Jump to ratings and reviews
Rate this book

ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები

Rate this book

160 pages, Paperback

First published January 1, 1995

51 people are currently reading
891 people want to read

About the author

აკა მორჩილაძე დაიბადა 1966, წელს თბილისში. 1998 წლიდან დღემდე "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ მისი ოცი რომანი და მოთხრობების ორი კრებულია გამოცემული. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია. მისი ნაწარმოებების მიხედვით რამდენიმე ფილმი და სპექტაკლია გადაღებული და დადგმული. რომანი "სანტა ესპერანსა" გამოცემულია გერმანულ ენაზე პრესტიჟული გერმანული გამომცემლობის მიერ. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ლონდონში.

Born in 1966 in Tbilisi, is arguably the most outstanding, recognized and talented contemporary Georgian author of literary fiction. He studied and later taught Georgian History at Tbilisi State University; worked as a sports journalist in a sports daily newspaper and participated in Literature Express within Europe in 2000. Aka Morchiladze’s twenty novels and three books of short stories have been published by Sulakauri publishing since 1998. In 2005-2006 he was an author and presenter of one of the most interesting TV programs to date concerning literature. Several films and plays have been based on his works. Like Milorad Pavic, his favourite author, Morchiladze believes that a novel does not necessarily need to start at the beginning and proceed in a straight line to the end; instead, he takes Umberto Eco’s theory of the emancipated reader seriously. Currently, he lives and works in London, UK.

LITERARY PRIZES AND AWARDS

Literary award SABA 2012 in category the best novel for Obolé
IliaUni literary prize 2010 for the best novel of the year for Mameluk
Literary award SABA 2008 in category the best novel for Maid in Tiflis
Literary award SABA 2006 in category the best novel for Venera’s Dream
Literary award SABA 2005 in category the best novel for Santa Esperanza
Literary award SABA 2003 in category the best novel for Your Adventure

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
337 (36%)
4 stars
332 (35%)
3 stars
181 (19%)
2 stars
57 (6%)
1 star
17 (1%)
Displaying 1 - 30 of 69 reviews
Profile Image for Megi Kamashidze.
87 reviews26 followers
August 27, 2024
ეს წიგნი პირველად მეათე თუ მეთერთმეტე კლასში წავიკითხე, მეორედ- პირველ კურსზე და მესამედ -დღეს, ნიციდან სამი დღის დაბრუნებულმა. მთელი მოგზაურობა ზაზაზე ვფიქრობდი და იმაზე, რომ მისი ოცნება მე ავისრულე და რავიცი, ვზივარ ახლა, ვიტირე ბევრი და უსაშველოდ სევდიანი ვარ.

„ვინც წელს გადავრჩებით, გაისად სურათი გადავიღოთ და “საქართველო” დავაწეროთ...“


ყველაზე ძვირფასი და სევდიანი წიგნია ეს და რაც მთავარია, ნიცაში მოგზაურობის დასასრულს აუცილებლად წასაკითხი. ნეტავ, კიდევ როდის დავბრუნდები?
Profile Image for Beka Sukhitashvili.
Author 9 books211 followers
March 24, 2016
ვირთხის მკვლელობის ეპიზოდი საუკეთესო იყო.
Profile Image for mery.
85 reviews1 follower
September 23, 2016
”კაცს მოვკლავ და შემდეგ ეკლესიას ავაშენებ მის სახელზე ” - 90იანელი ვაკელი კაი ბიჭის აზროვნება.
Profile Image for ლუკა ჭყოიძე.
118 reviews5 followers
December 26, 2022
აკამ დამზრალ ღამეს სანთლების შუქში "კერასინკასთან" ჩამომაჯინა, სიგუას ნამცხვრით მიმასპინძლა, "მაგნა" მომაწევინა, იმ მყრალ პერიოდზე შინაურულად მომითხრო, თავისი თავი პერსონაჟებში "ჩაკლა" და მითხრა, აი, ასე ჩვეულებრივად ჩავუყარე საფუძველი თანამედროვე ქართულ ლიტერატურასო.
Profile Image for Nino Matsiashvili.
11 reviews2 followers
September 14, 2023
"-ვინც წელს გადავრჩებით, გაისად სურათი გადავიღოთ და "საქართველო" დავაწეროთ..."
Profile Image for David.
40 reviews1 follower
January 13, 2024
მაგრად მევასა ყველა პერსონაჟს გამორჩეულად განსხვავებული მეტყველება რო აქვს და წიგნის დასასრულივ კაი იყო.
90-იანელი კაცის მკვლელი თაობა ვირთხას რო ვერ კლავს ეგ ირონია ასწორებს.
Profile Image for Lika Kapanadze.
14 reviews
May 3, 2025
აკამ  როგორ ჩაატია ამდენი რამ 149 გვერდიან წიგნში? 

ისეთი შეგრძნრბა მაქვს , თითქოს ამ წიგნში დავიბადე და გავიზარდე.



 ის ვიცი, რომ აკა გენიალური ავტორია, მაგრამ 

ამ წიგნის კითხვა დავიწყე განწყობით ,,რა უნდა იყოს ახლა ისეთი რომ გავგიჟდე", თემატიკიდან გამომდინარე უბრალოდ კარგ წასაკითხ წიგნს ველოდი, მაგრამ, NOO,

GAMOPXIZLDI LIKA!

  პირველივი გვერდი რომ წავიკითხე მომინდა მეც დამეწერა რამე :დ 

ვკითხულობდი,

ვკითხულობდი,

ვკითხულობდი,

შემხვდა საყვარელი ფილმის სათაური, გავჩერდი. 

 ვა, მეთქი სიგიჟეა.

ავდექი,ქურთუკი ჩავიცვი, გავყევი N311 ავტობუსს ჭავჭავაძიდან და დაა ფალიაშვილის ქუჩაზე, ,,ფალიაშვილის ქუჩის ძაღლების''  კითხვა გავაგრძელე.

ყველა პერსონაჟს მინდა უკან ვსდიო. მინდა ხელი გადავხვიო ზაზას და ერთად ვისერინოთ ვაკის პარკში.

მინდა პეტრუჩიოსთან ერთად ჩავუყვე ფალიაშვილის ქუჩას და ვუთხრა ,,ნუ გეშინია,მე ქუჩის ყველაზე ავი ძაღლების მოთვინიერებაც შემიძლია".

ან კორლეონე,შენ რანაირი კორლეონე ხარ?


ნინაკას  და ქეთას სევდა?




 

  
Profile Image for Natia Tsenteradze.
15 reviews12 followers
April 24, 2020
„ვინც წელს გადავრჩებით, გაისად სურათი გადავიღოთ და “საქართველო” დავაწეროთ...“ ♥️
Profile Image for Elene.
73 reviews1 follower
October 25, 2023
ეს დასასრული საერთოდ სხვა იყო.თან სჭირო იყო,თან არა(უფრო კი).

ვირთხის სცენა ვაფშე სხვა განზომილება ;დდ

ველოდები ზაზას დაბადების დღეს,იმათ ჩასაძაღლებლად.
Profile Image for Temo Sikharulidze.
49 reviews2 followers
July 15, 2023
ამის კითხვაზე სასიამოვნოდ, როგორ უნდა უნდა გამეტარებინა დრო მგზავრობისას არვიცი, თან ხო მატარებელში მოწევა აკრძალულია, მარა მთელი გზა ფაქტობრივად მეც ,,მაგნას” ვეწეოდი, ახლაც კი ვგრძნობ სუნს. მეც ვსვავდი ნავთზე ადუღებულ ჩაის და მეც მიყვარდა ჩემი ქეთა, და მეც მოვკვდი ამ საღამოს ზაზასთან ერთად. ასე რომ მამუკა (მამაჩემის სახელია) 3 ეკლესია გაქვს ასაშენებელი.

P.S ვირთხაზე ნადირობა იყო რაღაც სასწაული :დ
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for Luka Fadiurashvili.
170 reviews
July 5, 2016
ძალიან კარგად არის აღწერილი დეტალებში 90-იანი წლების თბილისი, ნაწარმოების მცირე ზომის მიუხედავად. ამ წიგნით შემექმნა შთაბეჭდილეა იმ პერიოდის საქართველოზე. ამიტომ მგონია, რომ ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს ამავე მიზეზით. თუმცა სამწუხაროა რომ უცხოელი ამ წიგნს ვერასდროს გაიგებს.
Profile Image for Keso Gagoshidze.
222 reviews23 followers
February 15, 2024
90s თბილისი და თბილისელები მიყვარს ამ წიგნში.
მამუკას გასულობა და ზაზას ოცნებები, ქეთას "დეგენერატი" და ნინაკას უიმედო რომანტიზმი. ამიგოოო....
3/5-ის დაწერა მინდოდა, მარა ძალიან შემეხო, ძალიან სევდიანია და ადამიანური, რა ვქნა, სუბიექტური ვარ.
ვურჩევ მათ, ვინც ახლა ფალიაშვილის ქუჩის მიდამოებში იმყოფება და ვაკის პარკამდე ცოტა უკლია.
ჰო, კიდე: ოცნებები აქვს, ცოტა მატყუარაა და რომანტიკოსი.
ვინც 1 საათიან ლექციას აცდენს, ბიბლუსი გალერეაში შედის და 2-3 საათში ჭამს წიგნს მთლიანად.
ანუ, მე.
ტაშიი.
Profile Image for Vazha .
140 reviews1 follower
November 28, 2024
ერთ-ორ დღეში წასაკითხი წიგნია.. დღეს გამოვიტანე ბიბლიოთეკიდან და უკვე დავასრუ��ე კითხვა. მარტივი ენითაა დაწერილი და კარგად გვანახებს 90-იანების ისტორიას, როგორ არავის ააქვს ცხოვრების მიზანი, როგორ ყველა მატერიალურ გართობაზე და წამლის გაკეთებაზეა მხოლოდ, როგორი ჩვეულებრივია ადამიანის სიკვდილი ქუჩაში და ა.შ

ასევე არსებობენ ადამიანები რომლებიც ვირთხასაც კი ვერ კლავენ და არსებობენ ადამიანები რომლებსაც სხვისი სიცოცხლის გამოსალმება ჩვეულებად ააქვთ და დიდად არც ეჭაშნიკებათ, უბრალოდ კიდევ ერთი *ტრუპი* და მეტი არაფერი. კარგი წიგნია მაგრამ მთლად ოთხისაც არა 3.4-3.5-ს დავუწერდი თავისუფლად.
Profile Image for Giorgi Papuashvili.
27 reviews
January 28, 2024
90-იანებ გამოვლილი ხალხი რო დაგიწყებს საუბარს, მაშინ კარგი ურთიერთგაგება მაინც იყოო, უნდა დააფარო ყველაფერი თავზე...
Profile Image for eleyna.
10 reviews
January 15, 2024
მორიგი ბნელი ოთხმოცდაათიანები , მაგრამ იმაზე საინტერესოდ აღწერილი ვიდრე მოველოდი
Profile Image for Nino Didebashvili.
35 reviews1 follower
May 23, 2025
თბილისელი - ფსიქოლოგიური ტერმინია, რომელიც ნიშნავს უსაშველოდ სევდიან ადამიანს, რომელიც მაინც უაზროდ იკრიჭება, ბოლო ბოლო სასიარულო აქვს ბევრი , 'სიგარეტი' აქვს საყიდელი, რომელსაც ბოლოს მაინც ვერ იყიდის. ზაზა - ამ მდგომარეობის იდეალური აღწერაა.
Profile Image for Shako Mikabadze.
40 reviews
July 20, 2025
რამდენი წელი გავიდა და სამწუხაროდ ისევ რამდენს უნდა ნიცაში
August 24, 2019
თანამედროვე მწერლებიდან ყველაზე მეტად მიყვარს აკა მორჩილაძის შემოქმედება.
ძველი თბილისური ცხოვრება, თავისი ლტოლვილებით, “მაგნას” კოლოფებით, შეიარაღებული მოქალაქეებით, ბრმა ტყვიებით, ქუჩის ძაღლებით და უშუქობაში გაყინული ხალხით.
წიგნში არაა აღწერილი მხოლოდ ზაზა კობახიძისა და მისი ნაცნობ-მეგობრების ამბავი. ჩემთვის ეს მთელი თაობის ისტორიაა და ვფიქრობ, ამ დაკარგული თაობის შესახებ ასე მძაფრად და ტრაგიკულად, თანაც რეალისტურად, არავის დაუწერია.
Profile Image for anano.
89 reviews2 followers
January 5, 2023
“ბავშვობაში იოლია. არ იცი, რატომ და რისთვის, თავგადასავალია და მორჩა.”
ესეთი იყო ეს წიგნი ჩემთვის პირველი წაკითხვისას და თითქმის არაფერი მახსოვდა იმ მცირე დეტალებისგან, გარდა ერთი რევიუსი, რომეიც მიბიძგებდა კიდევ და კიდევ წამეკითხა. დღეს იყო ეგ დღე და დამადგა ეს ხელმეორე ემოცია უბრალოდ სევდის და ჩემთვის ღრმა მნიშვნელობის აღელვების.
Profile Image for David Uchadze.
6 reviews5 followers
August 6, 2023
ერთი თბილისელი, კაი ბიჭების ახლობლის სევდიანი ისტორია, რომელშიც ზედმიწევნით კარგად არის გადმოცემული ეპოქის, 90-იანების ყოველდღიური ყოფის დრამა, იუმორი და ურთიერთობები.

ასევე, შეუძლებელია არ მოიხიბლოთ, წიგნში მარცვლებად გაბნეული ფრაზებითა და პასაჟებით ზაზას პიროვნებაზე, მის მსუბუქ, ქალაქურ იუმორზე და ინწელექტუალნი ბაზარით.
Profile Image for მწვანე კოღო.
130 reviews10 followers
November 21, 2025
„არ შემიძლია დილიდან ეგეთი რაღაცების ყურება, ქვეყანაზე არი ხინკალი, აბსოლუტ ვოდკა, ბუდვეიზერი და კაია კონ დიოს, შენ კიდევ აცმაცუნებ ტუჩებს და არ უყურებ გოგოებს. იმიტომ, რომ უყურებ მონიტორზე დახატულ დეგენერატებს."

ზაზა, მიყვარხარ!
Profile Image for Annie Makharoblidze.
10 reviews
October 22, 2025
„ვინც წელს გადავრჩებით, გაისად სურათი გადავიღოთ და ‘საქართველო’ დავაწეროთ.“

აკა მორჩილაძის „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“ ისეთი წიგნია, რომელსაც ვერ წაიკითხავ უემოციოდ, დაწერილია ტკივილით, სიცივით, ირონიით და იმ სევდით, რომელიც 90-იანების საქართველომ ყველას გულში დატოვა.
ზაზას ცინიზმში იმდენი სიშიშვლეა, იმდენი დაუფარავი სიმართლე, რომ ხანდახან გგონია, აღარ გინდა წაკითხვა, მაგრამ მაინც აგრძელებ, იმიტომ რომ ეს ჩვენი ისტორიაა ჩვენი ქუჩები, ჩვენი ადამიანები, და მათი დაკარგული ახალგაზრდობა.

მორჩილაძე არ ცდილობს გალამაზებას პირიქით, გაჩვენებს იმ რეალობას, სადაც სიცილი და ტკივილი ერთად ცხოვრობენ, სადაც მეგობრობა და ღალატი ერთი სიგარეტის დახლთან იყოფა. და ბოლოს, როცა წიგნს ხურავ, გრჩება არა მხოლოდ სევდა, არამედ იმის შეგრძნება, რომ ყველა იმ ძაღლს ოდესღაც შევხვედრივართ ჩვენც.

ეს წიგნი არ არის მხოლოდ წარსულის ამბავი, ის შეგახსენებს, რამდენად მტკივნეულია არსებობა იქ, სადაც სიყვარული და იმედი მაინც ცოცხლობს ყველაფრის მიუხედავად.
Profile Image for Mariami.
112 reviews20 followers
August 8, 2025
მართალია არასდროს მიცხოვრია 90-იან წლებში, მაგრამ ამ წიგნის კითხვისას თითქოს სამყარო გაქრა და მეც პერსონაჟებთან ერთად მივუყვებოდი ქალაქის ქუჩებს. შეგეძლოს, ასე კარგად წარმოაჩინო მრავალი პერსონაჟის ხასიათი, პიროვნება, ალბათ ყველაზე დიდი ნიჭია და ძალიან ვაფასებ. ხანდახან მგონია, ეს წიგნი მე მელოდებოდა, რომ წამეკითხა. აკას პირველი ნაწარმოებია, რომელიც გავიცანი და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემი საყვარელი მწერალია.

იმ დროინდელ საქართველოს სიყვარულისთვის, ურთიერთობებისთვის არ ეცალა, არც ზაზასთვის და ქეთისთვის. გადარჩენისთვის, ძალაუფლებისთვის იყო ყველაფერი....და მართლაც რომ ირონია იყო ვირთხების სცენა....როდესაც დღევანდელობას ვუყურებ, უფრო მინდება ბრძოლა, უფრო მინდება თავის მაღლა აწევა და დამტკიცება, რომ ჩვენ იმაზე მეტი ვართ, ვიდრე სხვას წარმოუდგენია!
Profile Image for Keto Sikharulidze.
33 reviews74 followers
August 13, 2023
გამომცემლობა : sulakauri publishing
შეფასება: 9/10

თუ აკას შემოქმედებას არ იცნობ, მაშინ მის გასაცნობად ეს წიგნი ერთ-ერთი საუკეთესოა. კითხვისას ძველ თბილისში იმოგზაურებ და პროტაგონისტთან ერთად „მაგნასაც“ გააბოლებ (რომც არ ეწეოდე მაინც :) ). ეს ამბავი ვინტაჟურ ფერებშია შეფერილი, ხინკლის ჭამა და თბილისის ქუჩებში მანქანით გრიალი მართლა ცხოვრების ჰაილაითი რომ იყო, აი იმ ფერებში. ეპიკური დასასრული აქვს წინგს, რასაც არ ველოდი, რადგან თავიდან თხრობა რაღაც ერთ ტონალობაში მიდიოდა. მეგონა ამავე ტონალობაზე დამთავრდებოდა, თუმცა მოულოდნელი იყო ასეთი უბრალო ეპიკურობა. აკას ძალიან მიყვარს, ამიტომ მისი შემოქმედების გაცნობის შანსს ნუ დაკარგავთ <3
Profile Image for Mateus Katsadze.
13 reviews1 follower
May 9, 2025
"ვინც წელს გადავრჩებით, გაისად სურათი გადავიღოთ და "საქართველო" დავაწეროთ" <33

მორჩილაძის წიგნების კითხვა ამ წიგნით დავიწყე. ვერ ვიტყვი რო გადასარევი წიგნია, მაგრამ მარტივი წასაკითხი იყო, ავტორმა კარგად აღწერა 90 იანების სიბნელე თავისებური ირონიით, მომეწონა მეოცნებე ზაზას პერსონაჟი თავისი "ღლიცინით", ვირთხის მოკვლის ნაწილიც.

წიგნში უამრავი ჟარგონია, პირადად მე ამის გამო ხშირად მომიწია გუგლის გამოყენება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 90 იანების რეალობას ასახავს, ნაკლად არ აღვიქვამ, საბოლოო ჯამში სასიამოვნო წასაკითხი იყო, მომავალშიც აუცილებლად გადავიკითხავ.
Profile Image for Mao Vekua.
42 reviews1 follower
February 20, 2023
სკოლის პერიოდში წავიკითხე პირველად და დღეს კითხვა რომ დავასრულე, მივხვდი, თურმე ვერაფერი გამიგია იმ დროს :)
წიგნს რაც შეეხება - ნორმალურია, კარგად გაართვა თავი მორჩილაძემ 90იანების სურათის ჩვენამდე მოტანას. დიდად არ აღმაფრთოვანა, თუმცა ერთხელ მაინც უნდა გვქონდეს წაკითხული. ( ან ჩემნაირად ორჯერ 😁 )
Displaying 1 - 30 of 69 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.