დავით გურამიშვილის “დავითიანის” წინამდებარე გამოცემა შედგენილია პარალელური ტექსტების პრინციპით. წიგნის მარცხენა გვერდზე მიდის ორიგინალი, ხოლო მარჯვნივ – თანამედროვე პროზაული ტექსტი. ასეთი გამოცემა, ერთი მხრივ, შეუწყობს ხელს “დავითიანის” სწავლებას სკოლებში, ხოლო მეორე მხრივ მისცემს საშუალებას ქართული ლიტერატურითა და ისტორიით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს დაუბრკოლებლად აღიქვან ამ გამორჩეული შედევრის ძირითადი ტექსტი.
Prince Davit Guramishvili (Georgian: დავით გურამიშვილი) was a Georgian poet who wrote the finest pieces of pre-Romantic Georgian literature. His poetic talents thrived far from his motherland, being forced by personal misfortunes and turmoil in Georgia to spend several years in the Russian military service until his retirement to his small Ukrainian estate at Myrhorod where he made eighty-seven years of his tragic and turbulent life into one cycle of autobiographical poetry, the Davitiani, which he sent to Georgia through a Georgian embassy returning from the Russian empire in 1787.
სხვათაშორის ენობრივი თვალსაზრისით "ვეფხისტყაოსანზე" რთულია, მიუხედავად იმისა, რომ გვიანდელი ეპოქის ავტორია გურამიშვილი. პოემა არ არის რაღაც კონკრეტული ამბავი, უფრო მეტად ეს არის მონოლოგი საკუთარ თავთან და შემდგომში დიალოგი უხილავ მკითხველთან. დავით გურამიშვილმა საკუთარი ბედკრული ცხოვრების საფუძველზე შესაძლებლობა მოგვცა გაგვეცნო წუთისოფლის მისეულად სწორ გზაზე დაყენების საშუალებები.
რთულია ისეთი ხელოვნების მოღვაწეების შეფასება, რომელთაგან საუკუნეებით ვართ დაშორებული, რადგან იმ ეპოქის კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ არსებობენ ხელოვანები, რომლებიც ნებისმიერ ეპოქაში არ კარგავენ აქტუალობას, სამწუხაროდ გურამიშვილი ეგეთი არ არის და მეტსაც ვიტყვი- ვერც მის ეპოქაში წყვეტდა ვარსკლავებს, უბრალოდ ჩვენთვის, ქართველი ერისთვის არის მნიშვნელოვანი და ეგ მნიშვნელობაც იმაში გამოიხატება, რომ დადუმებული ქართული ლიტერატურა ისევ აამეტყველა.
რა შეიძლება ითქვას ამ კრებულზე- არის რამდენიმე კარგი ლექსი, მაგრამ მთლიანობაში არც კარგია და არც ცუდი. ერთი ტიპიური ქართული გოდებაა, რომელიც ქართველების ერთ-ერთი სენია, ანუ ვგულისხმობ თუნდაც საკუთარი ეპოქის არასწორად შეფასებას და გააზრებას და წარსულის რომანტიზირებას.
რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ეპოქა და პოეტის ბიოგრაფია, რამაც მის შემოქმედებას დიდი კვალი დაატყო და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არა მგონია ძაან მაღალი დონის განათლება მიეღო ჩვენს დავითს და ევროპაში მიმდინარე კულტურული რევოლუციების გემო გაესინჯა.
აიღო რუსთაველის ენა, ჩართო ლოცვები, იგავ-არაკები, ტირილი და გოდება და ესაა მთელი ეს კრებული- თითო ოროლა კარგი ლექსი, რომლებიც არ არიან უდიდესი შედევრები, უბრალოდ კარგი ლექსების კატეგორიაში გადიან.
დიდი მადლობა დავით გურამიშვილს და თუ ოდესმე მაგ მხარეში მოვხვდები, მის საფლავს შევამკობ თუ რუსებმა არ გაანადგურეს.
მოკლედ, ერთი სიტყვით არაფერი განსაკუთრებული წმინდა მხატვრული ლიტერატურის კუთხით, წმინდა ეროვნული კუთხით მნიშვნელოვანი ტექსტია,მაგრამ ეგეთი მოაზროვნე ხელოვანებით ქვეყანა ვე დადგება ფეხზე- ჩვენ რელიგიური ფანატიზმისგან დაცლილი ხელოვანები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები გვინდა, რომლებიც ზუსტად შეაფასებენ ეპოქას და ზუსტ დიაგნოზს დასვამენ და ისეთი მეფის ქებას არ დაიწყებენ, რომელმაც იმაზე მეტი ზიანი მიაყენა საკუთარ ქვეყანს, ვიდრე მტერმა.
Труды и дни автора, запечатлённые в двух поэмах (историко-автобиографической и пасторально-эротической) и нескольких небольших текстах, в легко читающемся переводе Заболоцкого, с комментариями Леонидзе ("Хинкали - пельмени").
ამ ნაწარმოებმა კი მომისპო სიცოცხლე მეცხრე კლასში და აბიტურიენტობის დროსაც, მაგრამ უნდა ვაღიარო რომ ერთერთი ყველაზე საოცარი ნაწარმოებია, დიდი სიბრძნითა და დარიგებით გაჟღენთილი