Jump to ratings and reviews
Rate this book

შელოცვა რადიოთი

Rate this book
ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობა „შელოცვა რადიოთი“ ემიგრაციის სირთულეებსა და უცხო გარემოში საკუთარი თავის დაკარგვის ტკივილზე გვიამბობს. იმავდროულად, ეს მოთხრობა იმ ქალის ხვედრსა თუ ბედზეა, სიყვარულს რომ ესწრაფვის, მაგრამ იმედგაცრუებას იღებს; ნუგეშს, საკუთარ ადგილს, დასაყრდენს, თავშესაფარს რომ ეძიებს, მაგრამ მარტოობას, უნუგეშობასა და უსამშობლობას პოულობს და მერე... ცეკვავს... ცეკვავს გველებთან... ცეკვავს მგზნებარედ... სამშობლოში დაბრუნების იმედით...

80 pages, Paperback

Published January 1, 2021

25 people are currently reading
366 people want to read

About the author

Niko Lortkipanidze

17 books45 followers
მწერალი და საზოგადო მოღვაწე. 1907-08 წლებში გერმანულის მასწავლებლად მუშაობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, ეწეოდა პუბლიცისტურ და საგამომცემლო საქმიანობას. იყო გაზეთ „ერის“ რედაქტორი, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ დახურა ეროვნული პოზიციის გამო.1910-11 წლებში მისი რედაქტორობით გამოდიოდა ყოველკვირეული ჟურნალი „ცხოვრება და ლიტერატურა“. 1917 წლიდან მუშაობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გაზეთ „სამშობლოს“ პასუხისმგებელ მდივნად, მოგვიანებით კი ამავე გაზეთის რედაქტორი გახდა.საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ქუთაისში ნიკო ლორთქიფანიძის რედაქტორობით გამოდიოდა ლიტერატურული ალმანახი „კრებული“.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
495 (46%)
4 stars
311 (29%)
3 stars
190 (17%)
2 stars
48 (4%)
1 star
12 (1%)
Displaying 1 - 30 of 63 reviews
Profile Image for ტუნგუსკა.
103 reviews
December 2, 2022
"მე მგონი თქვენ, ქართველები ყველაზე უფრო არსებობის შენარჩუნებაზე ფიქრობდით და ჭეშმარიტად განსაცვიფრებელია, თუ როგორ გადაიტანეთ ამდენი, მრავალგვარი უბედურება... მე შეიძლება ისე კარგად არ ვიცოდე თქვენი ისტორია, მაგრამ, რაც ვიცი, მაკვირვებს, როგორ გადარჩით ამდენ მტერს... მტერს უცხოს, შემოსეულს, მტერს შინაურს და თქვენ გაკაჟებული იბრძოდით არსებობისთვის... - ეს არის პირველი."
"მე შევხვედრივარ საქართველოში ყველა მიმართულების, მდგომარეობისა და ასაკის პიროვნებებს და განცვიფრებული დავრჩენილვარ... სადაც სრულიად მოულოდნელია, იქაც კი იპოვიდით ამ მძაფრ, ავადმყოფურ მუდმივ ფიქრს ეროვნული სხეულის შენარჩუნებისას..."
Profile Image for ტუნგუსკა.
103 reviews
November 29, 2022
სკოლაშიც გვასწავლიდნენ თურმე კარგ რაღაცეებს...
Profile Image for Cucii.
7 reviews3 followers
February 16, 2022
"მაგრამ ელის აღარაფერი ესმოდა მოლაპარაკის: სინემატოგრაფიულად თვალწინ მიურბოდა ბორანი მტკვარზე... ფიქრის გორა ... პანსიონის კვიპაროზები... მამა ...
სიონი... ნარიყალის ნანგრევები... ოთახი სადღაც ჩიხში... და სულ ბოლოს.
ტკბილი ძიძა."
Profile Image for Mariam Tkesheladze.
16 reviews
January 2, 2020
(ნათლობის სახელი - ძველებური ელპიდა - საბუთებში დარჩა და დიდედის ლოცვანში მიწერილი ჩაკვდა).
ელპიდე - "იმედს", "სასოებას" ნიშნავს.
Profile Image for Tami Murvanidze.
55 reviews6 followers
December 12, 2019
არასდროს დამავიწყდება მინიატურებმა ,როგორ გადამიყირავა გონება. ახლაც სასიამოვნოდ გაოცებული ვარ , ამ ამბის გადმოცემა ამგვარად მხოლოდ ნიკო ლორთქიფანიძეს შეეძლო
"ალვის ხის ხეივანში , ჩუმ ტბასა და თერგის დუდუნის შუა , იქ სადაც ძეწნას მოწყენილი ტოტები ფართო ჩრდილს ჰფენდა , ელი უსმენდა საკუთარი სევდის ხმას და კითხულობდა საყვარელ შელლის."
<3 ელი ცრემლია ქართული სულის ,რომელსაც არავინ უსმენს.
Profile Image for ანა(ana).
53 reviews
April 18, 2024
,,მე შევხვედრივარ საქართველოში ყველა მიმართულების,მდგომარეობისა და ასაკის პიროვნებას და განცვიფრებული დავრჩენილვარ... სადაც სრულიად მოულოდნელია, იქაც კი იპოვიდით ამ ✨მძაფრ,ავადმყოფურ მუდმივ ფიქრს ეროვნულ სხეულის შენარჩუნებისას✨"

,,ხელოვნების ნაწარმოებს ყურადღებით ათვალიერებდა იგი არა ,,ფიქრთ გასართველად", ცოდნის შეძენისა და ესთეტიკურ განცხათა მისაღებათ,არამედ პირადი ტკივილების გასამწვავებლად,მივიწყებულის გასახსენებლად,ახალ იარის მისაღებათ და აღსაძვრელად"😔
Profile Image for Keti Molashvili.
122 reviews6 followers
May 12, 2021
"ელის ხომ უფრო შეეფერებოდა, რომ მისი ფერფლი სადმე ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლის ახლოს მიმოებნიათ"

არაფერია ამ ბოლო ფრაზაზე უფრო სევდიანი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ნიკოლოზი შენი საყვარელი პოეტია და ზედმეტად გესმის ელის: რატომ მოუნდებოდა ნიკოლოზთან ახლოს ყოფნა ♡
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for ნიკა ბერიძე.
149 reviews3 followers
June 15, 2023
საინტერესოა, რომ ძალიან ჰგავს ფილმის სცენარს. ამბავს ხან ძალიან მოკლედ დაამთავრებს და გაბრაზებს, ხან კიდე როდესაც საჭიროება არაა უსაშველოდ წელავს. ეს არის ლორთქიფანიძის სტილი. გარდა იმისა, რომ ეს ქართული ემიგრაციის სახეა, ასევე კარგადაა აღწერილი გეოპოლიტიკური მდგომარეობა და სახელმწიფოთა პრინციპების ჭიდილი.
Profile Image for Achi.
84 reviews1 follower
November 3, 2019
ძალიან ლამაზი და სასიამოვნო ენით გადმოცემული ქალის სირთულეებით სავსე ცხოვრება. ასევე კარგი გამიჯვნაა ერებს შორის, მაგალითად თვითგადარჩენის ხასიათი რაც ქართველ ერს გვაქვს, არ გვიქმნის ისეთ სურვილებს, რაც სხვა ერებს გააჩნიათ, მაგალითად ამერიკელებს სურთ სიმდიდრე, ევროპელებს სურთ ხელოვნება... ამიტომ ყავდათ ამერიკელემს როკფელერი, ევროპელებს ხელოვანები და ჩვენ მარჩენალები.
Profile Image for Elene.
73 reviews1 follower
June 19, 2023
არ მომეწონა.არ მომეწონა ელის ემიგრაცია,ტიფლისში ვერ დაბრუნება,მამის მიტოვება და ბავშვის მივიწყება,თითქოს არც კი არსებობდაო..არც ელის ძეგლი მომეწონა,არც ის გველები და არც ელის სიკვდილი..

,,ელის ხომ უფრო შეეფერებოდა,რომ მისი ფერფლი სადმე ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლის ახლოს მიმოებნიათ!!."
Profile Image for Mickey.
40 reviews4 followers
February 20, 2022
"ელის ხომ უფრო შეეფერებოდა,რომ მისი ფერფლი სადმე ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლის ახლოს მიმოებნიათ!!."
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for Natalia.
15 reviews2 followers
Read
September 2, 2023
“ელის ხომ უფრო შეეფერებოდა, რომ მისი ფერფლი სადმე ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლის ახლო მიმოებნიათ!”
Profile Image for Gia Jgarkava.
448 reviews50 followers
April 16, 2020
რა ვქნა, ჩემთან ვერ მოაქვს სამშობლოზე ნოსტალგიის ისტორიებს, ყოველთვის არაბუნებრივი მგონია. აქ კიდე ჩვეულებრივზე ცოტა მეტადაც გაზვიადებული მეჩვენება, უფრო ზღაპარივითაა.

თუმცა ლორთქიფანიძის უნიკალური და უმაგრესი სტილისტვის ნამდვილად ღირდა წაკითხვა.
Profile Image for Megi.
227 reviews1 follower
February 7, 2017
მინდოდა რადიოთი შელოცვაზე რამე დამეწერა, მაგრამ რა ვთქვა...
"ძნ���ლი არის მარტოობა სულისა:
მას ელტვიან სიამენი სოფლისა,
მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,
ოხვრა არის შვება უბედურისა!"
Profile Image for Marie.
11 reviews
November 29, 2022
,,ელის ხომ უფრო შეეფერებოდა, რომ მისი ფერფლი სადმე ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლის ახლო მიმოებნიათ!"
❤️❤️
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for Vazha .
140 reviews1 follower
August 21, 2024
ძალიან სხვანაირად განვითარდა მოვლენები და რო ვფიქრობდი რო მოდი ამას ეხლა მოვრჩები და ხვალ გავაგრძელებ თქო, არა, უცებ შემოტრიალდა ყველაფერი და საკმაოდ ჩამითრია ბოლო 20-30 მა გვერდმა. ღამის 4 ის ნახევარზე მოვრჩი ეს წიგნი და საკმაოდ კარგი ემოციები დამიტოვა იმის და მიუხედავად რომ ღამეს თეთრად ვათენებ.
რესპექთ ბრომლეი.
Profile Image for KhhMaro.
6 reviews
October 17, 2024
ფილმი უნდა გადავიღო
Profile Image for Keti.
4 reviews
November 17, 2025
პირველად 2-3 წლის წინ წავიკითხე და ახლა, მეორეჯერ წაკითხვისას უფრო მომეწონა, უფრო იმიტომ, რომ წინაზე მეტი ემოცია გამოვხატე და ახლა ემოციების გარდა, დეტალებს დავუკვირდი.

წეღან “გული” გადავიკითხე და ემიგრაცია-სამშობლოს თემა აშკარად მნიშვნელოვანია ნიკო
ლორთქიფანიძისთვის და ჩემში კიდე იმ შიშს/მოლოდინს მიღვიძებს, სადაც არ უნდა წავიდე, თბილისი რომ მომენატრება…
არადა ლოს ანჯელესი პერფექტ ადგილია სიმღერისთვის, აქ სად გავჩერდე? ჩიკაგო ხომ არ აჯობებდა? ჩემი აივნიდან რომ განათებული კორპუსების ხედი მოჩანს, მაგას მიუგავს სქაილაინი :)) ამას ლირიქსში ჩავწერ ისევ მოდი მაინც სხვა გზა რაა

თვითონ მოთხრობას რაც შეეხება, კაია კომპლექსური და მრავალწახნაგა პერსონაჟები რომ მხვდებიან ხოლმე, ელის ცხოვრების გაკვალვაში თავგზა აებნა, რამინო თესლი კაცია, ბრომლეი - ცალკე ფენომენი, ჰექსლეი default ტიპია, ეროვნულ გადარჩენაზე რაც თქვა, მომეწონა, თინო - ოვერჰეითედ, შალვა მაინც ვერ გავიგე მოკვდა თუ არა…

Props to ნიკო ლორთქიფანიძე კარგი მწერლობისთვის:

“-რა ვქნა, მამა, არ მომწონს იერონიმე.
-სახელი არც მე არ მომწონს, შვილო, მაგრამ რა ვქნათ, ჩვენია მაინც…” :DD

“ქვე-შეგნების მივარდნილ სამზარეულოში მაინც ღვიოდა დამამშვიდებელი ნაზი სევდა, უსიტყვო ფიქრი.”

“ელი უსმენდა საკუთარი სევდის ხმას და კითხულობდა საყვარელ შელლის.”

“ელის ხომ უფრო შეეფერებოდა, რომ მისი ფერფლი სადმე ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლის ახლო
მიმოებნიათ!”

“აღარ მომწონს, რაც აქ ხდება.”

“ხელოვნების საშუალო მცოდნეს, ხელოვნების მოტრფიალეს, მხოლოდ ის მოსწონს, რაშიაც მისი ნაწილი მაინც არის გამოსახული”

“სულთმობრძავი შალვას ხრიალი,…საქართველოს მივარდნილ სოფელში გამზრდელ მამიდის უხმო, ბებრული ქვითინი, ტირილი და ზოგჯერ მოთქმა”

“ელის აჩრდილათ აღარ დაჰყვებოდა თბილისის გეგმა, მამის უცნაურობა, ბავშვის ალერსი…”

“მოჭრილი პურის ყვითელ ხალიჩაზე ძნებად დადგმული კონები.
არშიათ შემოვლებული მთების მარმაში თავისუფლად დაშვებულნი, ვით თეატრის სიმეტრიულ ნაოჭიანი ფარდა.
ხეებისგან გაცრცვილ, ამწვანებულ მთების წვერზე ბოხოხად დარგული ქოჩორა ხეივანი.
ველები ფერად ზოლებად დაყოფილნი.
ტელეგრაფის მავთულებზე მწკრივათ, როგორც მოწაფეები - ქანდარაზე, უხმოდ ჩამომჯდარი ფერადი ჩიტები.”
Profile Image for Nato Akhsabadze.
79 reviews
November 3, 2017
როგორც ნიკო ლორთქიფანიძეს სჩვევია, ძალიან მწვავე და აქტუალური.
ქალის ტრაგიკული ცხოვრება, ბედის უკუღმართობა და საბოლოოდ წინ წამოწეული სამშობლოს იდეა.
ზოგადად, ძალიან მომწონს ამ ავტორის წერის ლაკონური და მრავლისმთქმელი სტილი. აუცილებლად გავეცნობი ლორთქიფანიძის შემოქმედების სრულად, მაშინ, როცა სინდისის ქენჯნას არ ვიგრძნობ მხატვრული ლიტერატურის კითხვისას.
Profile Image for ნინო ქერდიყოშვილი.
194 reviews14 followers
October 9, 2016
როგორც ყოველთვის, გენიალურია ლორთქიფანიძე.
საოცარი ნაწარმოებია. ბევრი გრძნობითა და ემოციით.
ბ რ ა ვ ო
Profile Image for       Athénaïs  .
36 reviews8 followers
December 4, 2018
,,-რას შვებით გადაირიეთ?!-ჩაილუღლუღა ყავახანაში შემთხვევით მყოფმა ვიღაც ქართველმა.
-სულ ერთია! იქნებ ტფილისი ვნახო მაინც...''
Profile Image for Annie Javakhia.
52 reviews
October 15, 2023
“ელის ხომ უფრო შეეფერებოდა,რომ მისი ფერფლი სადმე ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლის ახლო მიმოებნიათ!!..”💔
January 5, 2019
ნ. ლორთქიფანიძისთვის სამშობლოზე სევდა, მისი სიყვარულის ძალა იმდენად ორგანულია, რომ მას მწერლისგან ადამიანში ქვეშეცნობილი ღირებულება აქვს მინიჭებული. ადამიანი შეიძლება არც გრძნობდეს ამ სევდას, არც ფიქრობდეს სამშობლოს სიყვარულზე, მაგრამ იგი მაინც არსებობს მასში, არსებობს, როგორც უდიდესი და უწმინდესი განცდა.
ამ თვალსაზრისით საინტერესო მასალას იძლევა ნ.ლორთქიფანიძის მოთხრობა "შელოცვა რადიოთი." ესაა საკმაოდ ტიპიური სურათი სამოქალაქო ომისა და საქართველოში მენშევიკების ბატონობის პერიოდიდან. ესაა ასახვა მომავალი კლასების წარმომადგენლების სულიერი დეპრესიისა, მათი უკანასკნელი გაბრძოლებისა ცხოვრებაში ადგილის დასაკავებლად.
ამ განწობილებათა შესანიშნავი გამომხატველია მოთხრობის მთავარი გმირი - ელი გორდელიანი. თავადის ქალი ტრადიციულ მორალზე აღზრდილი და ტრადიციულადვე ცხოვრების წინაშე უსუსური, მორიდან მოსხლეტილი ნაფოტივით დაატრიალა ცხოვრების ტალღამ, აიტაცა და თავის მუქ მორევში შეადგო. ქართველმა ქალმა სწრაფად გაიარა მეტამორფოზა პარიზელი დემიმონდის სახემდე.
ელი და სხვა გმირები ევროპის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობენ, ამგვარად, მწერალს შესაძლებლობა აქვს მკითხველს დაუხატოს ევროპა, გააცნოს ევროპელთა ცხოვრების წესი. შესაბამისად, წარმოაჩინოს ცივილიზაციის განვითარების დონე. ასახოს ნათლად, თუ რას მიაღწია ადამიანმა მატერიალურ რამყაროში და როგორ აირეკლა ეს მიღწევები სულიერ-ზნეობრივ სივრცეში.
ევროპაში ელი ჩაერთო იმ თავბრუდამხვევ რიტმში, რომელსაც უნდა დაევიწყებინა ოჯახი, მიტოებული შვილი, ახლობლები, მაგრამ გაქცევამ ვერ უშველა და შეაჯახა "სიცარიელეს", რომელიც ვერ დაძლია.
ელი გორდელიანი მოდერნისტული ეპოქის ქალია, რომელსაც აქვს განათლება, თავისუფალია და რომლისთვისაც ეგოისტური მე წინა რიგშია. მას სურს, რომ ��ყოს პიროვნება, მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ქართულ ტრადიციულ შეხედულებებს. ამგვარი არჩევანი იყო ევროპელ ჰექსლეისთან ერთად წასვლა უცხოეთში, ამერიკელ ბრომლეისთან მეგობრობა, გველებთან ცეკვა. ამ უკანასკნელით ის ცდილობდა, თითქმის დაკარგული პიროვნულობის აღდგენას, საქართველოში დაბრუნების "დამსახურებას."
აშკარაა ავტორის სიმპათია მის მიმართ, მიუხედავად დაბნეულობისა, უძღები შვილობიდა და საკარგულობისა, მწერალის მის ფერფლს ბარათაშვილის საფლავზე მოფანტვის ღირსად მიიჩნევს.
ელი მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლოა. მისი ურთიერთობები ქმრებთან ქვეტექსტებითაა დატვირთული. გასათვალისწინებელია, ელის შერეული სისხლი: მამა ქართველი,დედა გერმანელი. ასე, რომ ეს ერთგვარი სისხლისმიერი გაორება თითქოს მის ბუნებაშიც აისახა. ქართული სახელი ელპიდე, მხოლოდ ფორმალურად, საბუთებში დარჩა.. ახლა მას ელის ეძახიან...
მინდა აკრგად დააკვირდეთ, რომ ნებისმიერ დროში აქტუალური პრობლემები ამ მოთხრობაშიც მნიშვნელოვანია. გმირების ყოფა, მათი სიცოცხლე თუ სიკვდილი, სიყვარული თუ სიძულვილი, ბედნიერების წყურვილი, ნოსტალგია - გადაჯაჭვულია კონკრეტულსა თუ ზოგად წუთისოფლისეულ კანონზომიერებებთან.
ეს ყველაფერი ქმნის ინტერტქსტუალურ "გასასვლელებს" მოთხრობის ჩარჩოდან, რათა მკითხველმა აწმყოს სიცარიელე შეიგრძნოს, დაფიქრდეს და გაანალიზოს.
ელის პიროვნებაში დარჩა სულის აბსოლუტური სიცარიელე.. ქართველი ქალი, ძველი ქართული გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი კვდება კონიაკით მთვრალი, გველებთან ცეკვით დაღლილი და მათგანვე დაგესლილი.
ელის უკანასკნელი სურვილი - ძიძის შელოცვის მოსმენის სურვილი - არის რწმენა განწირულისა. რწმენა, რომ ქართული სიტყვა, საქართველოდან მოსული ხმა განკურნავს მას, მისცემს უნარს კვლავ ჩაებღაუჭოს სიცოცხლის წუთებს.
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for Elizabeth Hope.
2 reviews
November 16, 2022
აბიტურიენტობის გამო მომიწია ამ წიგნის წაკითხვა,პირველი თავი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის,რომ სიგიჟემდე შემყვარებოდა ეს ნაწარმოები. ლორთქიფანიძის გამორჩეული სტილი და ულამაზესად აღწერილი ელის ტრაგიკული ცხოვრება. თავში ყველაფერი ამომიყირავა ამ წიგნმა და ერთ ღამეში დავასრულე კითხვა,შემდეგ სამჯერ წავიკითხე ახლიდან. შედევრი არის და უფრო დიდი დაფასება სჭირდება ამ წიგნს. იმ დროინდელი საქართველოს მდგომარეობას შესანიშნავად აღწერს მწერალი. რაც შეეხება მთავარ გმირს- ელის, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი პერსონაჟი მალევე გახდა, she is one of the best complex female characters i have ever read about. 100000%ით რეკომენდირებულია ჩემგამ. იმასაც კი ვფიქრობ,რომ ყველამ უნდა წაიკითხოს ეს წიგნი. იდეალურია .
Profile Image for Salomé.
38 reviews
October 5, 2025
“სიმდიდრე სითამამეს აძლევს და სითამამე კი ზოგჯერ მიმხდურია”

“მე მგონი თქვენ, ქართველები ყველაზე უფრო არსებობის შენარჩუნებაზე ფიქრობდით და ჭეშმარიტად განსაცვიფრებელია, თუ როგორ გადაიტანეთ ამდენი, მრავალგვარი უბედურება... მე შეიძლება ისე კარგად არ ვიცოდე თქვენი ისტორია, მაგრამ, რაც ვიცი, მაკვირვებს, როგორ გადარჩით ამდენ მტერს... მტერს უცხოს, შემოსეულს, მტერს შინაურს და თქვენ გაკაჟებული იბრძოდით არსებობისთვის...”
Profile Image for Kate.
1 review31 followers
April 2, 2023
თამამად ვამბობ, რომ ლორთქიფანიძის წერის სტილი საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ქართულ პროზაში. ყოველი სიტყვა თუ მოკლე ფრაზა იმხელა სიუჟეტურ დატვირთვას იღებს და ამასთანავე, იმდენად მომნუსხველადაა კომპოზირებული, რომ შეუძლებელია იდაყვამდე არ დაგბურძგლოს, რაც, ვასიკო კეჭერაძეს დავემოწმები და ვიტყვი, რომ პირდაპირი აღმნიშვნელია იმისა, რომ წიგნი, უდავოდ, შეუდარებელია.
Profile Image for nutsa.
44 reviews
November 23, 2023
ვერ გავიგე. არ ვიცი, შესაძლოა, რადგანაც აბიტურიენტობის პერიოდში წავიკითხე, სტრესის ფონზე სათანადოდ ვერ დავაფასე, მაგრამ არ მომეწონა. ზედმეტად პათეტიკური და გაზვიადებული მეჩვენა. რა თქმა უნდა, საინტერესო და ორიგინალურია ის მეტაფორა, რომლითაც ავტორი ცდილობს საქართველოს ისტორიის გადმოცემას, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ წიგნს ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოეხდინა.
Profile Image for Gio Gio.
77 reviews
December 5, 2024
Study book fav.

I love this book. Why/ its a last of its kind, a modernistic book that tells its story in such ways, symbolism and it's in descriptions... it's a lovely read even the names mean so much to me.
Because of it, I got into Mrs. Dalloway and Soon other works by the greats of modernism
Displaying 1 - 30 of 63 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.