What do you think?


სტუმარი
გურამ გეგეშიძის რიგით მეორე რომანი. პირველად გამოიცა 1970 წელს. რომანი თარგმნილია რუსულ, ბულგარულ და სხვა საბჭოთა ქვეყნების ენებზე. “სტუმარი” ვრცელი პანორამაა მეორე მსოფლიო ომისა და 70იან წლებამდელი თბილისის საზოგადოებისა და ნაჩვენებია მათი მანკიერი თუ დადებითი თვისებები.
- GenresGeorgian
304 pages, Paperback
First published January 1, 1970
Ratings & Reviews
Friends & Following
Create a free account to discover what your friends think of this book!
Community Reviews
Displaying 1 - 7 of 7 reviews
February 25, 2017
ძალიან,ძალიან მომეწონა ! ავტორი საკუთარი სათქმელის მკითხველთან მოტანას ახერხებს მარტივი თხრობის სტილით,გადაჭარბებული მხატვრული საშუალებების გარეშე. თანაც ისეთი მორალურ-ეთიკური პრობლემები აქვს დასმული,რომლებიც აწ და მარადის აქტუალური იქნება ჩვენში (და არა მარტო) . კითხულობ და დაუყოვნებლივ გიჩნდება სურვილი გამოასწორო საზოგადოების ამგვარი დეგრადირებული ყოფა,შეეცადო მდინარის საპირისპირო მხარეს გაცურო და ეს ხალხიც თან წამოიყოლო,თუმცა უძლური ხარ და მხოლოდ ისღა დაგრჩენია გაეცალო ამ ქალაქს,რომელიც იცი გულის სიღრმეში,ყველაფრისდა მიუხედავად, ძალიან გიყვარს. რაღაც მომენტებში ქარჩხაძის "მდგმურიც" კი მომაგონა.
აი,ისეთი წიგნია კიდევ ბევრჯერ რომ უნდა მიუბრუნდეს კაცი.
აი,ისეთი წიგნია კიდევ ბევრჯერ რომ უნდა მიუბრუნდეს კაცი.
February 15, 2015
ეს რომანი მეგობრობით,იმედგაცრუებით,სიყვარულით,დანაკარგით,მარტოობითა და მოგონებების გამოძახილებითაა სავსე.თუ ეძებთ ცხოვრებისეული გამოცდილებებით სავსე წიგნს, რომელიც ცხოვრებას რეალური თვალით დაგანახებთ, სწორად მოაგენით.
November 24, 2015
ბრწყინვალე ავტორის და ერთ-ერთი საუკეთესო მაგიური რეალიზმის წარმომადგენლის გენიალური რომანი!! ვისაც ეს ჟანრი გიტაცებთ ყველამ წაიკითხეთ!!
September 16, 2023
ობოლი, ოჯახის წევრებისგან, ნათესავებისგან და ახლობლებისგან მიტოვებული, ზურგშექცეული და გაუცხოებული ახალგაზრდა ბიჭის ამბავი, რომელიც საბოლოოდ საკუთარ მეს, სულიერ სიმშვიდეს და ჰარმონიას ქალაქისაგან, ხმაურისაგან და თავისივე მსგავსი ადამიანებისაგან შორს, ბუნებასთან ახლოს, გადაკარგულ სოფელში პოულობს... 😊
November 18, 2020
იდეალური წიგნია, ალბათ 1-1 საუკეთესო ქართულ ენაზე რაც დაწერილა.
April 9, 2016
რომანი მოგვითხრობს იმ "სტუმარზე", რომელსაც თავისი ადგილი საზოგადოებაში ვერ უპოვია და მუდმივად ეძებს სიმშვიდეს. მარტოობა, ძვირფასი ადამიანების დაკარგვით გამოწვეული ტკივილი და წარსულის მოგონებები ახალგაზრდა მამაკაცს სულ თან სდევს.
"ტკივილები, რომელსაც ცხოვრება გვაყენებს, არასოდეს არ ქრებიან, მხოლოდ დროდადრო ყუჩდებიან."
"ტკივილები, რომელსაც ცხოვრება გვაყენებს, არასოდეს არ ქრებიან, მხოლოდ დროდადრო ყუჩდებიან."
November 16, 2016
არაჩვეულებრივია
ნოსტალგიური, სევდიანი და ძალიან სასიამოვნო <3
ნოსტალგიური, სევდიანი და ძალიან სასიამოვნო <3
Displaying 1 - 7 of 7 reviews







