1864 წელს დაჰკრა საქვეყნოდ სასიამოვნო საათმა და გამოაცხადა გლეხების გათავისუფლება-ბატონ-ყმობის გადავარდნა! ხალხის ერთი მხარე-გლეხკაცობა და მათი თანამგრძნობელნი გატაცებულნი იყვნენ სიამოვნებითა და მეტის-მეტად გადაჭარბებულს სარგებლობას და სიკეთეს მოელოდენენ ახალის წესებისაგან.მეორე მხარე-მებატონეები კი გულის კანკალით უყურებდნენ იმ დამოკიდებულების მოსპობას, რომელიც საუკენეობით არსებობდა ბატონსა და ყმის შუა...
Alexander Kazbegi (Georgian: ალექსანდრე ყაზბეგი, Aleksandre Kazbegi) (1848–1893) was a Georgian writer, famous for his 1883 novel The Patricide.
Kazbegi was the great grandson of Kazibek Chopikashvili, a local feudal magnate who was in charge of collecting tolls on the Georgian Military Highway. Alexandre Kazbegi studied in Tblisi, Saint Petersburg and Moscow, but on returning home, decided to become a shepherd to experience the lives of the local people. He later worked as a journalist, and then became a novelist and playwright. In his later life, he suffered from insanity. After his death in Tbilisi, his coffin was carried across the Jvari Pass to his hometown of Kazbegi (now renamed Stepantsminda), which also preserves his childhood home as a museum in his honor.
His most famous work, the novel The Patricide is about a heroic Caucasian bandit named Koba, who, much like Robin Hood, is a defender of the poor. Koba has nothing but contempt for authority, a proclivity towards violence, and a firm belief in vengeance. Kazbegi's work was a major inspiration to Iosif Jughashvili, later known as Joseph Stalin, who used Koba as a revolutionary pseudonym.
Alexander Kazbegi Gürcistan edebiyatının önemli aşamalarından birini oluşturan bir yazar, Gürcü realist romancılığının öncüsü olarak kabul ediliyor. Gürcü edebiyatının en önemli ismi olan Shota Rustaveli'nin 12. yüzyılda gösterdiği etkiyi Alexander Kazbegi de 19. yüzyılda göstermiştir. Eserleriyle Gürcü halkının en sevdiği yazarlardan biri olmuştur.
Kazbegi, Elguca ile Mzağo romanında Gürcü yiğidi Elguca ile Çerkes güzeli Mzağo'nun aşklarıyla birlikte Gürcü halkının Çarlık Rusyası'nın baskılarına ve zulümlerine karşı direnişlerini konu ediniyor.
რეალურად, ამ კრებულის ბოლოს რომ სულ-სულ პატარა მოთხრობა “ნინოა”, ის წავიკითხე ახლა პირველად. ჰოდა, სალომეებს თუ ოსკარ უაილდი გყავთ, მე ალექსანდრე ყაზბეგი მეყოლება დღეიდან!
კაცმა რომ თქვას, ამ ადამიანთან, გამართული ფრანგული მეტყველება თუ ინტელიგენცია მეცხვარეობაში მატერიალიზებულ ფსიქიკურ აშლილობებში რომ გაეცვალა, მშვინვიერის სიახლოვეს ჯერ კიდევ მეექვსე კლასიდან ვგრძნობდი, მას შემდეგ, რაც “ნამწყემსარის მოგონებანი” სპექტაკლად დავდგით და საკუთარ თავზე ავიღე, წარმომეთქვა მისი სიტყვები: „გადავწყვიტე მეცხვარეობა დამეწყო და ამ ხელობის შემწეობით მომევლო მთა და ბარი, გამეცნო ხალხი და გამომეცადა ის შიში და სიამოვნებით სავსე ცხოვრება, რომელიც მწყემსს განუშორებლად თან სდევს. მე თვითონ, როგორც მთის კაცს, მყვანდა რამოდენიმე ცხვარი, ცოტაოდენი კიდევ ზოგიერთს მიწებში გაცვლით მოვაგროვე, მივუმატე ჩემს ფარას, ავიღე ჯოხი და თოფი და ამგვარად შევიქენ მეცხვარე“.
ნინოც, შთამბერავივით, ტრაგიკული პერსონაჟია, რომლის სამოქმედო არეალიც თავიდანვე ტკივილით იხატება დედამისის სიტყვებით: “ნეტა მე ვიქცე შეშად, რომ გაგათბოთ, ნეტა მე ვიქცე პურად, რომ გაგაძღოთ!..” მაგრამ ალექსანდრე ყაზბეგი ის ადამიანია, საგავრეულო სახარებისა და დედის ქირმანის შალის სანაცვლოდ მიღებულ 15 მანეთად მაიმუნი ჟაკო რომ უყიდია. ნინოც კალკირებული ცეცხლის ფონზე, “უფრო თვალის მოსატყუებლად, სანამ გასათბობად” რომ ბჟუტავდა, უგმირო ტრაგედიასთან გამკლავებას ხინა თოჯინებზე ფიქრით ცდილობს და მშიერ ძმებს ბედნიერების წამებს ლექსებით, ხელოვნებით, უქმნის.
არც ეს ბედნიერებისათვის ბოლო ადამიანური გაბრძოლება შეერგოთ. წარღვნა, კაკუნი კარზე, უცხო კაცი - როგორ ჰგავს, არა, ბათუ აფხაზის კარზე ზნედაცემული საფარ-ბეგის გამოჩენას? მაგრამ მახია გოდერძიანთი არ აპირებს, უყუროს, თუ როგორ “დორბლიანის და მხეცურის წადილით დამახინჯებული ტუჩებით ლოშნიდა” ოტკისსუნიანი რუსი სალდათი “ლამაზ ნინოს” და ტყვიის მოციქულობა მაინც ბათუსეული ზნეობის დემონსტრირებით დაასრულოს, რადგან „ის დალოცვილი მღვდელი ხშირად მარიგებდა ხოლმე, რომ მტერსაც პატივება უნდაო. მეც ვამბობ, მაგრამ მაგას მარტო ენა ამბობს და გულში კი სხვა ბალღამი ტრიალებს“. ქართლის დედის ფლუიდებს გამოსცემს ქალი, რომელიც ქალიშვილის დასაცავად “მისწვდა ქმრის დაჟანგებულს ხანჯალს, გააძრო ქარქაშიდგან და ანგარიშმიუცემლად, თუ რასა შვრებოდა, ძალზედ ჩასცა გამხეცებულს სალდათსა”.
რამდენჯერაც ასეთივე ძლიერ ქალად მოვუნათლივარ ვინმეს, იმდენი გამკვირვებია, რადგან სინამდვილეში მყიფე, წარღვნის წინაშე და-ძმების ლექსებით გამრთობი, “არასერიოზული კაცი”, ნინო ვარ, რომელსაც ბოროტება “თავის დახეთქილს და უმსგავსო ხელებში [მჯიჯღნის]” და სონია მარმელადოვას ფონზე გულში მარადიულ კითხვას მითესავს: "ამქვეყნად ვის უნდა ეარსება, ანუ, ლუჟინს ეარსება და სისაძაგლენი ჩაეედინა, თუ კატერინა ივანოვნა მომკვდარიყო?" ვატყობ, ჩემს ბედს (გაქცეული, თოვლში ჩავეფლობი, თუ მეცხვარის ტყაპუჭში გამოწყობილი, დავტკბები შიშისა და სიამოვნებით სავსე ცხოვრების ტანდემით) ის გადაწყვეტს, თუ რა პასუხს გასცემთ მოთხრობის ბოლოს თქვენ და ალექსანდრე ყაზბეგი კითხვას:
“მაგრამ ღმერთმა იცის, რა ერჩივნა ნინოს” სამუდამოდ განსვენება, თუ ცხოვრება, რომელიც, ვინ იცის, კიდევ რა განსაცდელს შეამთხვევდა?”
ბევრს არ დავწერ. ყაზბეგს არ უხდება ბევრი წერა და თან თავიც არ მაქვს. დღეს ,,ელგუჯა" დავამთავრე, მერე ,,ნინო" მივაყოლე. ახლა ვზივარ და ვფიქრობ, რატომ აირჩია ასეთი გზა ავტორმა? სასიყვარულო თავგადასავლები რატომ იზიდავს? ბევრი ,,რატომ " არის, მაგრამ პასუხი არა. ნეტავ, ცოცხალი იყოს, ვკითხავდი მაინც.
რომანი იმ პერიოდზე მოგვითხრობს, როცა რუსები ჩვენზე ბატონობდნენ. მკაფიოდ გვიხატავს მათ სისასტიკე, უსამართლობას, ავაზაკობას... ამის ფონზე აღგვიწერს ელგუჯას და მზაღოს სიყვარულს. მომწონს მათი ურთიერთპატივისცემა და ერთგულება. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი მამკაცების 90% ნამუსახდილ ქალს არ მიიღებდა. საერთოდ რა ღირსებაზეა საუბარი, როცა ,,ნაჩალნიკის " მსგავსი ადამიანი შენზე იძალადებს და რუსი ,,ვაჟკაცები " დაგცინებენ. ამის და მიუხედავად, მზაღო, ელგუჯამ არ მიატოვა. ასეთი სუფთა სიყვარულის მწამს და არა იმის, რაც მათიუს გააჩნდა მზაღოს მიმართ. როგორ შეუძლიათ სიყვარულზე იფიცებოდნენ, როცა გტკენენ ან გავიწროვებენ? ამიტომ, მგონია, რომ მათიუს ვნება და საწადელის ახდენა ამოძრავებდა.
ღმერთო, როგორ ვწერ ამ ყველაფერზე? იმ პერიოდში ყაზბეგმა ამ თემებზე დაწერა რანაირად შეძლო? საიდან ჰქონდა ერთ მთიელ კაცს ასეთი ფანტაზია? ყოველი ჯერზე მაოცებს😊
ნინოს კითხვა, რომ დავამთავრე, გული ამიჩქარდა. ბოლოს ეწერა : ,,იქნებ ნინოს ნაადრევი სიკვდილი კარგი იყოო". ქარი ქრის და სახეზე მელამუნება. ვეთანხმები ყაზბეგს. მალე რომ დასრულებულიყოს ძიძიას, ნუნუს და მზაღოს ცხოვრება, იქნებ ასე აღარც ეტანჯათ?!
ბევრ რამეს იპოვით ამ პატარა, შესანიშნავ მოთხრობაში... ხევისა და მთიულეთის ტრადიციებს მოხევეების, მთიულების ერთგულებას, სიმამაცეს,როგორც მოყვარესადმი ისე მტრისადმი ღირსეულ დამოკიდებულებას... სიყვარულის ვნებათა-ღელვას გაუნელებელ თავისუფლების წყურვილს და მისთვის მებრძოლ მთის ხალხს..
ერთი კვირის წინ რუსთავში ვიყავი. სული მეხუთებოდა! აუცილებლობის გარდა, იქ აღარასდროს წავალ იმიტომ, რომ მბოჭავს, ცუდი აურა მოდის ჩემამდე და მეფიქრება... ნეტავ შემეძლოს რაჭაში განათლების მიღება, ნეტავ არსად არ მომიწიოს წასვლა. საოცრად არ მიზიდავს მოგზაურობა, თუნდაც დროებითი.
შემდეგ ვაკავშირებ,
დღევანდელ��ბა, სადაც ყველა თავისი კანონებით ცხოვრობს (დამოუკიდებლობის მოპოვებას ვგულისხმობ) და ძველი დრო, სადაც სისხლის აღება ტრადიცია იყო, 16 წლის გოგოსთვის კი ერთმანეთს ხანჯლებს უფრიალებდნენ წინ(როგორც ფარდას) .
"ხევისბერი გოჩა" რომ წავიკითხე, შევძრწუნდი. მხოლოდ 16 წლის იყო ძიძია(მეც იგივე ასაკის ვარ) და ესმოდა კი საერთოდ რა იყო სიყვარული? მასწავლებელი მიმტკიცებდა, გუგუა არ უყვარდა, უბრალო გატაცება იყოო, მაგრამ მე ვკითხულობ, ვხედავ როგორ ეტრფოდა, სანამ ონისეს შეხვდებოდა. მერე გაცვალა. სასაცილოა, უბრალოდ მეცინება. გადაწყვიტა, გაჰყოლოდა(წინააღმდეგობა არსად ჩანდა) და მერე ვაჰ, მერე... იქნებ ონისეს შემდეგაც ეპოვა სხვა. მოკლედ ბავშვი იყო, რას უნდა ვითხოვდე მისგან, მშვენივრად მომეხსენება მისი გრძნობები. :)
ახლა "ელგუჯას" მივადექი და ვაჰ, ისევ იგივე ასაკი, მაგრამ ამჯერად მზაღო გახდა ყაზბეგის ქვეცნობიერის ნიმუში. ღმერთო, რატომ თამაშობენ ადამიანები თითოეულ საუკუნეში ერთმანეთის გრძნობებით?! რატომ მიისწრაფოდა ის ვიღაც ჯარის უფროსი მატერიალური სიმდიდრისკენ... ბევრი რამ მიტრიალებს თავში, მაგრამ ყაზბეგმა გვითხრა, ელგუჯაც დაივიწყეს და მათიაუცო მე კი ვეტყვი, რომ დრო გადის, კადრები რჩება და ვფიქრობ, ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომლებიც ფიცს გატეხენ, "დედამც შეგირთავს ცოლადას" არაფრად ჩააგდებენ, სხვისკენ სწრაფვის დროს, სულ სხვისკენ გაიწვდიან ხელებს, არ იქნებიან ბედნიერები, იარსებებენ სვიმონის მსგავსნიც და ჩემნაირებიც დაიბადებიან, ზაფხულის გრილ საღამოს, რომ დაჯდებიან და იფიქრებენ, რა არის არსი ამ ცხოვრების? ყაზბეგმა ხომ უამრავი სხვადასხვა ხასიათის პერსონაჟი გაგვაცნო, მათი დასასრულიც გვანახა ჰოდა, როგორები გვინდა, რომ ვიყოთ ჩვენ?
ელგუჯამ თქვა, ერთხელ ვიბადებით და ერთხელ მოვკვდებითო. ჰო, წავალთ, მაგრამ რას დავტოვებთ ეგაა საკითხავი. ჩვენც დაგვივიწყებენ და საუკუნეების შემდეგ, წიგნის არშიებზე ჩვენს მინაწერს წაიკითხავენ, თუ ეცოდინებათ საერთოდ კითხვა.
P.s. ვაჰ ჩემი, რა პესიმისტი ვარ. 🙃 რომანის დინამიკურ თხრობასა და შინაარსის მშვენიერებაზე ვდუმვარ, მხოლოდ პარალელები და ასოციაციები მაფიქრებს.
რუსთავზე იმიტომ მოგიყევით, რომ სიამოვნებით ვიცხოვრებდი სოფელში, სადაც კვლავ იარსებებდა სისხლის აღების ტრადიცია, ოღონდ ქალაქი არა! ოღონდ ეგ არა რა. ადამიანებს ისედაც ყველგან კარგავენ.
რაც აბიტურიენტი აღარ ვარ, მეცხრამეტე საუკუნის ლიტერატურას აღარ გავკარებივარ და გადავჩვეულვარ ყაზბეგის სტილსაც და იმ რადიკალიზმსაც, რომელიც ბავშვობიდან გაორებას იწვევდა ჩემში. ვერ გადავწყვიტე, მომწონს თუ არა ასეთი ფატალური მაქსიმალიზმი, რომელიც ადამიანებს ნდობით, მეგობრობით აუბედურებს, რადგან იმაზე მეტს ითხოვს, ვიდრე ადამიანურ ბუნებას შეუძლია გაიღოს. იდეალისტი კაცი იყო ყაზბეგი, მგონია, მართლა სჯეროდა, რომ შეიძლება ერთი ნახვით ასე ძალიან შეიყვარო, ბრმად ენდო მხოლოდ სიტყვას, თავი გადადო სხვისთვის... ფაქტობრივად თავისი ავტონომიური ქვეყანა შექმნა, სადაც მხოლოდ ძლიერი და ტრაგიკული პერსონაჟები ცხოვრობენ და არაფერი მატერიალური არ ენაღვლებათ. ქვეყანა, სადაც პატიოსნება და სახელია ერთადერთი ღირებულება და სიტყვასა და ქმედებას შორის არავითარი ზღვარი არაა.
კიტა აბაშიძე ორ ძალიან საინტერესო რამეს წერს ყაზბეგზე: მისი ყველა პერსონაჟი პოეტიაო და ძნელად დასაჯერებელია, ასეთი დიდი ნიჭი ასეთი ცუდი ენით რომ წერსო. ჰოდა, სრულიად ვეთანხმები და ამაზე ზუსტს ვერაფერს დავწერ. ერთდროულად რომ თავსდება პოეტურობა და ხისტი ენა ტექსტში - ეს ალბათ მისი მთავარი ხიბლია და მეც ამიტომ მომწონს.
ისეთ დროს წავიკითხე, როცა ჩვენს ქვეყანაში ისევ არეულობაა, ისევ გაერთიანება გვჭირდება, ისევ რწმენა გვჭირდება და ისევ ერთმანეთი გვაძლიერებს.
არადა, მე-19 საუკუნის მოთხრობაა. და მე-19 საუკუნეში მეფის ცენზურამ აკრძალა ეს მშვენიერი ნაწარმოები.
ნაცნობი სიტუაციაა. იმდენად ნაცნობი, რომ რამდენიმე მომენტში ტანში გამცრა. ბატონყმობის თემა და ჩინოვნიკური პრივილეგიებიც კი ნაცნობია, რაღაც მხრივ. როდემდე უნდა მეორდებოდეს ისტორია...
ერთადერთი, რაზეც ვისურვებდი, რომ მუდმივი დარჩეს, მოხევეების წრფელი, სამართლიანი, კეთილი და ვაჟკაცური ბუნებაა. თუმცა, ეგ მაინც თუ იყო ნეტავ ნამდვილი? თუ ყაზბეგმა გამოიგონა, პატარა ნათელი წერტილი რომ მიეცა იმ სამყაროსთვის?
,,…დიდხანს აღარ გაუვლია, როდესაც რუსები საქართველოში დაბინავდნენ და სტუმრად მოსულთ მასპინძლობა დაიწყეს. ხალხის გულშემატკივარნი ზოგნი დაიჭირეს, ზოგნი კი გაიქსაქს-გამოიქსაქსნენ და უპატრონოდ დარჩენილნი კი საკმაოდ დააშინეს…”
,,ერთობა ძალაა, ძალა კი ბედნიერებაა!” ალექსანდრე ყაზბეგი
მოკლედ რომ ვთქვათ, უბრალოდ გენილურია. ალექსანდრე ყაზბეგი ჩემი საყვარელი მწერალია და მისი წანარმოებებიდან "ელგუჯა", "ხევისბერი გოჩა" და "ელეონორა" მაქვს წაკითხული და სამივე უმაგრესი წიგნია.
XIX საუკუნის საქართველოს ძნელბედობა, რუსი დამპყრობლების სისაძაგლე, აკრძალული სიყვარული და ღირსეული ქართველები. ყაზბეგის არაჩვეულებრივი სამწერლობო ენა კითხვის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. P.S. კაცი ერთხელ დაიბადების და ერთხელ მოკვდების...
ყაზბეგი იყო მწერალი,რომელიც ყოველთვის ილაშქრებდა ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგ და კაცობრიობის უდიდეს პრობლემებს მოხევეთა ცხოვრების ყალიბში ასხამდა ხორცს. ❣️🤔
ბრძოლა მჩაგვრელთა წინააღმდეგ, ხშირად, ყაზბეგის გმირთა დამარცხებით მთავრდება, მაგრამ ისინი იღუპებიან ვაჟკაცებად,გმირებად..🙌 თავს დებენ ადამიანურ ღირსებათა დაცვის სამსხვერპლოზე.
ალექსანდრე ყაზბეგი შეეხო ისეთ მორალურ საკითხებს, როგორიცაა მეგობრული თანადგომა, პიროვნების პატიცისცემა, ძალმომრეობის წინააღმდეგ ამხედრება, ქალის მანდილის სიწმინდის დაცვა. მან შეძლო და გამოაშკარავა მეფის რუსეთის ძალადობა.😏 ალბათ ამიტომ იყო, რომ 1884 წელს წიგნად გამოცემული ”ელგუჯას” მთელი ტირაჟი გაანადგურეს.