Jump to ratings and reviews
Rate this book

ადამიანთა სევდა

Rate this book
კრებულში შესულია გოდერძი ჩოხელის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი მოთხრობები.

110 pages, Paperback

First published January 1, 2006

19 people are currently reading
451 people want to read

About the author

Goderdzi Chokheli

14 books82 followers
Goderdzi Chokheli (Georgian: გოდერძი ჩოხელი) (October 2, 1954 – November 16, 2007) was a Georgian novelist, scriptwriter, and film director.
Born in the village Chokhi in then-Soviet Georgia, he graduated from Tbilisi State Theatre Institute in 1979, and debuted in cinema in 1978. Some of his most successful films are The Resurrection (1982), Human Sadness (1984), Easter Lamb (1988), The Children of Sin (1989), The Birds of Paradise (1997), The Gospel According to Luke (1998), and The Chained Knights (2000).
He also authored several novellas and collections of stories such as Letter to Fir-trees, Twilight Gorge, People Melancholy, Wolf, Fish's Letters, Priest’s Sin, Keep me Motherland, Pursuer Fate, Going to Heaven, and The Life of the Grass.

LITERARY PRIZES AND AWARDS

- Grand Prize for the film “Easter”, International Short Film Festival Oberhausen, Germany, 1982
- “Silver Nymph” and prize of International Catholic Church for the film “Children of Sin”, Monte Carlo Film Festival, 1991
- Special Prize at Japan Film Festival (1991)
- Prizes for the Best Script and Best Film Producing at Tbilisi “Gold Eagle” Festival, 1992
- Grand Prize at Anapa festival for the film “Turtle-Doves of Paradise”, 1997
- Prize for the best script at Anapa Festival for the film “Gospel According to Luke”, 1998

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
385 (71%)
4 stars
112 (20%)
3 stars
38 (7%)
2 stars
2 (<1%)
1 star
2 (<1%)
Displaying 1 - 30 of 31 reviews
Profile Image for Torsten.
277 reviews12 followers
April 8, 2019
ჩოხელი ჩვენი ქართული ლიტერატურის აკუტაგავაა.
Profile Image for ႧႠႩႭ TAKO.
37 reviews3 followers
May 7, 2019
-რა არის სიცოცხლე?
-სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის სევდა
-სიკვდილი?
-სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.
Profile Image for Niniko Jakeli.
121 reviews28 followers
April 18, 2020
წესით და რიგით, ეს კრებული ისეთი პატარაა და იმდენად წყალივით იკითხება, ორ–სამ საათში უნდა დაამთავრო, მაგრამ ზოგიერთი ამბავი იმდენად სევდიანია, გაგრძელების სურვილის ნაცვლად, ამ პერსონაჟებზე ფიქრი და დარდი გინდება ადამიანს.
რამდენიმე ამბავი გამორჩეულად კარგია, თუმცა 3–4 წლის წინ რომ წამეკითხა,ახლა რა შთაბეჭდილებაც მაქვს, ამაზე მეტად შემძრავდა ეს კრებული.
სამწუხაროა, რომ ჩოხელის შემოქმედებას კარგად არ ვიცნობ. აუცილებლად გამოვასწორებ ამას.
Profile Image for tatiaa gogoberidze.
45 reviews1 follower
April 21, 2023
- რა გადარდებს?
- მარტოობა მადარდებს. ადამიანი ხშირად ხალხშია, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობს თავს. ზოგჯერ თავის თავიც ეუცხოება, საკუთარ თავს გაურბის. რატომ ხდება ეს? არ ვიცი. საიდან მოვედით ან სად მივდივართ? არც ეს ვიცი.
Profile Image for Giorgi Saganelidze.
47 reviews1 follower
November 24, 2018
“რა არის სიცოცხლე? სიცოცხლე სევდა არის ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. სიკვდილი რაღა არის? სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.”
Profile Image for Dea Kusiani.
21 reviews
August 6, 2021
_ რა არის სიცოცხლე?
_ სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
_ სიკვდილი?
_ სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.
195 reviews3 followers
May 9, 2024
მორიგი ზედმეტად გაპიარებული ქართული წიგნი.
ბანალური ფრაზებით გაჯერებული ფსევდო-ფილოსოფიური ბუტბუტი.

ვერც მთაში ცხოვრების ატმოსფერო შექმნა ავტორმა.

ერთადერთი პლუსი არის ამ წიგნის ის, რომ ამაზე უარესების აღიარება უყვართ ჩვენთან.
დიდი მოლოდინი არც მქონდა სიმართლე რომ ითქვას.
Profile Image for Elene.
73 reviews1 follower
May 7, 2025
არ ვიცი როგორ ახერხებს ჩოხელი გამაცინოს და ამავდროულად სევდა მომგვაროს,მაგრამ აშკარაა რომ გამოსდის.



- რა არის სიცოცხლე?
- სიცოცხლე სევდა არის,ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
- სიკვდილი?
- სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.
Profile Image for Ana.
50 reviews
May 5, 2020
უნიკალურია.
პ.ს. გალილეიმ რაღაცით ლამაზქალაქელი უგო გამახსენა.
Profile Image for JEKO_.
7 reviews
December 9, 2023
“არ გეწყინოს კია,სტუმარის სახელს რომ გეკითხებით,მაგრამ წესია,სადღეგრძელოში შენი სახელი უნდა ითქვას:
- სიკვდილი, - უპასუხა სტუმარმა. ”

სიკვდილს ღმერთისგან ბოძებული უფლება აქვს, რომ მილიონ წელიწადში ერთხელ ადამიანი გახდეს და მათში გაერიოს. ამ ერთი დღის გარდა იგი არის ის რაც ადამიანთა სიცოცხლეს აზრს აძლევს.ჩოხელები მხოლოდ იმიტომ მოძრაობენ,უხარიათ და ცეკვავენ ერთმანეთში,რომ იციან,მათი დღეები დანომრილია. დღეს თუ ხვალ აღარ იქნებიან,ვეღარ შეიგრძნობენ. მათთვის ეჭვქვეშ დგას სულის არსებობის საკითხიც. გააგრძელებენ თუ არა სიცოცხლეს შემდგომ?
ზოგნი ამბობენ, რომ სული რჩება ადამიანს და აგრძელებს არსებობას ზოგნიც – პირიქით,მაგრამ გულის სიღრმეში,სადღაც ქვეცნობიერში ყველას სჯერა,რომ სიკვდილის შემდეგ დიდი არაფერი იწყება. სწორედ ამიტომ ვცდილობთ სანამ გვიხარია გვიხაროდეს, სანამ ვგრძნობთ შევიგრძნოთ რადგან იქ:

“სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა”

ხორცშესხმულ სიკვდილში ორი თვისება იკვეთება: სინანული და შური.იგი ნანობს, რომ უწევს ხალხს თვალებიდან ყოველგვარი სიხარული დაუცხორს: ”თვითონ ვიტანჯები სულის გაყრისას”. მაგრამ,ამასთანავე,იაზრებს,რომ სიკვდილი ჯილდოა,რომელსაც ადამიანი სიცოცხლის ბოლოს იღებს. სწორედ ბოლო ნაწილში, მისი მოთხრობის ფინალში ვხედავთ ადამიანს,როგორც საჭიროა. სიკვდილი სიცოცხლის დასკვნაა. წარმოიდგინეთ მოთხრობა,რომელსაც დასასრული არ გააჩნია. მაშინ სად არის მისი აზრი? იდეა?
სიკვდილი მილიონს წელს სინანულში ატარებს და იმ ერთ დღეს შურში, რადგან შურს იმ ადამიანების,რომელთაც მარადისობა არ გააჩნიათ და ცდილობენ თავიანთი მოკლე მოთხრობის ბოლოს ვრცელი სათქმელი დატოვონ. ამის გამო სიცოცხლე ადამიანისთვის ერთგვარ გამოწვევად იქცევა.
ჯღუნაიმ ვერ აიტანა სიკვდილი ცოცხლებს შორის,უსამართლობად მიიჩნია, სწორედ ამიტომ იღებს დანას და მას კლავს. სიკვდილმა ბოლოს გაიღიმა. ჩემი აზრით,იმიტომ,რომ გახარებულია, მისი მოთხრობა აქ სრულდება. გახარებულია,რადგან მარადისობის განმავლობაში პირველად იგრძნო რა სასიამოვნოა ადამიანად ყოფნა. სიკვდილი ეს არის სევდა,ადამიანად არყოფნის სევდა. სიცოცხლე ესაა გქონდეს სურვილი ააგო თოვლის კაცები ან თუნდაც ხუთას ოთახიანი საცხოვრებელი. სიცოცხლე ტკბილი სევდაა რადგან შენი წიგნის სარჩევში მოიძებნება როგორც ტკბილი ასევე სევდიანი თავები.
Profile Image for Tamar Kalichava.
10 reviews2 followers
February 14, 2023
,,-რა დარდია ეგეთი?
-ის,რომ ხშირად ადამიანს ისე არ აფასებენ,როგორც უნდა აფასებდნდნ.”

,,რაც რამ ქცეყანაზე დარდია,უნდა შევაგროვო და ღმერთთან წავიდე.”

,,-რა არის სიცოცხლე?
-სიცოცხლეა,როდესაც აღწევ დასახულ მიზანს.”

,,-რა გადარდებს?
-მარტოობა მადარდებს.ადამიანი ხშირად ხალხია,მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობს თავს.ზოგჯერ თავის თავ���ც ეუცხოება,საკუთარ თავს გაურბის.

,,-რა არის სიცოცხლე?
-სიცოცხლე სევდა არის,ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
-სიკვდილი?
-სიკვდილიც სევდა არის,ადამიანად არყოფნის სევდა.”
Profile Image for Vazha .
140 reviews1 follower
September 1, 2024
შეფასებებს გადავხედე და 5 5 5 5 5. მერე ვფიქრობ რამე ხო არ გამომრჩა, არადა არც სწრაფად წამიკითხავს და რამე.. რავი ვერ მივხვდი სამწუხაროდ ამ წიგნში რა არის განსაკუთრებული ნაღდად... ხო სევდა, სევდა, სევდა ეს მეც ვიცი, მარტოობის სევდაც ვიცი რა არის ყველანაირი სევდა მესმის მაგრამ რავი ამის გამოა ეს წიგნი 5 დან 5 ის? ნამდვილად ვერ ვიტყოდი((
Profile Image for mery.
85 reviews1 follower
May 9, 2019
ადამიანად ყოფნის სევდა
Profile Image for Nino Meladze.
580 reviews14 followers
February 18, 2023
დამაფიქრა, დამასევდიანა მაგრამ ასევე ბევრჯერ გამაღიმა.
Profile Image for kate.
202 reviews41 followers
September 21, 2019
ყველა ადამიანის ტკივილს და დარდებს იტევს ეს პატარა წიგნი...
Profile Image for Misoust.
96 reviews
April 18, 2020
"- რა გადარდებს?
- მარტოობა მადარდებს. ადამიანი ხშირად ხალხშია, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობს თავს. ზოგჯერ თავის თავიც ეუცხოება, საკუთარ თავს გაურბის, რატომ ხდება ეს? არ ვიცი, საიდან მოველით ან სად მივდივართ, არც ეს ვიცი."

'' - რა არის სიცოცხლე?
- სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
- სიკვდილი?
- სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.''
Profile Image for Sophio.
56 reviews
April 28, 2023
ჩოხელს, ვერ ვაკადრებ დაბალ შეფასებას.

მომწონს ჩოხელის წერის სტილი, თუ როგორ აღწერს გრძნობებს, საგნებს და ზოგადად ადამიანებს.♥️

"ადამიანთა სევდა"-ში რაც ყველაზე მეტად მომეწონა, ამ წიგნში ჩაქსოვილი პატარა მოთხრობებია.

ამ წიგნით ჩოხელი ყველა დარდს,ტკივილს და სიხარულს ეხმიანება.♥️

მადლობა მას, ამ წიგნის დაწერისათვის.♥️

"სიცოცხლეა, როდესაც აღწევ დასახულ მიზანს!"✨
Profile Image for Gio Kaxniashvili.
4 reviews
Want to read
June 25, 2020
გენიალური და ძალიან კარგი წასაკითხია, ერთ ერთი ფავორიტია ჩემთვის ეს ნაწარმოები 💚💚💚
Profile Image for anano.
89 reviews2 followers
December 22, 2022
მიმასევდიანა ( ყველაფერზე მინდა ისე ვილაპარაკო, როგორც ვხედავ და როგორც განვიცდი )
4 reviews
May 17, 2023
“-მე მინახია როგორ ჰყვაოდნენ იები მიწიდან ამოჩრილ კაცის ძვლებში. სიცოცხლეში რომ ეკითხათ ამ ძვლების პატრონისათვის, რას ინატრებდიო, ალბათ ვერც ინატრებდა ასეთ რამეს. მე კი ვინატრებდი.” 💜
5 reviews
July 10, 2023
წიგნი რომელიც გიჩენს სურვილს რომ,ხშირად წაიკითხო ასეთი საინტერესო ნაწარმოები და გაეცნო ქართველ მწერლებს.
Profile Image for Nato Kontridze.
23 reviews
August 12, 2023
 

დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის
Profile Image for Sablabla.
10 reviews
January 1, 2026
საუკეთესო ქართული ნაწარმოები ჩემთვის. აისერიო, მისერიო, მისერ…
1 review
January 16, 2025
სული ჩამიკოცნა ბატონმა გოდერძიმ. მადლობა უდიადესო ადამიანო-მოთხრობავ!
Profile Image for Annie.
5 reviews
August 3, 2013
ძალიან, ძალიან მომეწონა!
Displaying 1 - 30 of 31 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.