წიგნი მოიცავს გოგლა ლეონიძის საუკეთესო ლექსებსა და პოემებს, რომლებიც 1917 წლიდან პოეტის გარდაცვალებამდე (1966 წ.) იქმნებოდა. ესაა ორიგინალური სიტყვათქმნადობითა და ქართული ენის უღრმესი შეგრძნებით შექმნილი პოეზია, რომელსაც უნიკალური ჟღერადობა, ხატოვანება და სიმსუყე ახლავს და არასოდეს აგერევათ სხვა პოეტის ლექსებში.