რამდენ ტკივილს იტევს ერთი პატარა წიგნი? სამწუხაროდ, იმდენს ვერა, რამდენსაც ერთი ქალის ცხოვრება, რომელმაც გადაიტანა ძალადობა, საყვარელი ადამიანების დაკარგვა, ოკუპაცია, ემიგრაცია, სიძულვილი საკუთარი სამშობლოს მიმართ, რომელიც სინამდვილეში სიყვარულია - ყველაზე მტკივნეული გრძნობა, რომელიც გვაკავშირებს მიწასთან, ადამიანებთან... და დაბრუნება... საბოლოოდ ხომ ყველა ბრუნდება შინ - ზოგი მხოლოდ წარმოსახვაში აცოცხლებს მშობლიურ ზღვას, თუნდაც ამისთვის აჭედილი ფანჯრიდან სულ სხვა ზღვის ნაგლეჯს ხედავდეს, ზოგი ნახატზე უმზერს დართლოს, ზოგი ფერფლად იქცევა და ასე ერევა ტალღებს, ზოგი კი, წლების მანძილზე სხვა ადამიანად ქცეული, ისევ იქ ასრულებს, საიდანაც დაიწყო - ფესვებთან, რომლებიც ისეთი ძლიერია, რომ ვერაფრით ამოძირკვავ...