What do you think?
Rate this book


204 pages, Paperback
First published January 1, 2006
თუ გოლფის ბურთისხელა ცნობიერება გაქვს, წიგნის კითხვისას რასაც გაიგებ, ისიც გოლფის ბურთისხელა თუ იქნება; ფანჯრიდან გაიხედავ და შენი აღქმაც გოლფის ბურთისოდენა იქნება; დილით გოლფის ბურთისხელა სიფხიზლით გაიღვიძებ; და მიჰყვები-რა შენს დღეს, შენი შინაგანი ბედნიერება ზომით გოლფის ბურთს ვერ გადააჭარბებს. მაგრამ თუ შეძლებ შენი ამ ცნობიერების გაფართოებას, წაიკითხავ-რა წიგნს, მეტს გაიგებ; გაიხედავ-რა ფანჯრიდან, მეტს დაინახავ; გაიღვიძებ დილით და იგრძნობ, როგორი ფხიზელია შენი გონება; და მთელი დღის განმავლობაში სავსე იქნები შინაგანი ბედნიერებით.
მომწონს ის გამოთქმა, სამყარო ისეთია, როგორიც თავად ხარო… მგონია, რომ ფილმებიც ისეთია, როგორიც თავად ვართ. ამიტომაა, რომ კი, ფილმის სცენები, სინქრონიზებული ხმები და მათი თანმიმდევრობა არასდროს იცვლება, და მაინც ყოველი ჩვენება განსხვავებულია, რაც უნდა მინიმალური იყოს ეს სხვაობა. უხილავი ძაფი იბმება აუდიტორიასა და ფილმს შორის და მერე წრიულად აუდიტორიას უკანვე უბრუნდება. ყველა თავისებურად უყურებს, ფიქრობს, გრძნობს და აღიქვამს… და დიდი შანსია, საბოლოო სურათი განსხვავებული იყოს იმისგან, რის მიმართაც მე ვიგრძენი თავდაპირველი სიყვარული.
მრისხანება და მწუხარება ამბავს ლამაზ საკითხავად აქცევს, მაგრამ საწამლავად ექცევა თავად რეჟისორსა თუ არტისტს. თითქოს, მარწუხებში აქცევს შემოქმედების უნარს… ამ მარწუხებში მოქცეული, საწოლიდანაც ძლივს დგები და გაცილებით უფრო ნაკლებად გრძნობ შთაგონებისა და იდეების დინებას. შემოქმედებას სიცხადე სჭირდება… უნდა შეგეძლოს, იდეები დაიჭირო.