ლეო ქიაჩელის რომანი „გვადი ბიგვა“ 1936-37 წლებში გამოჩნდა. მასში ასახულია ეპოქის შესაბამისი, ახალი ტიპის ადამიანების ცხოვრება და ხასიათები, რეაქციული ძალებისა და სოფლის გლეხობის ინტერესების ჭიდილი. ეს ყველაფერი მხატვრული ოსტატობითა და გმირის ფსიქოლოგიის ცოდნითაა მოწოდებული და განაპირობებს კიდეც რომანის წარმატებას.
Leo Kiacheli (Georgian: ლეო ქიაჩელი) (born Leon Shengelaia; February 7/February 19, 1884 - December 19, 1963, Tbilisi) was a Georgian writer noted for the books Gvadi Bigva, Tavadis Kali Maya (Princess Maya), Almasgir Kibulan, and Haki Adzba
ლეო ქიაჩელის (ლეონ შენგელაია) ნაწარმოებებიდან რისი მოძიებაც შევძელი, წავიკითხე და ნებისმიერი მათგანის დამთავრებისას მქონდა შეგრძნება, რომ ეს მწერალი არის ძალიან ნიჭიერი, დიდი შემოქმედებითი უნარის მქონე, თუმცა საუბედუროდ ყველაზე საშინელ დროში მოუწია მოღვაწეობა და იძულებული იყო ყალბი, არაადამიანი კომუნისტი სოციალისტებისთვის სასიამოვნო ბევრი რამეც ჩაეწერა მის ნაწარმოებებში. საუბედუროდ, ამით მეტ-ნაკლებად (ზოგიერთი კი მთლად) უკლებლივ ყველა მისი ნაწარმოებია გამრუდებული, რეალისტური სახე აქვს დამახინჯებული ნაშრომებს. ამან თავისთავად ხანდახან თხრობის სტილიც კი შეცვალა არაბუნებრივისკენ და დააზარალა. გვადი ბიგვა მაინც ძალიან კარგი გამოვიდა. ჯერ მთავარი გმირის სახელი ღირს ერთ რამედ.
ვაი, ლეონ შენგელაია, მეგრელო კაცო, ეს რა მშვენიერი და თან რა უბადრუკი რამე დაგიწერია. და “ვაი, შენს პატრონს გვადი, რომ საკუთარ ეზოში მანდარინებს იპარავ.” მანდარინის მპარველო, კაცის სიცოცხლესაც რა იოლად ჩაავლებ დათვივით ტორებს ბოლოს და მოწყვიტავ მას უღიმღამო, ულამაზო წუთისოფელს.
"გვადი ბიგვა", მე-20 საუკუნის 30-იანი წლების, საბჭოთა საქართველოში მიმდინარე ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
გვადი ბიგვა, წიგნის მთავარი პერსონაჟი, კომუნისტური მსოფლმხედველობის მქონე ამხანაგების თვალში ერთი უქნარა, უქონელი, 5 წვრილშვილის პატრონია, რომელიც სულ ცდილობს გაექცეს კოლექტივში ფიზიკურ მუშაობას.
ავტორი მსგავსებას ავლენს გოჩასა და გვადის პერსონაჟებს შორის იმაში, რომ ორივე გაურბის საერთო სამუშაოებს, მაგრამ გვადისგან განსხვავებით, გოჩა არის შედარებით შეძლებული კაცი, რომელიც არ კადრულობს ფიზიკურად იმუშავოს კოლექტივისთვის. აღსანიშნავია, რომ კოლმეურნეობის თავმჯდომარის მდივანია გოჩას ერთადერთი შვილი, ნაია, რომელიც სულით და ხორცით არის კომუნისტი.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პერიოდზეა წიგნის სიუჟეტი აგებული, მაინც საინტერესოა იმ ეპოქაში მოგზაურობა, მარტო იმიტომ ,რომ ვიცოდეთ და არ დაგვავიწყდეს, თუ საიდან მოვდივართ და რამხელა გზა გავიარეთ იმისათვის, რომ მოვსულიყავით აქამდე.
This entire review has been hidden because of spoilers.
Коллективизация для общества – есть благо. Только как её осуществить, не затронув личных интересов каждого? В Советском Союзе проблему решали радикально, избавляясь от всякого, стремившегося к ведению отдельного хозяйства. И всё-таки человек и при коллективизации оставался похожим на себя прежнего. Дети не чурались озорства, спокойно присваивая общее. И среди взрослого населения отмечалось появление индивидуалистов. Что же, как всегда, устанавливать действительность взялись писатели. В Грузии им, среди прочих, стал Лео Киачели, составивший повествование “Гвади Бигва”.