მწერლის ამ რომანში ერთმანეთს უპირისპირდება ცივილიზებული და ბუნებრივი, შეულამაზებელი სამყარო. ნაწარმოების გმირი ბოლოს მაინც ცივილიზებული სამყაროს სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს.
Mikheil Javakhishvili (Georgian: მიხეილ ჯავახიშვილი; other surname: Adamashvili, ადამაშვილი) (November 8, 1880 – September 30, 1937) was a Georgian novelist who is regarded as one of the top twentieth-century Georgian writers. His first story appeared in 1903, but then the writer lapsed into a long pause before returning to writing in the early 1920s. His recalcitrance to the Soviet ideological pressure cost him life: he was executed during Joseph Stalin's Great Purge and his writings were banned for nearly twenty years. In the words of the modern British scholar of Russian and Georgian literature, Donald Rayfield, "his vivid story-telling, straight in medias res, his buoyant humour, subtle irony, and moral courage merit comparison with those of Stendhal, Guy de Maupassant, and Emile Zola. In modern Georgian prose only Konstantine Gamsakhurdia could aspire to the same international level."[1]
ჯავახიშვილს აქამდე თითქმის არ ვიცნობდი, მხოლოდ მუსუსი, მიწის ყივილი და ეკა მქონდა წაკითხული.
წიგნს რაც შეეხება საკმაოდ კარგია, გამოსადეგი მოსწავლისთვის და რაც მთავარია აქტუალურია. დღესაც ელის ქართველი დავით აღმაშენებელს და ფარსმან მეფეს თუ როდის დაბრუნდებიან და ააშენებენ ქვეყანას არაფრისგან. დღესაც არსებობს ადათები, რომლებიც უფრო დოგმაა ვიდრე ადათი ან ტრადიცია, მაგრამ არა იმდენად რამდენადაც ამ წიგნში ვხედავთ. და მაინც ვინ გადმოგვცა ეს ადათი? რომელმა წინაპარმა? ან საერთოდ რისთვის შეიქმნა ეს ადათი? რათქმაუნდა ქართველი ამ კითხვაზე ვერ გაგცემთ პასუხს, მაგრამ არც ისე უნდა შევხედოთ საქმეს რომ ეს ადათები უკვალოდ გაქრეს. უბრალოდ დროს უნდა ავუწყოთ ფეხი და ქუჩებში ფარ-ხმალით არ ვიაროთ.
ასევე წიგნში ვხედავთ იმის მაგალითსაც რომ ბუნებაში და განდეგილობაში არ არის ხსნა. სასაცილოა ის ფაქტიც რომ ეს წიგნი ასე თუ ისე მაღალმთიან სოფელში წავიკითხე სადაც ჯერ გაზი,გზა და ინტერნეტი არ გაუყვანიათ, 60 ოჯახზე ნაკლები მოსახლეა და ტერიტორიაზე მაღაზიაც არ მოიძებნება. შუა კითხვისას დენიც კი წავიდა და ტელეფონის შუქზე მომიწია დამთავრება :დ რათქმაუნდა, სოფელი კარგია, ბუნებაც კარგია და ხალხისგან გარკვეული დროით დაშორებაც, მაგრამ ამაში ნამდვილად არაა გამოსავალი.
ეს წიგნი ყველა იმ ადამიანს უნდა წააკითხო, რომელსაც რომანტიკული წარმოდგენები აქვს მთაში ცხოვრებაზე. "მხოლოდ მთებშია თავისუფლებაააა :xXXx" :)))
ცხადია ამხელა კონტრასტი მთასა და ბარს შორის ახლა არაა, თუმცა რომანი აქტუალურია იმ მხრივ რომ სიახლეების შიში დღესაც არაა ქართველი ხალხისთვის უცხო. ჰო და კიდე ტრადიციით ყველაფერს ვერ გაამართლებ. ნუ რა ვქნათ, ტრადიციაა რომ მშობიარე ქალი ბოსელში შევადგოთ 40 დღით და იყოს იქ. და ა.შ. ეს ყველაზე ლაითი მაგალითი.
ტრადიციები და დრო, რომელიც არასდროს ჩერდება. დამდგარ წყალს სუნი უჩნდება და მყაყდება, მოძრავი კი მუდამ თვითწმენდაშია.
და, მაინც, რა არის ეს წიგნი, თუ არა გუშინდელი, დღევანდელი და ხვალიდელი საქართველოს რუკა. ლამისაა საუკუნე გავიდა და ისევ ველით გამაერთიანებელ მეფეს, ისევ გვინდა ლეგენდები იქცეს რეალობად და ისევ გვინდა თეთრი საყელო მოვიშოროთ ყელიდან, გადავაბაროთ სხვას და მან სამაგიეროდ მოგვცეს ყულფი, რომელიც მიგვაბამს ერთ ადგილს და არც წინ გაგვიშვებს და არც უკან. უბრალოდ მოგვაქცევს ისეთ ადგილას, სადაც თანადროული იქნება წარსულიც, აწმყოც და მომავალიც...
და მაინც იქნებ გაქცევა სჯობს იმ წყლიდან, რომლის სუნიც შენს გაგუდვას დაიწყებს და ყელში მარწუხებად კი არა ნელ და უძრავ სულთამხუთავად ჩაგაფრინდება...
ძალიან კარგი სტილით წერს ჯავახიშვილი. იშვიათია ქართველი კლასიკური ავტორის ნაწარმოებში ასეთი დაძაბულობა, მაგრამ "თეთრი საყელოს" კითხვისას მართლა გიჩნდება რაღაც კლაუსტროფობიური შეგრძნება და თავის დაღწევის სურვილი. ამასთანავე, დინამიკური და სტატიკური ეპიზოდები ისე ენაცვლება ერთმანეთს, რომ მთლიანობაში, ნაწარმოების დასასრულს მკითხველობითი ადრენალინის დონე იწევს. დასკვნა - ჯავახიშვილი იყო ჭკვიანი ავტორი. შეეძლო კაცს მანიპულირება.
როგორც ხედავთ, გავზარმაცდი და კითხვაზე, ისევე როგორც ყველაფერზე, გული ამიცრუვდა. მხსნელი არ ჩანს - არც ფარსმანი, არც დავითი, არც თამარი, არც ბაგრატიონი, არც ბატონიშვილი.
მე ვერ გეტყვით, რომ გული მიპოვა ,,თეთრმა საყელომ” და დიდად მომხიბლა, მაგრამ ცუდი არ ყოფილა.
ასევე, წყალსაც წაუღია ქალაქი, წავედით მთაჩი (ჯანდაბას თქვენი თავი, შეველევი ყველაფერ ფეშენებელურს 😃).
ხევსურების ცხოვრებამ მაკონდო გამახსენა, განცალკევებით შექმნილი ქალაქი, თითქოს დამოუკიდებელი სახელმწიფო ყოფილიყოს, დანარჩენ ცივილიზაციას მოწყვეტილი. ხევსურებიც ისევე ერიდებოდნენ ქალაქს, როგორც მაკონდოელები დანარჩენ ქვეყანას.
başka dünyaya kaçmak isteyen, bir süredir okumak için konstantre olmakta zorlanan varsa bu kitabı okuyabilir. su gibi akıyor (kitap, karınca duası gibi küçücük basılmış kitaplara inat, büyük puntoyla, geniş satır aralıklarıyla "bolluk zamanlarında basılmış gibi", göz dostu. bu da akıcılığı arttıran bir etken :). cinsiyetçilikten bir yıldız kırdım.
სკოლის ასაკის მერე, მეორედ წავიკითხე და ბევრი დეტალი სხვა კუთხით დავინახე. მართლა კარგი წიგნია, გამორჩეული . "ჯაყოს ხიზნებს" და "კვაჭი კვაჭანტირაძეს" ვერ შეედრება, მაგრამ აქვს საკუთარი ღირებულება. ცივილიზაციისა და ბუნების დაპირისპირების ჩინებული აღწერა.
დიდი მწერლები ბევრი არ გვყავს. მიხეილ ჯავახიშვილი ნამდვილად ერთ-ერთი მათგანია. დიდი ხნის წინ, ერთმა მეგობარმა, რომელმაც გიოტინგენის უნივერსიტეტი დაამთავრა, ასეთი ამბავი მომიყვა. ერთმა პროფესორმა ერთხელ მკითხაო ჩემი წარმომავლობის შესახებო და რომ ვუთხარი საქართველოდან ვარო, ჩაფიქრდაო. მერე მისთვის გაიმეორა, "საქართველო…, საქართველო…" და უცებ მითხრა, საქართველოდან მიხეილ ჯავახიშვილი მაქვს წაკითხულიო. არ გამიკვრიდა მე ეს. დიდი მწერალია. საშინელი, ტრაგიკული ბედით. და ეს ბედი ნაგავმა, გარეწარმა საბჭოთა ხელისუფლებამ დამართა მას და მის ოჯახს. თეთრი საყელო კი ძლიერი მოთხრობაა, მაგარი მოთხრობა. მეტი არაფრის დამატება უნდა ამას.
მომეწონა, კარგი კრებულია. "თეთრი საყელოთი" რატომღაც ისე ვერ აღვფრთოვანდი, როგორც მოველოდი, მაგრამ იყო საინტერესო მომენტებიც, ჯერ მარტო ამდენი მითოლოგიური გმირის შესახებ წაკითხვა რად ღირს. გარდა ამისა, ძალიან ნიშანდობლივი იყო მთავარი პერსონაჟის გაუცხოება კაცისა და ქალის თანასწორობის ისეთი მოცემულობისგან, სადაც ქალებს უფლებები აქვთ, კაცებს კი ვალდებულებები; ამ მხრივ, ძალიან მესმის მთავარი პერსონაჟის და ბუნებრივი იყო, რომ ამ დამახინჯებულმა იდეამ ვითომ ლიბერალური დამოკიდებულება თანასწორობისადმი და მასთან დაკავშირებული "ქალაქური ცხოვრება" შეაძულა. თბილისში და საკუთარ სამყოფელში დაბრუნებამ, მიუხედავად "წიკლაურად" ქცევის არაერთი მცდელობისა, ო'ჰენრის ერთი მოთხრობა გამახსენა მსგავს საკითხზე (თუ სახელი გავიხსენე, დავწერ) და ასევე "მიწის ყივილიც".
ო'ჰენრისთან დაკავშირებით,ერთ დროსა და ერთ ადგილას :დ განხილვა იყო, რამდენად შეიძლება ადამიანმა ისე მიიღო სხვა კულტურა, რომ შენს მშობლიურ კულტურას "ხაზი გადაუსვა" და დაივიწყო, მთლიანად ახალ ადამიანად იქცე ახალი ჩვეულებების გავლენით და თუ არ მოგცემია საშუალება, რომ სხვა რეალობის, ადათ-წესების ნაწილი გამხდარიყავი, როგორ გეცოდინება, საერთოდ არის თუ არა საკუთარი, მშობლიური კულტურა ის, რაც ყველაზე მეტად მოგწონს?! მაშინ გამოვთქვი მოსაზრება, რომ ადამიანს თუ არ მიეცა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, ვერასდროს მიხვდება, რომ შესაძლოა, სხვა რეალობაში და სხვა სივრცეში უკეთესად, მისი ემოციური საჭიროებების უზრუნველყოფის პირობებში ეცხოვრა. ახლა ეს მსჯელობა ნაწილობრივ არასწორი მგონია, რადგან რაღაც მოვლენები, ქცევები, რომლებსაც ბავშვობაში შევსწრებივართ, ისე ილექება ადამიანის ცნობიერებაში და ზოგადად, იმდენად აყალიბებს ადამიანს, რომ შეუძლებელია სრულად მისი გონებიდან ამოშლა, იდეოლოგიურად როგორც არ უნდა მოსწონდეს განსხვავებული წესებით ცხოვრება. ვფიქრობ, ეს საკითხი საკმაოდ კარგად არის გადმოცემული "თეთრ საყელოში".
რაც შეეხება მეორე მოთხრობას, "კურდღელს", საკმაოდ ემოციური იყო ჩემთვის. ძალიან განვიცადე სიდონიას მდგომარეობა და მგონია, რომ ზოგადად დედებისთვის ბევრად უფრო მძიმე წასაკითხი იქნება. სულმოუთქმელად ვკითხულობდი და დასასრულს ისეთი გრძნობა დამიტოვა, რაღაცის რომ ძალიან გეშინია, რომ არ მოხდება და შვებით ამოისუნთქებ. ფსიქოლოგიური კუთხითაც საკმაოდ საინტერესო იყო.
P.S. ვინც ბოლომდე წაიკითხეთ, მადლობის მეტი რა მეთქმის.
ოთხივე ნაწარმოები ოციან წლებში შეიქმნა. ოთხივე განსხვავებულია სიუჟეტურად, მაგრამ ავტორის სტილი და ენა იკვეთება კარგად.
"თეთრი საყელო" გამისწორდა მაგრად. თან თითქოს, რაღაც არ ველოდი ეგეთ მაგარს. ისე უცნაური შეგრძნება მქონდა, რო კობო აბეს "ქალი ქვიშაში"-ს ჰგავს ძაან თქო, ვფიქრობდი. ქალაქელი ტიპი ამ იზოლირებულ სოფელში, ჯურხაანთ-კარში. ნუ არი რაღაც ძაან მსგავსი ელემენტები, მაგრამ ეს სუფთა ქართული წიგნია. ბოლოში მაგრად მომაწვა, რო რაღაც თითო აგური მართლა უნდა დავდოთ ჩვენი ქვეყნისთვის და არ უნდა ველოდოთ იაპონიიდან მომავალ მეფეებსა და პრინცებს. ზოგადად, იდეა იდო ძალიან ღრმა და ამბავი იყო ჩემთვის ძალიან სასიამოვნოდ მოთხრობილი.
"კურდღელი" პროფესორ მიხეილ ასათიანის მონათხრობზე დაყრდნობით შეუქმნია ჯავახიშვილს. უმაგრესი შინაარსი და ძაან მაგარი ამბავი. დიდი ტკივილი და იდეალურად გადმოცემული სხვადასხვა გრძნობები და ემოციები, რომლებიც ამ მოთხრობამ დაიტია. სიდონიას პიროვნების გაორების და ზოგადად პიროვნების გაორების თემაც ჩემთვის აქამდე არწაკითხული იყო და მომეწონა.
"მიწის ყივილი" ძაან მიყვარს ბავშვობიდან. ჩემი საყვარელი მოთხრობაა და მერამდენედ გადავიკითხე უკვე აღარ ვიცი. დიდი ტკივილი და სევდა არის ამ მოთხრობაში. მაგარი კაცია ჩემთვის ანდრო კაიშაური.
"დამპატიჟე" ყველაზე სუსტი ნაწარმოები ამ ოთხიდან. პროლეტარიატსაც ეხება, განკულაკებასაც და ადამიანთა უუნარობასა და გაჭირვებულობასაც. საბოლოოდ, ნორმალური მოთხრობა იყო.
5/5, "დამპატიჟე" იყო 3/5, თორემ დანარჩენები რავი 5/5 და მეტი.
ჯავახიშვილზე, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ "გენია როკვაში გაფრენილი". ასე დეტალურად და საინტეროსოდ გადმოსცე მთიელთა ყოფა და მათი ადათ-წესები და მკითხველზე ზეუნიკალური შთაბეჭდილება მოახდინო, ძალიან ძნელი და ამავე დროს არაბუნებრივია. რატომღაც ვფიქრობ, რომ გინდ პოეტი და გინდაც პროზაიკოსი სხვებისაგან გამორჩეულად აზროვნებენ, რაღაც ზებუნებრივი გააჩნიათ და ამას მხოლოდ ლიტერატურაში გამოხატავენ. ამაყი ვარ, რომ იმ ქვეყნის შვილი ვარ, სადაც ჯავახიშვილმა და კიდევ მის მსგავსმა ინტელიგენციამ აიდგა ფეხი!
ეს არის წიგნი ადამიანზე, რომელსაც თეთრ საყელოში უკნიდან ქალაქი ექაჩება მაშინ, როცა საყელოს წინა მხარე ხევსურული სისხლით აქვს მოთხვრილი. ქალაქის და მთის კონტრასტული ყოფიერება, მახინჯი ტრადიციების ტყვეობაში მოქცეული თემის ცხოვრება ძალიან კარგად აქვს გადმოცემული ჯავახიშვილს. იმდენად, რომ მკითხველსაც გიჩნდება სურვილი ელიზბარის გვერდით, მისი თავგადასავალის მონაწილე იყო, მაგრამ როგორც აჩრდილი, რადგან თუ დაგინახეს, ყოველ წუთს შეიძლება მოგკლან.
ძალიან მაგარი, ფილოსოფიური იდეებით და ემოციით დატვირთული ნაწარმოებია.მკაცრი, მთის ბუნების დაპირისპირება ქალაქურ ცივილიზაციასთან მშვენივრადაა ასახული პირველ პირში. აუცილებელი საკითხავია(ქართველებისთვის, თორემ უცხოელი ამ რომანს ალბათ ვერ გაიგებს)!
ორივე მხარე ძალიან კარგად და ობიექტურად ჰყავს წარმოჩენილი. იმდენად, რომ ვერც ერთს გაამართლებ, ან გაამტყუნებ ბოლომდე.
მე მაინც მგონია, რომ რაღაც გონივრული ბალანსი უნდა იყოს ამ ორს შორის, ისე, რომ არც ის კულტურა და ტრადიციები დავკარგოთ (გონივრულ ფარგლებში, რა თქმა უნდა :დ) და არც განვითარებასა და წინსვლაზე ვთქვათ უარი.
პ.ს. ქალის თვალთახედვიდან რომ გაკეთდეს ამ ნაწარმოების ადაპტაცია, კარგი ჰორორი გამოვიდოდა.
კლიშეებად ქცეული, მითოლოგიური ჩანართებით გაძეძგილი ნაწარმოები მთიული ხალხის ცხოვრებაზე და ადათ-წესებზე, გაბუქებული და გაზვიადებული, რაც ჩემი აზრით მიხეილ ჯავახიშვილის დიდებულ კალამს არ ეკადრებოდა, ცოტა რეალობას არის მოწყვეტილი.
თითოეული ნაწარმოები აღნიშნული კრებულიდან უდიდეს ტკივილს ატარებს. ტკივილს, რომელსაც ხშირად ატარებდნენ ქართველი ქალები, კაცები თუ ბავშვები. თითოეული ნაწარმოები გაჟღენთილია სევდით, უსამართლობის წამლეკავი გრძნობით, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ერთი ეს გრძნობა არ არის გამოგონილი, არ არის უცხო ჩვენთვის. ჩემი ფავორიტი მაინც "მიწის ყივილია", ყველაზე ემოციური და, ვფიქრობ, ლეგენდარული ამბავი სულით ქართველი ანდროს შესახებ.