Jump to ratings and reviews
Rate this book

მდინარეს თევზები შეჭამენ

Rate this book
დებიუტანტი ავტორის თამარ სუბელიანის „მდინარეს თევზები შეჭამენ“ პოსტმოდერნული ნაწარმოებია, სადაც მოქმედება რამდენიმე სიუჟეტურ ხაზად ვითარდება თანამედროვე დროში. წიგნის მთავარი პერსონაჟი, მიწისა, წარუმატებელი მწერალია, რომელიც რომანის დაწერას ცდილობს. ნაწარმოების დასაწყისში მთავარი მოქმედი პირის ცხოვრება და შემოქმედება გამიჯნულია ერთმანეთისგან. მიწისას ცხოვრება დანახულია და წარმოჩენილია რამდენიმე პერსპექტივიდან: შიგნიდან (მიწისა თავისი წარსულის შესახებ პირველ პირში მოუთხრობს მკითხველს) და გარედან (მიწისა შესახებ ყოველისმცოდნე ავტორი წერს); ამასთანავე, მიწისა წერილებს უგზავნის საყვარელ კაცს, რითაც უარყოფს ყოველ სხვა მკითხველს, გარდა ერთისა. თანდათან მიწისას ბიოგრაფიასა და რომანს შორის ზღვარი იშლება. მიწისას გამოგონილი პერსონაჟები და სიუჟეტები ცოცხლდებიან. თბილისი გარდაიქმნება გაზღაპრებულ თბილისად, სადაც ადამიანების ბავშვობები მათგან დამოუკიდებლად ცხოვრობენ მუზეუმში.

70 pages, Paperback

Published November 1, 2016

3 people are currently reading
65 people want to read

About the author

Tamar Subeliani

5 books8 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
21 (20%)
4 stars
22 (21%)
3 stars
23 (22%)
2 stars
18 (17%)
1 star
18 (17%)
Displaying 1 - 16 of 16 reviews
Profile Image for Mindia Arabuli.
Author 2 books75 followers
February 26, 2017
მემგონირომ ვიცი რაცაა ამ წიგნის პრობლემა
ფრენკ კონროის ჰქონდა ნაწარმოების გასაგებადობის დიაგრამა რომელიც დაახლ. ასე გამოიყურება თუ სწორად მახსოვს :

description

მაჩვენებელი მოძრაობს რკალზე და რაც მეტად გასაგებს ხდი ტექსტს, მიდის მარცხნივ, რაც მეტად გაუგებარს, მიდის მარჯვნივ. გასაგები რატომ უნდა გახადო, ეგ გასაგებია. :v
მარა გაუგებარი რატომ უნდა გახადო ტექსტი?
რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ერთი ის, რომ გინდა იმდენად დახვეწილი ფორმებისა, ემოციებისა და ცნებების შექმნა, რომ გიწევს მკითხველის გონება ასოციაციურ დონეზე ამუშავო და შენი პოეტური პროზით მასში აღძრა ემოციების გარკვეული კომბინაცია, რაც, თავისმხრივ იქნება შენი, როგორც ავტორის საბოლოო პროდუქტი. რაც უფრო მეტად ცდილობ ამას, მით უფრო მიდის კონროის სქემის მარჯვენა მიმართულებით ტექსტი. მემგონირომ ეს წიგნი სწორედ ამას ცდილობს და ძალიან ძალიან ახლოს ჩერდება იმ საზღვართან, რის შემდეგაც პირადი დღიური იწყება. გვაქვს მეორე პრობლემა - ამ მიზნის მიღწევას ავტორი ცდილობს ცაში გასროლებით. "ეგება ამან მაინც გაამართლოს" -ებით, რის გამოც ტექსტში სტრუქტურის არარსებობა არა განზრახ ნაგულისხმევ მიდგომად, არამედ ბოლომდე არმიყვანილ საქმედ აღიქმება. ალბათ, როცა თავად გადაიკითხავს, არ ექნება ეს ბარიერი, რაკი მისსავე გონებაში ჩამოყალიბდა წიგნი, მაგრამ სხვა მკითხველისთვის, რომელსაც ან არ აქვს სათანადო ემოციური ფონი, ან არ აქვს ის გამოცდილება, რაც წიგნში ნაგულისხმები ემოციების წარმომშობია, ძალიან შემშლელი იქნება ის, რაც არ ჩანს, ან ის რაც ჩანს მაგრამ არაა საჭირო რომ ჩანდეს. რაც, ჩემი აზრით, არაა კარგი, რამეთუ თუ წიგნი მოითხოვს მხოლოდ სათანადოდ შემზადებულ დ სათნადო ცხოვრებაგამოვლილ მკითხველს, ის წიგნი ერთი ფეხით პირად დღიურში დგას. თან იმას არ ვამბობ, რომ სიუჟეტი იყო გაუგებარი ან მხატვრული სახეები და იმიტომაა იმ პირადდღიურობაში, ემოციების მოწოდების მცდელობას ვგულისხმობ. წიგნის თემები სამყაროში დაწერილი ტექსტების ნახევარში მაინცაა, მაგრმ ეგ პრობლემა არაა, რამეთუ ამ შემთხვევაში პერსპექტივა, point of view-ია უფრო მნიშვნელოვანი, რასაც ხელს უშლის გადაზედმეტებული აღწერა იმისი, რისი აღწერაც შეიძლებოდა არა ბევრი, არამედ ზუსტი სიტყვებით, მაგრამ ეგ უკვე ამ წიგნის მეორე პრობლემაა.
კარგი მხატვრული სახეებიც იყო tho
Profile Image for la Maga De Rayuela.
139 reviews32 followers
December 20, 2016
ვინაიდან ავტორს ვიცნობ (შორიდან და თვალმოკვრით) და პატივს ვცემ მის განცდებს, ძალიან მინდოდა მომწონებოდა მისი სადებიუტო წიგნი "მდინარეს თევზები შეჭამენ", მაგრამ არ გამო(მი)ვიდა. ჯობია, სტატუსების კითხვა გავაგრძელო.
Profile Image for Beka Adamashvili.
Author 2 books425 followers
January 3, 2017
ვერ მივხვდი. მათ შორის ვერც იმას, რას ვერ მივხვდი. ცალ-ცალკე აღებული მონაკვეთების ნაწილი სასიამოვნო საკითხავია, მაგრამ საბოლოო ჯამში, თითქოს ერთ ჩარჩოში არაა მოქცეული. ან თუ არის, იმდენად ბუნდოვანი ჩარჩოა, რომ საერთო სურათს ვერ ერგება.

შესაძლოა, უბრალოდ, ჩემშია პრობლემა, რადგან ზოგადად პოეტური სტილის პროზა მაინცდამაინც სულის კივილს ვერ იწვევს ხოლმე ჩემში :3
Profile Image for Davit.
39 reviews22 followers
March 1, 2017
მაგისტრატურისთვის ხელახლა წავიკითხე, პატარა პრეზენტაციაც გავაკეთე ამ წიგნზე. ფრიად საინტერესო საკირკიტოა ლიტერატურის თეორიაში გარკვეული მკითხველისთვის - რას არ იპოვი აქ, სხვადასხვა ხერხებს, ბლომად, დახვავებულს. ამიტომ, მადლობა ავტორს - საანალიზოდ კარგი მასალა მომცა. მაგრამ - მკითხველისთვის მთლიანად ჰერმეტული ტექსტია, თითქოს საგანგებოდ დახშული, ახლოს არ უშვებს - ვერცერთ ძაფს თუ ხაზს ვერ მოეჭიდები, რადგან ისინი განზრახ გაწყვეტილია. მე მგონი, საქმე გვაქვს "ბანალურობის შიშთან" - როდესაც ავტორს (ალბათ, დებიუტანტობის/გამოუცდელობის გამო) ეშინია, რომ ტექსტი ბანალური არ გამოუვიდეს და ამიტომ, შეძლებისდაგვარად ხლართავს, ხლართავს, ართულებს. მე კი მგონია, რომ ბანალური ამბავი საერთოდ არ არსებობს (ან კიდევ - ყველა ამბავი ბანალურია). მთავარია, როგორ არის დაწერილი. ჰოდა, წარმატებები შემდეგი წიგნის წერაშ.
Profile Image for niyvi.
14 reviews
July 7, 2024
ლამაზი და სასიამოვნოდ წასაკითხი წიგნი იყო. მონაკვეთებს ხშირად ვამსგავსებდი იმ ტექსტებს, რასაც ჩემთვის ვწერ ხოლმე დღიურში, იდეებს ან ფორმებს, უკონტექსტოდ, ოღონდ ასეთი დახვეწილი და მხატვრული მე არ გამომდის ხოლმე. ავტორის მხრიდან სითბოს და მზრუნველობას ვგრძნობდი პერსონაჟების მიმართ.
ჩემი აზრით, ტექსტს შეკრულობა, სისრულე აკლდა და მიმოფანტული და მოფარფატე მეჩვენა ისტორიები.
რევიუს დაწერისას შინაარსზეც მინდა ხოლმე რომ ვთქვა რამე, მაგრამ მგონი თვეები გავიდა რაც წავიკითხე და უკვე აღარ მახსოვს. ისე კი ამ ეპიზოდის ამოწერა კითხვისას გადავწყვიტე, მიწისა თავის წერილში სიზმარს რომ უყვება ნოას:

"...თანდათან იცვლება, იზრდება ის ქალაქი, ამჯერად მეყვავილესაც გადავაწყდი მის ქუჩებში ოღონდ უყვავილოდ. რაღაც შენობას ვეძებდი და რომ ვერ ვიპოვე, ისევ ზღვაზე გავედი. მიკვირდა, სიცივის მიუხედავად წყალში რომ შესულიყო ხალხი. უცებ თქვი, რომ ჩვენც უნდა შევიდეთ. გამიკვირდა, ან ცხვირი სად დაიწვა, ან მხრები, აქ ხომ ასე ცივა-მეთქი. ვერ გითხარი, რომ ცურვა არ ვიცი, შემრცხვა. ვერ ვთქვი ბავშვობაში დახრჩობას რომ გადავურჩი და მას შემდეგ ყოველ წელს მივდივარ პლაჟზე და ზოგჯერ კოჭებსაც არ ვისველებ. ასე შევედით ზღვაში. წყალზე გავწექით. შენ თქვი, რომ მზის ჩასვლამდე შეგვიძლია ასე ვიტივტივოთ, მერე კი მშვიდად დავეშვათ ფსკერზე. არც ის მითქვამს რომ სიკვდილი არ მინდოდა.
სევდით,
მიწისა."
Profile Image for Kristina Surguladze.
82 reviews26 followers
November 11, 2018
თამარ სუბელიანის "მდინარეს თევზები შეჭამენ" პირველად მაშინ წავიკითხე, როცა სულ რაღაც ერთი დღის გამოსული იყო. ასე მალე იმიტომ რომ მურაკამის გამო სუბელიანზე თავიდანვე შეყვარებული სასტავი ს��ლმოუთქმელად ველოდით მის დებიუტს. მითუმეტეს რომ თავიდან წიგნის მთავარი პერსონაჟივით დაემართა და პირველ ჯერზე დაბეჭდვაზე უარი უთხრეს.


უკან რომ ვიხედები, მაშინაც კი მომეწონა ეს წიგნი, მაგრამ ალბათ გვარიანი ჩერჩერტი ვიყავი, რაღაცების უკეთ აღსაქმელად და დღესდღეობით, როცა, შეიძლება ითქვას, იმდენად ჩერჩეტი აღარ ვარ და პოსტმოდერნიზმს, ასეა თუ ისე, ვეჩალიჩები ხოლმე, ამასაც ხელახლა დავეკირკიტე.


ერთი ჩემთვის ძალიან ძალიან ძვირფასი ადამიანი ამბობს, რომ ორი სახის კითხვის პროცესი არსებობს: ინტიმური, როდესაც შესაძლოა უბრალოდ თავს იქცევ და ეს თავის შესაქცევი წიგნი იყოს თუნდაც რაღაც საშუალო დონის რომანი, რომელსაც პლაჟზე წამოგორებული წაიკითხავ (პერიფრაზს+მე) და მეორე - ჰერმანევტიკული, როცა კითხვაში მთელი შენი გონება უნდა ჩართო და სიამოვნება უნდა მიიღო დეკოდირებითა და თუნდაც შენეული ინტერპრეტაციით (ასევე პერიფრაზს+მე). ამ წიგნის შემთხვევაში, პირველი მეთოდი ნაკლებად ამართლებს.
რომანის გამოხმაურებებში წამიკითხავს, რომ ავტორს შეეშინდა ბანალურობის და ტექსტი ზედმეტად ჩახლართა, რომ ჩარჩოებში მოაქცია, ალბათ მხოლოდ თვითონ ესმის, რაც წიგნში ხდება და ასე შემდეგ... ალბათ იგივეს გავიმეორებ, რასაც ვიმეორებ ხოლმე, მაგალითად მაშინ, როცა ვამბობ, რომ ფოლკნერი არ წერს გაუგებრად, უბრალოდ ყური უნდა დაუგდო იმას, რასაც კითხულობ. შენ თავს და ავტორს ერთად უნდა უსმინო და ერთი წამითაც კი არ უნდა გაეთიშო ტექსტს. ფოლკნერი ბევრს არ უყვარს, მაგრამ ამით მის ფოლკნერობას არაფერი აკლდება. ასევე ჯოისსაც არ აკლდება არაფერი თუ მავანი ფიქრობს, "აბდა-უბდები" წერაო.
შეიძლება თამარ სუბელანის ამ წიგნის ამბავი არ არის რაღაც ახალი და არის უბრალოდ მორიგი სიყვარულისა და სევდიანი გოგონას ისტორია. და კიდევ ათასი ბლა ბლა ბლა (“იყო და არა იყო რას” სტილით დაწერილი, შესაძლოა მართლაც ბანალური ყოფილიყო) , მაგრამ სტილი, რომელიც თამარს აქვს აღებული, გაუგებარი და სულელური კი არა, ძალიან მაგარია, სულ რომ თავი დავანებო მის რაღაცნაირ ლექსიკას და სიტყვათა შეხამებებს, რომლებიც იმდენად ინდივიდუალური და მისი პირადია, რომ ყველგან იცნობ მერე, თუ დაამუღამებ.
რა თქმა უნდა, ლამაზიცაა.


მოკლედ, სუბელიანის სუბელიანობას, ცუდი შეფასებებით და მკითხველის მიუხვედრელობით არაფერი აკლდება.
რაც შეეხება ტექსტს.
როგორც ერთი ძალიან ჯიგარი ლიტერატორი წერს, აღიარებულია, რომ ნაწარმოების არსი ავტორისეული ინტენციის თანადიაო. თუმცა მერე მოგვეძალა სხვადასხვა შეხედულებებიც, რომ ტექსტს უნდა მოვაშოროთ ავტორი და ვეძიოთ და შევაფასოთ მხოლოდ ტექსტი. რომ ავტორი მოკვდა.(!!!) დააა მესამე, უფრო ნეიტრალური შეხედულების თანახმად, ტექსტი მკითხველს ეკუთვნის და მასზეა დამოკიდებული, რას როგორ გაიგებს. ამ მცირე რომანს, პრინციპში, სამივე შეიძლება მოვარგოთ.
პირველის თანახმად, ეს წიგნი დაიწერა იმიტომ, რომ თამარს ჩვენთვის (ან თავისი ერთადერთი მკითხველისთვის) მოეყოლა ამბები, რომლებზეც ფიქრობდა, რომ მოყოლა ღირდა. ასე ვთქვათ,თავი გაიპერსონაჟა და თავს მოგვახვია თავისი აზრები, შეხედულებები, ისტორიები, ამბები, რომ ჩვენ დაგვენახა ავტორისეული ჩანაფიქრი.
მაგრამ, თუ მკითხველები დავივიწყებთ სუბელიანს, როგორც ცალკე აღებულ პიროვნებას და ყურადღებას არ მივაქცევთ მისი, როგორც ავტორის ჩანაფიქრებს და არც იმას, რომ თავის ამბებს გვიყვება, ხელში შეგვრჩება პოსტმოდერნისტული რომანი, სადაც სიუჟეტს განსხვავებულად, სხვადასხვა პერსპექტივიდან მოგვითხრობენ, ხან ავტორი და ხან მიწისა. ამას ემატება მიწისას წიგნი "მ.თ.ნ.ს" და წერილები, რომელსაც მიწისა ნოას, მამრობითი სქესის მთავარ ნიშანს, წერს და რომელიც, მგონი, ყველაზე მეტ რამეს ჰფენს ნათელს. მეორე თურმეობითში ნანახი სიზმრების ნაგლეჯები, ზუსტად ისეთივე დაულაგებელია, როგორც ავტორი წერს, რომ მიწისა იყო. ხანდახან მიწისას აქვს სიუჟეტი , მაგრამ არ ყავს პერსონაჟები, ან ყავს პერსონაჟები და არ აქვს ამბავი, ან აქვს მხოლოდ სათაური და აღარ აქვს სიტყვები და ა.შ.
სიმბოლურია სიტყვების გაქრობის ამბავი წიგნის პერსონაჟის წიგნში. მგონია, რომ პირველი სიტყვა, რომელიც ქრება "ფერისცვალებაა." საინტერესოა ბაბუების გაერთკაცება, საყვარელი მამაკაცის არსის გაყოფა ორ ნაწილად და ფიქრი იმაზე, რომ “შენი წილი” გალიაში ჰყავს გამომწყვდეული, რომ ვერ მოერიო და მთლიანად არ ამოხაპო მისი მარტოობა შენი სიყვარულით,სახელის გადარქმევა გაბრაზებულ მდგომარეობაში, რომ აბსოლუტურად სხვა ადამიანად აქციო, “არა” ჩამორთმეული ბიძაშვილი მიდებმოდებაძეები, ის მეორე, უმნიშვნელო კაცი, სიტყვებისაგან დაცლილი სახლი, ადამიანები, რომლებსაც სული კი არა მდგომარეობა უდგათ, ადამიანები, რომლებსაც თავის ბავშვობა ეყოფათ და ცალკე იწყებს არსებობას, დანაპირსარმიხსნიდა, როგორც პიროვნება და ა.შ.


როგორც თავად ავტორი ამბობს ზღვარწაშლილ ეპოქში ვცხოვრობთ და შეეძლო ლიტერატურად ექცია მხოლოდ თავისი სიზმრებიც კი. პრინციპში, ასეც იქცევა და თუ მკითხველი დაივიწყებს, რომ იცის, სუბელიანსაც თავისი პერსონაჟივით მხედველობის პრობლემა აქვს და იმ მონაკვეთის ამოკითხვისას, სადაც მიწისა წერს, სიზმრები იმიტომაც მიყვარდა, მკაფიოდ ვხედავდიო, შეეშვება “აიიიი, თვითონაა პერსონაჟი”-ს ძახილს მაშინ სულ სხვა კუთხით და ახლებურად აღიქვამს ტექსტს.
მოკლედ, ჩემი რჩევაა მოკლათ ავტორი, სანამ კითხვას დაიწყებთ.

ჰო, ეს ზღვარწაშლილეპოქაობა წიგნშიც რომ ატყდება და მიწისას ცხოვრებაში თავისი წიგნის სიუჟეტი გადმოდის და მიწისა თავისი საკუთარი პერსონაჟი ხდება - ცალკე კაიფია.

და თუ მესამე შეხედულებით, როგორც თავში ვთქვი, მეც მეკუთვნის ტექსტი, როგორც მკითხველს, აუცილებლად ვიტყვი,თვალების ამომკორტნელი ყვავებიც, მაგრამ მაგაზე მეტად მიწისას და მეეზოვის “ერთიანობა” მთლიანად მურაკამის გავლენა მგონია. მეეზოვე ეუბნება მიწისას, რომ მას შეუძლია მეეზოვის სიკვდილს გზა აუბნიოს. ასეც ხდება, მეეზოვე ცოხცალია მანამ, სანამ მიწისა ფიქრობს. მოგვიანებით, მიწისას სიკვდილი მხოლოდ სამ სიტყვაში ჟღერდება: “აღარ იყო ამქვეყნისა”, სამაგიეროდ კაშაკაშებს მეეზოვის სიკვდილში, რომელიც ნათელია, იმიტომ მოკვდა, რომ აწ უკვე მკვდარმა მიწისამ მისი სიკვდილისათვის თავგზის აბნევა ვეღარ შეძლო. ეს ძალიან მაგონებს, კაფკა-ნაკატას გაყოფილობას და მგონი, მიწისას ან მეეზოვეს, რომელიმეს ნახევარი ჩრდილი ექნებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, მეეზოვის სიკვდილი ისეთივე სიმბოლურია, როგორც ნაკატას სიკვდილი.
მოკლედ, გირჩევთ ყურადღებით გადაიკითხოთ ეს წიგნი და შეეშვათ ძახილს, რომ მხოლოდ პირადი დღიურია. მე კიდევ ძალიან ველი თამარ სუბელიანის ახალ წიგნებს და იმედი მაქვს უკეთესებს და უკეთესებს დაწერს. რაც მთავარია, მიმდინარეობა და სტილი არ უნდა დათმოს, არავითარ შემთხვევაში.
Profile Image for Tami Murvanidze.
55 reviews6 followers
November 16, 2017
"ადამიანებს მუცელში ჰყავთ გადგმული უიმედობის ხე , გამოზარდეს , თავიანთი სასოწარკვეთისთვის იცხოვრეს , რადგან სხვა არაფერი მოეჩვენათ ღირებულად , სხვა ვერაფრისთვის მიიჩნიეს თავი ღირსად."
April 8, 2022
4.5
უზომოდ ლამაზად წერს, დიდ სევდას აქსოვს, გარკვეულწილად უცნაურიცაა და სიზმრისეულიც, მომწონს ეს თავისებური პროზაული პოეზიაც.

არის ძალიან კარგი, ისეთი როგორიც არის.
Profile Image for Dia.
74 reviews23 followers
February 7, 2017
ცალ-ცალკე აღებული პასაჟები კარგია. რამდენიმე ადგილი მოვინიშნე კიდეც. ზუსტადაც რომ ამ მონიშნული ადგილებისთვის ვწერ 4 ვარსკვლავს.

ხშირად გაუგებარი იყო ვის ახსენებდა მთხრობელი და ვის ეხებოდა კონკრეტული მონაკვეთი, როცა მოქმედ გმირებს მიმართავდა როგორც "ამას" და "იმას".

საერთო ჯამში, უკეთესს ველოდი. თუმცა, სადებიუტო ნამუშევრისთვის ცუდი არ ყოფილა.
Profile Image for Vakho Karallioki.
11 reviews2 followers
February 11, 2017
ისეთი წიგნია, სულში რომ გიძვრება და ხელებს გიფათურებს. მარტივად გეკითხება და ყოველი იმ წინადადებების მონიშვნა, გადაწერა გინდება რასაც კითხულობ. ისეთია, განწყობა რომ არ სჭირდება და შეგიძლია ყოველ სეზონზეც კი იკითხო გაუჩერებლად (თუ გნებავთ ყოველთვიურადაც კი). დღეს მეორედ დავიწყე კითხვა და დამთავრება მენანება. მთელი დღეა ვწელავ ამ პატარა წიგნუკას და მდინარეს თევზების შეჭმას არ ვაცლი!
Profile Image for Nini .
6 reviews
Read
January 5, 2017
ვერაფერიც ვერ გავიგე :///
Profile Image for Waldo.
287 reviews1 follower
December 3, 2021
ზოგჯერ ზუსტად ასეთ ტექსტთან შეხვედრაა საჭირო: პოეტურობა, ბუნდოვანი სიუჟეტი, გაურკვეველი სათქმელი და აურაცხელი ლამაზი წინადადება.
აქ არიან სიტყვები, რომლებიც ყოველდღიურად არ გვესმის და ძალიან გვენატრება და აქაა განცდა, რომ მაგიდაზე ვიღაც უცხოს გადაშლილი დღიური დარჩა და ჩვენ ამ დღიურის კითხვა დავიწყეთ. როცა დავასრულეთ, გაგვახსენდა, რომ ჩვენია.
(რაკი ტექსტი მეტისმეტად გაურკვეველია, სავარაუდოდ ვიგებთ ჩვენი პიროვნებიდან გამომდინარე და სრულიად სუბიექტურად).
Profile Image for Ana.
54 reviews2 followers
July 29, 2024
ალაგ-ალაგ მონაკვეთები ლამაზი იყო, მაგრამ შეუკვრელი და დაბნეული იყო მთელი წიგნი ჩემთვის. მიუხედავად ავტორის მცდელობისა, გულთან ახლოს არ მოვიდა ის განცდები, რომლებიც გადმოცემული იყო.
Profile Image for Mariam Khrikuli.
10 reviews6 followers
March 7, 2017
მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ტკივილის განცდა მაიძულა. ეს სიტყვები, ეს პერსონაჟები, თითოეული მათგანის სულის კივილი იმდენად ღრმად ვიგრძენი, რომ მელანქოლიის სამყაროს ყველაზე ბნელ, საშიშ ადგილას შევდგი ფეხი. მომეწონა წიგნი, მაგრამ მასში, ჩემდა სამწუხაროდ, ისეთი განცდა ვერ ვიპოვე, რაც ჯერ არ განმიცდია, რასაც მუდმივად არ განვიცდი.
მიყვარს მე თამი, თავისი სევდებით, თავისი სიტყვებით, თავისი გამოუთქმელი ტკივილებით, რომლებსაც თბილი ღიმილის უკან მალავს. მალავს და არის. მდინარეს თევზები შეჭამენ, მაგრამ
ნუ მისცემ სიტყვებს შენი დახრჩობის უფლებას, მიწისა!:3
Profile Image for Salome Nodia .
86 reviews7 followers
Read
February 6, 2017
ნაწარმოებმა "მდინარეს თევზები შეჭამენ" პირველად პატარა ფრაზით მიიქცია ჩემი ყურადღება და სამწუხაროდ მხოლოდ ასეთი ფრაზებით თუ შემორჩება ჩემს მეხსიერებას. მართალია ზოგიერთი მონაკვეთი კარგია და სასიამოვნოდაც იკითხება თუმცა მისი მთლიან ნაწარმოებად გააზრება ნამდვილად პრობლემური იყო ჩემთვის.
Displaying 1 - 16 of 16 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.