Jump to ratings and reviews
Rate this book

სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები

Rate this book
თანამედროვე ქართველი მწერლის, ირმა ტაველიძის წიგნში „სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები“ გაერთიანებული ესეები ბოლო წლებში ქვეყნდებოდა სხვადასხვა ბეჭდურ და ინტერნეტ გამოცემებში. ესეების თემატიკა განსხვავებულია: ბავშვობის მოგონებები, სკოლა, ლიტერატურა, თარგმანის ხელოვნება...



ირმა ტაველიძე მოთხრობების ორი კრებულის („ავტობიოგრაფია ფრანგულად“ და „აღმოსავლეთის გამოგონება“) ავტორია. წლების განმავლობაში თარგმნიდა ინგლისურიდან და ფრანგულიდან სხვადასხვა ლიტერატურული ჟურნალისთვის. ნათარგმნი აქვს ჯოზეფ კონრადის, მიშელ უელბეკის, ჯ. მ. კუტზეეს წიგნები.

126 pages, Paperback

Published January 1, 2017

1 person is currently reading
46 people want to read

About the author

Irma Tavelidze

12 books8 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
14 (45%)
4 stars
12 (38%)
3 stars
3 (9%)
2 stars
2 (6%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 14 of 14 reviews
Profile Image for Guga Maliadze .
189 reviews
April 21, 2020
არ მინდოდა შეფასების დაწერა, მაგრამ ვეღარ მოვითმინე.
ვაღიაროთ, არის ისეთი წიგნები, რომელთა სათაურებიც არ გიზიდავენ.
პირიქით, შემაშინებლადაც კი მოქმედებდნენ შენზე.
ირმა ტაველიძის აღნიშნული კრებული ზუსტად მასეთი რამეა.
„სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები“
რისი წაკითხვის მოლოდინი გაქვთ?
ვიცი, მშვენივრად ვიცი თქვენი პასუხი.
ძალიანაც ცდებით!
ეს არის უწმინდესი ლიტერატურული ენით გადმოცემული მინიმალისტური ტექსტების ულამაზესი გაერთიანება.
ცხადად გრძნობ ავტორის გულწრფელობას.
ვერ ნახავთ აქ გადაპრანჭული წერის სტილს.
ყველაფერი მსუბუქი თანმიმდევრობით მიუყვება ერთმანეთს, თუმცა მაინც შესამჩნევია სიმძიმე გულის ღრმა კუნჭულში. (საწყის ეტაპზე უფრო).
ბოლოს სრული ქაოსი გრჩება თავში.
რამდენ რამეზე უფიქრია ავტორს!
Profile Image for Oto Bakradze.
665 reviews42 followers
October 2, 2021
რამდენად კარგი უნდა იყოს ესსეები რომ 5 ვარსკვლავი დავუწერო?

აი ეგეთი
Profile Image for Tamta Matitaishvili.
44 reviews3 followers
October 5, 2021
ძალიან მინდა ამ წიგნის ავტორს ვიცნობდე...
Profile Image for მთვრალი ჯიხვი.
171 reviews13 followers
November 7, 2021
9.7 / 10.

** Boney M. და "მუქი შინდისფერი ხავერდის ფარდა" **
ძალიან უნცაურია და, ტექსტის ბოლოში ლეგენდარული Boney M. გამახსენდა. იმ, ბნელ 90-იანებში ვუსმენდი. უნიკალური ჯგუფი იყო. ჯერ, 70-იანების ბოლოს, მსგავსი ევროპულ-ინტერნაციონალურ-ინტერრასული შემადგენლობა. მერე კიდევ, 3 ქალი ამაღლებულ სცენაზე და ბობბი ბიძია კი, საცეკვაოდ ჰყავთ გაგდებული. და ბოლოს, ეს ფუტურისტულ-კოსმიური ფერების და მატერიალის ტანსამოსებ-თავსაბურავები. პირველად ბობბის ცეკვა, რომ ვნახე გავიფიქრე: "განა, ეს რა ცეკვაა-მეთქი?". უფორმო, უწესრიგო, უმოტივო ხელ-ფეხის ქნევები და ხტუნვები. მერე გამახსენდა, რომ მე ცეკვის არანაირი ტალანტი არ მაქვს და, დავმშვიდდი.

ზოგჯერ, უბრალო მკითხველს ძალიან უძნელდება ავტორის ტალანტის შეფასება. ზოგჯერ, ტექსტი იმდენად რეზონირებს მკითხველთან, რომ ავტორის ხმა, თითქოს გამაძლიერებელში გასული, უხშობს გრძნობის ორგანოებს და უდაბნოს მირაჟივით, ტალანტს უჩვენებს იქ, სადაც არაფერია სპეკულაციის და მანიპულაციის გარდა. ამ შემთხვევაში, საკმარისია მკითხველმა დამატებითი ძალისხმევა გასწიოს, ტექსტი ხელმეორედ, ფარადეის გალიაში წაიკითხოს და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ის რაც, ლიტერატურულ ტექნიკად, ორიგინალურობად და ღირებულად ეჩვენებოდა - თვალის დახამხამებაში იქცევა: შაბლონური კლიშეებით, გადაპრანჭული პათოსით და იაფფასიანი სიტყვებით სავსე, უსარგებლო ქაღალდის გროვად. მთარგმნელები გასაგებია, მეც ავდგები და დავიბრალებ მთარგმნელობას, რაღაც ინგლისურენოვანს ვთარგმნი და გამოვცემ. სივი-სი ჩავიწერ. ვერც ვერავინ გაიგებს რა ვთარგმნე და რა მოვბოდე, მაგრამ ამ "მწერლებს" ხომ კითხულობენ. სხვანაირად ამდენ წიგნს, როგორ გამოსცემენ? ესეიგი კითხულობენ და გამოსცემენ. მერე რამდენია მაგათში, "მწერალი"? კარგ მწერალზე აღარ ვამბობ, უბრალოდ მინიმალური მწერალი.მეეჭვება ბევრი იყოს.

რაც შეეხება, ამ ტექსტის ავტორს: ბობბი ფარელის ამბის მსგავსად, აქაც გავიფიქრე, "ასე მეც დავწერ-მეთქი", მაგრამ შემდეგ კითხვა განვაგრძე და მაშინვე დავმშვიდდი. ჯერ საერთოდ, რომ მწერალი გვყავს(გვყოლია). მერე ის, რომ სრულიად გასაგები და ბოლომდე ჩამოყალიბებული სტილი აქვს. ბოლოს კიდევ, არ სჭირს "ქართული" სენი - უსაფუძვლო ამბიციურობიდან ჩამოყალიბებული ქრონიკული ნაგლობა: ტექსტის მიზნები მინიმალურია და სრულიად მიღწეული. ყველა დაპირება შესრულებული. მკითხველიც და ავტორიც სრულიად კმაყოფილი.

რაც შეეხება "მუქი შინდისფერი ხავერდის ფარდა"-ს, მთელი ტექსტი ამ 4 სიტყვისგან შემდგარი, რომც ყოფილიყო - ჩემთვის სრულიად საკმარისი იქნებოდა. მაშინვე, ბავშვობა გამახსენდა: სკოლის
უსაშველოდ განიერი დერეფნები და კიბეები, სააქტო დარბაზის წინ თეთრი ბიუსტი, ნავთში არეული ნესტის სუნი და ასი წლის იატაკის ჭრაჭუნი, აკეცილი წითელი სკამები და უზარმაზარი ზომების, მუქი შინდისფერი ხავერდის ფარდა. მუდამ ცივი და ჩაბნელებული სცენა და ფარდის ბოლოებიდან ავარდნილი მტვერი, გაბნეული სარკმლიდან შემოპარულ იშვიათ მზის სხივებზე.

-0.3 - იყო რამდენიმე მომენტი.
Profile Image for Dorothea♡.
85 reviews3 followers
March 17, 2020
ძალიან,ძალიან მინდა ავტორთან ერთად სადმე კომფორტულად მოვკალათდე, ჩაი დავლიოთ და ოთხმოცდაათიან წლებზე, მწერლებზე, თარგმანებზე და კიდევ უამრავ რამეზე ვისაუბროთ 💙
Profile Image for Tamuna Topeshashvili.
90 reviews4 followers
February 2, 2022
წიგნი გულწრფელ ემოციებზე, შეხედულებებზე, სტერეოტიპებზე, მოგონებებსა და მიგნებებზე…
Profile Image for Luka Zviadauri.
91 reviews11 followers
January 9, 2023
ტაველიძის შემოქმედებას ყოველთვის გავურბოდი ხოლმე, რადგან ქ-ნ ირმას ის წიგნები უყვარს, რაზეც მე დიდად არ ვგიჟდები :დ, სულ მეგონა რომ ამ წიგნების გავლენით შექმნილი ტექსტები ვერ მომხიბლავდა, მაგრამ სასტიკად ვცდებოდი. დოკ. პროზაც არ მხიბლავს დიდად, მაგრამ ეს გამორჩეულია, ჩვენია, ახლობელია. "სხვისი ამბების კითხვისას ჩვენს ამბავსაც ვკითხულობთ, ვიხსენებთ, თავიდან ვიგონებთ და უჩვეულოდ სასიამოვნო განცდა გვეუფლება. უჩვეულო სიახლოვეს ვგრძნობთ მწერალთან, მის გვერდით ვდგავართ, მისი გულისცემა გვესმის." ეს ესეები არაა უბრალოდ "სხვისი ამბები", 90იანი წლების მთელი თაობის გამოძახილია, საერთო ტკივილს იზიარებს.
ბავშვობაში ბებიაჩემი ძილისწინ მიყვებოდა ხოლმე ამბებს, ძირითადად თავისი ოჯახისა და სოფლის ტრაგიკომიკურ ბედს, მოვხსნიდით ხოლმე ზღაპრის ტომარას თავს(მართლა გვქონდა წარმოსახვითი ზღაპრის ტომარა) და ვირჩევდი ამ ამბებიდან რომელიმეს. აქამდე მხოლოდ ლინდგრენი და ლაქსნესის "თევზის კონცერტი" უკავშირდებოდა მაგ მოგონებას, დღეიდან "სტალინის ნაძვებიც" დაემატა ზღაპრის ტომარას.
Profile Image for Keso Gagoshidze.
222 reviews23 followers
February 15, 2024
"ყველაფრის წაკითხვა ღირს, რაც ხელში ჩაგივარდებათ."

ჩემი ცხოვრებისეული მცნება ნაპოვნი ირმა ტაველიძის ტე���სტში, წიგნის 91-ე გვერდზე.

მოკლედ, დღეს 2019 წლის 29 დეკემბერია, 10 დღეა წიგნს არ გავკარებივარ, ჰოდა, გადავწყვიტე ამ ზომიერად ცივ და სავსებით სასიამოვნო კვირა დღეს წიგნის კითხვისთვის მიმეძღვნა თავი. წავედი ბიბლუსი გალერეაში, მივადექი გამომცემლობა "დიოგენეს" წიგნებს, დავავლე ხელი ამ მცირე ზომის წიგნს, გადმოვიღე და სათაური ჩავიკითხე. მერე ავტორი. პირველად გავიგე. არასდროს შემხვედრია. მერე სარჩევი. მერე, ძალიან მერე, 2 საათში, ვიჯექი მაგიდასთან და ვასრულებდი ამ წიგნის კითხვას.

ავტორს ეტყობა ლიტერატურული სული რომ აქვს - საოცარი სტილი და წერის მანერა, უსაზღვროდ შეყვარებულია კითხვაზე, ირმა ტაველიძე აღმოჩნდა ავტორი - მკითხველი. მოგზაურობა რომ უყვარს ეპოქებს შორის, 80-90-იანი წლების საქართველოს აღწერს, წიგნით ხელში. არასდროს წიგნის გარეშე. რომელიმე ავტორით შთაგონებულია სულ და ამას არც მალავს. წიგნი 18 ტექსტს შეიცავს და თითქმის ყველა მათგანში რომელიმე ავტორია ნახსენები, საინტერესო ჩანართივით.

მოვიხიბლე. საინტერესო ადამიანია ირმა, სასიამოვნო მთხრობელი, ზამთრის საკითხავ მასალას ქმნის, დათოვლილზე, ლიახვის ხმაზე, გორში, თუ ამას ვერ შეძლებთ, პირადი გამოცდილებით, ბიბლუსი გალერეას გირჩევთ დეკემბრის მიწურულს. ამას ვთვლი ამ ტექსტების წაკითხვის იდეალურ კონდიციად.

და ბოლოს - "არ არსებობს ღმერთი, გარდა ტექსტისა" - არ შემიძლია არ დავეთანხმო. კარგი წიგნის დასრულების შემდეგ სხვა რა უნდა იფიქრო, არ ვიცი. არ ვიცი.
Profile Image for Davit.
39 reviews22 followers
January 27, 2018
სტილს ასე ზუსტად თითქმის ვერავინ ფლობს დღევანდელ ქართულ ლიტერატურაში. ასეთი გაუპრანჭავი და ამავე დროს უკიდურესად ლიტერატურული ენა არავის არა აქვს. რამდენიმე ტექსტი ნამდვილად მოთხრობაა და თან, გადასარევი მოთხრობა.
Profile Image for Lado Kilasonia.
Author 10 books20 followers
August 18, 2021
"ყველაზე მშიშარა ადამიანსაც კი შეუძლია საბრძოლო ხომალდის გროტანძის წვერზე მოექცეს. მთავარია, სწორი წერტილი იპოვო საკუთარ წარსულში."
დახვეწილად და სევდიანად დაწერილი ესეები - ბავშვობაზე, წიგნებზე და რა თქმა უნდა წარსულზე, რომელიც არ კვდება (რადგან "როგორ შეიძლება გამქრალად და არარსებულად ჩაითვალოს ის, რაც უამრავი ადამიანის წარმოსახვაში განაგრძობს სიცოცხლეს?"), არაფერს გეკითხება და გაქცევს ისეთად როგორიც ხარ დღეს.
ამ სიფრიფანა წიგნის კითხვისას სულ რეი ბრედბერის ფრაზა მახსენდებოდა: როდესაც ადამიანი გულიდან ყვება რაღაცა ნამდვილს და თავისას და მისი სიმართლის წამი დგება, ის ლაპარაკობს როგორც პოეტი.
November 5, 2024
მყუდროა, ტკბილია, ნაზი სევდა გასდევს. გულთან ახლოს მოვიდა ჩემი შიდა ქართლის, გორის ამბები, ლიახვის დუდუნის ხმაში ჩაძინება, ბებიას მოყოლილი, ხშირად სევდიანი ისტორიების დაუღალავად მოსმენა. შობაზე დიკენსის კითხვა, ოსტინის რომანების დაუვიწყარი ესთეტიკა, გრძელი წერილებით, მოშრიალე კაბებითა, თუ ჩაის სურნელით..
ისეთი შეგრძნებით წავიკითხე, რომ რაღაც ზედმეტად საჩემოს ვკითხულობდი.
ყველა ესსე უკარგესია.
Profile Image for Levan Shakulashvili.
276 reviews
March 8, 2019
რამდენი კარგი თანამედროვე ქართული ტექსტია, რომელსაც არ ვკითხულობთ. რამდენი სითბო, რამდენი ამბავი და რამდენი გამოცდილება. უნიკალური ესეებია ნამდვილად, სხვა ვერაფერს ვიტყვი.
February 16, 2022
ძალიან მინდა რომ ხალხმა ირმა ტაველიძე როგორც მწერლად დაიმახსოვროს და არა როგორც მთარგმნელად
Displaying 1 - 14 of 14 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.