საინტერესოდაა გადმოცემული ერეკლეს პოზიცია, გასაგებია სოლომონის და დედოფლის უკმაყოფილებაც ამისადმი,ასევე კარგად აღწერს იმ რთულ ვითარებას, რომელშიც ქართლის სამეფო იყო ჩავარდნილი, მუდმივო ბრძოლები,მტრები ყველამხრივ,უღირსი მემკვიდრეები. ყველა ამ მიზეზის გათვალისწინებით თითქოს ვერც დაადანაშაულებ ერეკლეს როგორც გადაწყვიტა ქართლის ბედი.
საბოლოო ჯამში პოემას,როგორც მხატვრულ ლიტერატურას,ნამდვილად არაფერი დაეწუნება , ბევრი საინტრესო ციტატაა და კარგად ჩანს ბარათაშვილის გენიალური ნიჭი,მაგრამ პოემა ნაკლებად ასახავს ისტროიულ რეალობას.
რუსეთ-ოსმალეთის ბრძოლის შემდეგ ერეკლემ ყველაზე კარგად იცოდა რას მოუტანდა საქართველოს რუსეთის მოკავშირეობა და რა საფრთხეს წარმოადგენდა ტრაქტატი სამეფოსთვის.თუ გავითვალისწინებთ მიზეზებს რატომაც აქტიურობდა რუსეთის იმპერია ტრაქტატის დადებაზე , ნათელი გახდება,რომ ერეკლესთვის ეს არ იყო არჩევანი,იყო ულტიმატუმი.ბევრი ეცადა ეს კაცი უკეთესი მოკავშირე ენახა ევროპაში,თუმცა ამაოდ,არცერთმა დიდმა ევროპულმა სახელმწიფომ ისურვა თავის შეწუხება პატარა ქართლის სამეფოს გამო.ვინ იცის რა ტრიალებდა მაგ დროს ერეკლეს თავში,საბოლოოდ ისე გამოვიდა რუსეთის სახით ახალი მტრის შეძენას არჩია მის მფარველობაში შესვლა.
პოემა იწყება კრწანისის ბრძოლით,სადაც ღალატის გამო მარცხმა,საბოლოოდ აუცრუა გული ერეკლეს და გადააწყვეტინა ქართლის ბედიც.ტრაქტატი კრწანისი ბრზოლამდე 12 წლით ადრე დაიდო და თუ ვინმემ კრწანისის ბრძოლაში ერეკლეს უღალატა(დააღალატა) , რუსეთის იმპერია იყო,ასე რომ ამ მხრივაც არ შეესაბამება პოემა რეალობას.
საბოლოო ჯამში ამ პოემის ისტორიულ კონტექტსში განხილვა არ იქნება მართებული,მაგრამ როგორც პოემა ძვირფასია,ძვირფასი ციტატებით :" ესრეთს რას არგებს კაცსაც დიდება,თუ მოაკლდება თავისუფლება?" , " ირაკლიმ იცის რომე ქართველებს არად მიაჩნდათ უბედურება,თუ აქვთ თვისთ ჭერთ ქვეშ თავისუფლება!"
აგრეთვე ბარათაშვილი იდეალურად აბათილებს ერთმოწრწმუნეობის არგუმენტს : "სახელმწიფოსა სჯულის ერთობა არარას არგებს,ოდეს თვისება ერთა მის შორის სხვადასხვაობდეს..."