისი პერსონაჟებით. უბრალოდ, ცოტა ტრანსფობიურმა კომენტარებმა დაარღვიეს კითხვის ჰარმონია.
5/5 ქულას ვუწერ ახლა, შეიძლება ზედმეტად სუბიექტური შეფასებაა, მაგრამ პროტაგონისტის განწყობა და სამყაროს აღქმა ისე ჩაჯდა ჩემს განწყობაში, რომ მარტო ამისთვის არ მენანება ეს ქულა. თბილი წიგნი სევდიან თემაზე. დაწერილია არაჩვეულებრივი ენით. გაძლევს საშუალებას მიაქციო ყურადღება ყოველდღიურ წვრილმანებს. ძალიან ჩამთრევია. ჩემი 2023 წლის ფავორიტებში ნამდვილად მოხვდება 🥹
19/200 - "სამზარეულო" "სამზარეულო" თანამედროვე იაპონელი მწერლის, ბანანა იოშიმოტოს, რომანია, რომელმაც ავტორს მსოფლიო აღიარება მოუპოვა. 1988 წელს გამოცემული რომანი თანამედროვე იაპონური ლიტერატურის გამორჩეულ ნიმუშად ითვლება. წიგნი ორ ნაწილად იყოფა. ნაწარმოებს რამდენიმე პროტაგონისტი ჰყავს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წიგნში დიდი ადგილი უკავია კულინარიასაც, რაც სათაურიდან გამომდინარე ლოგიკურიცაა. მთხრობელი მიკაგე საკურაია, რომელიც ბებიას დაკარგავს და საცხოვრებლად ბებიამისის ნაცნობ ყვავილების მაღაზიაში მომუშავე იუიჩი ტანაბესთან, და მის ტრანსგენდერ დედასთან, ერიკოსთან, გადადის.
ძალიან საყვარელი და სასიამოვნო წიგნია. აი, ერთ დღეში რომ წაიკითხავ ისეთი. მთავარ პესონაჟსა და საკუთარ თავს შორის პარალელების გავლება არ გამჭირვებია. ზოგადად, მე თუ მკითხავ იაპონელ მწერლებს ყველაზე ჩვეულებრივი ამბებიც კი შეუძლიათ საინტერესოდ აქციონ. 4 სთარი იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს იაპონია, იაპონელი მწერლები და მათი სთორები ხოდა, ვისაც ჩემსავით გიყვართ ეს ყოველივე მაშინ მოგეწონებათ. კიდევ უფრო იმიტომ 4 სთარი იმიტომ რომ ჩემმა ფავორიტმა ადამიანმა იცოდა, რომ მაინტერესებდა ეს წიგნი, ამიტომ იყიდა, წაიკითხა, გამიხაზა რაღაცები და შემდეგ მაჩუქა:’)🎐🤍🌨
რატომ ვერ აკეთებს ადამიანი არჩევანს? ცხოვრებამ ჭიასავით რომ გასრისოს, მაინც გაიკეთებს საჭმელს, შეჭამს და დაიძინებს. ყველა ვინც უყვარს, ერთიმეორის მიყოლებით უკვდება, მაგრამ მაინც უნდა გააგრძელოს სიცოცხლე.
“დიდებული ადამიანებისთვის საკმარისია, უბრალოდ იყვნენ, რომ თავიანთი შინაგანი შუქით გარშემომყოფთა სულებს შუქი მოჰფინონ. ამიტომაცაა, რომ მათი წასვლის შემდეგ აუტანლად მძიმე ჩრდილი ისადგურებს”
პარასკევი საღამოს მყუდროდ გატარება თუ გინდათ იდეალური წიგნია. ზამთარში ხელებს რომ ყინვისგან ვეღარ გრძნობ და ერთი სული გაქვს თბილ სახლში მიხვიდე და ჩაი დალიო, მსგავსი შეგრძნება დამიტოვა ამ წიგნმა. კომფორტული და მყუდროა ერიკოს სახლივით.
ამ წიგნს ასე შევხვდი - ქაოსსა და არეულობაში: პირველ რიგში, სად ჯანდაბაში წავიღე წიგნი, რომელსაც ორი კვირაა ვკითხულობ, მაგრამ ვერ ვკითხულობ და არც ვეშვები? თან მაგვიანდება, მაგრამ უნდა წავიღო. შეიძლება მთელი დღე ვერ ამოვიღო ჩანთიდან, მაგრამ აუცილებელია თან მქონდეს. „ფსიქოლოგიური წნეხი არ მეყოფოდა, ახლა ფიზიკურადაც მღლის-მეთქი,“ - ვიფიქრე და ყველგან მიმოფანტული წიგნებიდან, რომელმაც პირველად შემომანათა, იმას ვსტაცე ხელი და ასე დაიწყო შესანიშნავი თავგადასავალი.
ალბათ, მხოლოდ ჩვენ კი არ ვპოულობთ წიგნებს, ისინიც გვპოულობენ ჩვენ. უფრო სწორად, ზოგიერთი მათგანი გვპოულობს. მოვა და საჭირო დროს ხელებში ჩაგივარდება. და თუ ასე არ მოხდა, ყველაფერი წყალშია ჩაყრილი. იაპონელი მწერლები უცნაურები არიან და თუ ზუსტად ისეთ განწყობაზე არ ხარ, როგორიც მწერალმა გათვალა, მის წიგნს ვერც თავს გაუგებ და ვერც ბოლოს. ამან კი სულზე მომისწრო და მეგობარივით ჩამომიჯდა სასთუმალთან.
სამზარეულო განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს. ის შეიძლება იყოს ნებისმიერი სხვა ადგილი, სადაც ყველაფერი თავის ადგილას დგას და ერთი ნივთი გამუდმებით გამოსცემს სტაბილურ, მონოტონურ ხმას. ადამიანს, რომელსაც უსაფრთხოების და მიკუთვნებულობის განცდა აქვს დაკარგული, ასეთი ადგილები რეალობისა და სიმარტივის განცდას უბრუნებს. განცდას, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღარავინ ჰყავს და არც ის ჰყავს ვინმეს, ჯერ კიდევ მიწაზე დგას და ისევ საჭირო წესრიგით გრძელდება დღე-ღამის მონაცვლეობა.
ბევრი რამ შემიძლია ჩამოვთვალო, რის გამოც ყოველთვის მემახსოვრება ეს ამბავი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ის ფაქტია, რომ თითქმის სხვა პლანეტაზე ვიღაც ადამიანი სიზმრებს ისევე ცხადად ხედავს და ისევე განიცდის, როგორც მე.
არ ვიცი, სიზმრებს ყველა იაპონელი მწერლის შემოქმედებაში უჭირავს თუ არა ამხელა ადგილი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პლანეტაზე, ერთი ცის ქვეშ თანავცხოვრობთ ადამიანები, რომლებსაც გვჯერა, რომ შესაძლებელია ორმა ადამიანმა ერთი და იგივე სიზმარი ნახოს და გაღვიძებისას ყველაფერი ახსოვდეთ. გვჯერა, რომ შესაძლებელია ლუციდურმა სიზმარმა ზეგავლენა მოახდინოს რეალობაზე, რომ შესაძლებელია ერთი ადამიანი მეორეს სიზმარში შეიჭრას და პირიქით. შესაძლებელია, რომ სიზმარმა მოგცეს პასუხი, რომელსაც წლების განმავლობაში ეძებდი რეალობაში. და შესაძლოა, რომ სიზმარში იპოვო რაღაც, რაც რეალობაშიც არსებობს.
ალბათ, ეს წიგნი სწორედ იმიტომ მომეწონა ასე ძალიან, რომ იქ თანამოაზრე ვიპოვე. სიზმარს ჩემს ცხოვრებაშიც დიდი ადგილი უჭირავს და იმდენად დიდი, რომ რეალობაში გადმოედინება.
ამ ისტორიის მეორე ნაწილს „სავსემთვარეობა“ ჰქვია. იმ ღამესაც სავსემთვარეობა იყო, როცა დავასრულე. ფარდაგადაწეული ფანჯრიდან მთვარეს თვალი თვალში გავუყარე და, როგორც ჩანს, ასე ჩამეძინა. და უკვე მეორედ ჩემს ცხოვრებაში, უცნობი სიმღერა დამესიზმრა. როგორც კი გამეღვიძა, წამოვხტი და ტელეფონს დავწვდი, რომ გადამემოწმებინა, ნამდვილად არსებობს თუ არა ასეთი რამე. სიზმრიდან გამოყოლილ გაურკვეველ ლირიკაში ასეთი ტექსტი ამომილაგდა: “The monster is real.” ბევრი ვეძებე, ბევრი ვარიანტიც ვცადე, მაგრამ არცერთი ჰგავდა იმ მუსიკას... დიდხანს ვეძებე და უკვე დანებებას ვაპირებდი, ვიფიქრე, რომ ამჯერად მართლა სიზმარი იყო-მეთქი, როცა კიდევ ერთხელ ვცადე და, რა თქმა უნდა, ვიპოვე! ნამდვილი ლირიკა ასეთ რამეს ამბობდა: “The monster is me.” როგორც იქნა, გავიღვიძე და დავიჯერე, რომ ის მართლა არსებობდა — ბენდს Diary of Dreams ჰქვია, ხოლო სიმღერას — “Viva la Bestia”. არ ვიცი, თუ რატომ გამომეცხადა სიზმარში, მაგრამ როგორც ჩანს, ახალი საყვარელი ბენდი მყავს და ოდესმე ალბათ ამაზეც ვიპოვი პასუხს (სიზმარში, ან ცხადში), თუ რატომ მიმღერის ჩემი ქვეცნობიერი, რომ მონსტრი ვარ.
არაფერია, მერი. ალბათ, ყველას ემართება ასე. Nobody is NORMAL!
მე ძალიან შემიყვარდა ეს ავტორი და იმედი მაქვს, კიდევ ბევრჯერ მიაგნებს საჭირო დროს საჭირო ადამიანს.
,,რადაც უნდა დამიჯდეს, უნდა შევინარჩუნო განცდა, რომ ოდესმე მოვკვდები. სხვა შემთხვევაში სიცოცხლეს სრულად ვერ შევიგრძნობ”
ვიცი, ცოტათი ან ძალიან ბანალურია ამ ციტატის ამოღება, მაგრამ ეს წიგნი ბანალური არ არის. პატარაა, პატარ-პატარა ემოციებითა და დიდი განსაცდელით. კი, ყველაფერი დიდი მარტივ მოლეკულებად დაიშლება და მიხვდები, რომ ცალკეული ჰანგებით აგებული უშველებელი მელოდია, რომელიც ზოგჯერ შენი ცხოვრების დამამძიმებელი რაღაცჯანდაბა ხდება, გაქრობადია, ეტაპობრივად.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ისედაც უნდა იცოდე, მაგრამ ეს ასეული გვერდი ლამაზი სიმარტივით და მარტივი სილამაზით ხელმეორედ შეგახსენებს, ისაა, რომ ყველას ჩვენი სამზარეულო გვაქვს - სამზარეულო რა, კომფორტის ის ზონა, რომელშიც მიგეძინება და კოშმარები არ შეგაწუხებენ. ცხოვრების აზრი ისაა, რაც სიკვდილისგან გიცავსო, ჰოდა, ჩემი აზრით, ასეთი ზონებია სიკვდილისგან დამცავი ფარი. ჩემთვის იატაკია, ნებისმიერი ადგილის, უბრალოდ იატაკი.
და ეს წიგნი იმასაც შეგახსენებს, რომ სხვებისგან დამოუკიდებლად უნდა იარსებო და კონკრეტული ადამიანების შენს ნავსაყუდელში შემოშვება, გაჩერება, მათი შუბლის ამბორი და ღამეული საუბრები უნდა გამომდინარეობდეს სურვილიდან და არა საჭიროებიდან იმიტომ, რომ შეიძლება ყველა ერთმანეთის მიყოლებით მოკვდეს, როგორც აქაური პერსონაჟების შემთხვევაში მოხდა და არაფერი დაგრჩეს, თუ სამზარეულო არ გექნება, ან იატაკი, ან მცენარე, რომელსაც სიცოცხლესთან დააკავშირებ და გადარჩები.
ჰოდა, მოკლედ, ძალიან პერსონალურ-ემოციური ნარატივი რომ დავასრულოთ, იმასღა გეტყვით, რომ არაფერს დაკარგავთ, თუ დროს გამონახავთ ძალიან პატარა ამბის წასაკითხად. წვრილმანები ჩაგიღვრით გულში სითბოს, წვრილმან დეტალებში აღმოაჩენთ, რომ ყველაფერი სიმშვიდემდე მიდის და რომ არაფერი ღირს სიმშვიდედ.
მაგარი ხალხია იაპონელები, ყოველდღიური და არაფრით გამორჩეული ეპიზოდების გადაქცევა შეუძლიათ რაღაც კოსმიური მტვრით დანამულ ისტორიებად.
წარმოდგენა არ მაქვს ვინ როგორ აფასებს წიგნის ავ-კარგიანობას. თუ ემოციურად ახლოს მოვიდა ამბავი, ჩემთვის წიგნი უკვე კარგია. ამ ჩანაწერებსაც ჩემთვის ვაკეთებ, მერე რომ გავიხსენო, რა ემოცია მქონდა მისი კითხვის ან დასრულების დროს.
იაპონურ ლიტერატურაზე კი არა, ისტორიაზეც კი ცოტა რამ ვიცი, ფაქტიურად არც არაფერი. ამიტომ, ვერ ვხვდები თხრობის სტილი, მკითხველის ნაკლები ჩართულობა, დამკვირვებლობა და დისტანცირება (ზუსტ დ განსაზღვრებას ვერ ვპოულობ), კულტურულ ჩვეულებას უნდა მივაწერო თუ თარგმანს.
ამ ცოტა ჩემთვის ხელოვნურ დისტანცირებას თუ არ ჩავთვლი, სხვა მხრივ, რომ იტყვიან კანფეტივით წიგნია. თან მიყვარს პატარა წიგნები ❤ სწრაფად იკითხება, არ გტანჯავს და ავტორზე შთაბეჭდილებაც მალე გექმნება. იმისიც მჯერა, წიგნები რომ ირჩევენ შენთან მოსასვლელ დროს. აბა, სხვას ვერაფერს მივაწერ ამ პერიოდში მაინცდამაინც ეს წიგნი რატომ ამოვარჩიე წასაკითხად, როცა უამრავი დიდი ხნის წინ თვალდადგმული წიგნი წასაკითხად მელოდება :)))
მომეწონა. და მგონია, სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც კარგად მესმის პერსონაჟების გულჩათხრობის, ემოციების, დაბნეულობის, გაურკვევლობის, ერთი კინკილა იმედის .. და, ალბათ, ამიტომაც მოვიდა გულთან ახლოს.
ნეტა მომავალ წელს ამ ჩანაწერს იაპონიიდან თუ წავიკითხავ ?!
ბოლო დროს გავიჭედე და თითქოს ვეღარაფერს ვკითხულობდი. მჭირდებოდა ისეთი წიგნი, რომელიც ბიძგს მომცემდა და შემდეგ დავუბრუნდებოდი იმ წიგნებს, რომელსაც საუკუნეა ვკითხულობ 🫠
ამ შემთხვევაში, ბიძგის მომცემი “სამზარეულო” აღმოჩნდა. უნდა აღვნიშნო, რომ ამ წიგნის თარგმანის გამოცემისთანავე, არასწორი შთაბეჭდილება შემიქმნეს და მითხრეს, რომ ისეთ თემაზე იყო, რაც მე არ მაინტერესებს და საკმაოდ პრიმიტიულად აღმიწერეს. ძალიან დიდი ხნის მანძილზე, ხან ხელში ვატრიალებდი ამ წიგნს, ხან სხვა ბლოგერების ხელში ვხედავდი, მაგრამ ვერაფრით ვიშორებდი თავსმოხვეულ აზრებს და ისევ უარს ვამბობდი წაკითხვაზე. მაგრამ ახლა, როცა მჭირდებოდა მსუბუქი, პატარა ზომის წიგნი, ინტუიციას ვენდე და მაინც ავირჩიე “სამზარეულოს” წაკითხვა და ვთვლი, რომ კარგი არჩევანი გავაკეთე. საინტერესოა, მსუბუქად იკითხება და ზუსტად ის წიგნია, რომელიც კითხვის მუხტს დაგიბრუნებს. თითქოს, არაფერი განსაკუთრებული ამ სიუჟეტში არაა, მაგრამ თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარებაში ნამდვილად გეხმარება. საერთო ჯამში, ნორმალური წიგნია.
სამი ვარსკვლავი, რადგან საინტერესო შინაარსის და იდეის მატარებელი იყო. კარგი აზრის გადმოცემა უნდოდა ავტორს, უბრალოდ რაღაც კუთხით ემოციური არ იყო. იმდენად ძლიერ სევდიან და აზრობრივ თემატიკას ეთმობოდა წიგნი, რომ უფრო სხვანაირად, რაღაც მელანქოლიურად და ნოსტალგიურად შეიძლებოდა დაწერილიყო( შესაძლოა თარგმანის ბრალიცაა, ან უბრალოდ ეს მწერალი წერს ცარიელი სტილით)
არასწორად არ გამიგოთ, სავსე წიგნი იყო-შინაარსობრივად. არაფერი აკლდა გარდა ემოციური დატვირთვისა. ასე მგონია, ამ წიგნს უნდა დავესევდიანებინე, მაგრამ არ გამოუვიდა და ცოტა თავი მეუცნაურა ამის გამო.
თუ სიკვდილის სევდისა და დანაკარგის ტკივილზე წიგნს ეძებთ კი..ეს წიგნი მაგაზეა, მაგრამ თუ ემოციურ წიგნს ეძებთ ამ თემაზე ჯობია სხვაგან ეძებოთ.
პ.ს კიდევ იმიტომ 3 წერტილი რომ ალბათ საინტერესო განვითარება ჰქონდა და თან ბედნიერი წასაკითხი იყო, სახალისო და მოკლე, ერთდღიანი დოპამინი.
მოლოდინი მეტი მქონდა, რადგან წიგნის სახელწოდებიდან გამომდინარე უფრო მეტ მისტიკას და სიუჟეტის საინტერესოდ განვითარებას ველოდი. სინამდვილეში ხელში შემრჩა ერთი დიდი აბდაუბდა: არცერთი გმირი მომწიფებული და ჩამოყალიბებული არ არის - ანუ, ბოლომდე განვითარებული ხაზი არ აქვთ - რა არიან რას წარმოადგენენ და რა მიზანი აქვთ წიგნში, მიუხედავად იმისა, რომ ავტორს ჩემი აზრით ჩანაფიქრში ჰქონდა წიგნის მოქმედი პირების შინაარსობრივი დატვირთვა. ამას გარდა, მომეჩვენა არარელევანტური იყო სიტუაციები და დიალოგები - არ ვგულისხმობ იმას, რომ წიგნის არაორდინალურობას ვერ ჩავწვდი, უბრალოდ, დიდი ალბათობით მგონია, რომ თარგმანიც არ აღმოჩნდა გასაგიჟებელი და ჰაერში უაზროდ გამოკიდებული იყო რამდენიმე პასაჟი და საუბრები განსაკუთრებით, რასაც ახსნა ვერ გამოვუძებნე, რაც სავარაუდოდ არცთუ მაღალი დონი მხატვრული თარგმანით იყო გამოწვეული.
რაღაცნაირი იყო. თითქოს მშვიდი და კომფორტული, მაგრამ ამ სიმშვიდის ფონზე მაინც იდგა რაღაც არაკომფორტული, თითქოს შიგნიდან. შეიძლება იმიტომ, რომ ამჟამად დეპრესიული პერიოდი მაქვს და თავადაც უცნაურად ვგრძნობ თავს.
იაპონური ლიტერატურა ყოველთვის ასეთია. მასში არის რაღაც მაგიური და ამოუცნობი. ღამე, წვიმა, ჩაი, მათი კერძები, აუჩქარებელი სიმშვიდე. ეს ყველაფერი ქმნის ისეთ ატმოსფეროს, რომელიც ბოლომდე მხოლოდ მაშინ შეიძლება გაიგო, როცა თავად შეიგრძნობ. სიტყვებით ვერ ახსნი.🍵
უცნაური იყო. ალბათ ეს არის საუკეთესო სიტყვა. უცნაური და იაპონური. არა, აშკარად ეს პერიოდი რაღაცეებს მიბლოკავს და ვერც გავიგე რა იყო,მაგრამ კი გავიგე. აი, ხო ხვდებით რასასც ვგულისხმობ.