1926 წელი: საბჭოთა კავშირში კონცესიების შესაძენად ჩამოსული ამერიკელი ბიზნესმენი და მისი ცოლი სვანეთში აღმოჩნდებიან. ქართული სახელოვნებო მოდერნიზმი ჯერაც ცოცხლობს. ლავრენტი ბერია ინიშნება მთავარი პოლიტიკური სამმართველოს უფროსად. ოკულისტები ეძებენ შამბალას.
ქარუმიძე სწავლობდა ინგლისურ ენასა და ლიტერატურას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1984 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე - "მახვილგონიერება და პატივმოყვარეობა ჯონ დონის პოეზიაში." წლების განმავლობაში, ქარუმიძე მუშაობდა XX საუკუნის ლიტერატურის კვლევის ცენტრში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1994-5 წლებში კი იგი იყო ფულბრაითის მოწვეული მკვლევარი, უისკონსინ-მილვოქის უნივერსიტეტში, სადაც იგი პოსტმოდერნულ ამერიკულ მეტაპროზას სწავლობდა. ქარუმიძის ორი მოთხრობა (რომელებიც ავტორმა თავად თარგმნა ინგლისურად) გამოქვეყნდა ამერიკაში, Clockwatch Review-ში (Clockwatch Review, Bloomington, IL, 1996). რედაქტორობდა საქართველოში გაცემულ ინგლისურენოვან ჟურნალებს: საქართველო/კავკასიის პროფილი (1995-2000) და კავკასიის კონტექსტი (2002-05). ჯეიმზ ვერჩთან ერთად, ზურაბ ქარუმიძე იყო თანა-რედაქტორი წიგნისა - კმარა:ვარდების რევოლუცია საქართველოს რესპუბლიკაში (Nova Science Publishers, ნიუ-იორკი, 2005). წერს ესეებს კულტურასა, კოლექტიურ მახსოვრობასა და ეროვნული ნარატივების შესახებ.
მახსოვს, რა ამბები მოყვა ამ რომანს. ზურას დანიშვნა უნდოდათ ბრიტანეთის ელჩად და ამ დროს სოსო ჯაჭვლიანმა "ასავალ-დასავალში" დაწერა, ქარუმიძე თავის რომანში სვანურ ტრადიციებს შურაცხყოფსო, ყოველ სიტყვაში ფალოსს ხმარობს და მგონი, თვითონაც გაფალოსდაო, მსგვასი სირობებიც დაამატა და ამის გამო ზურას კანდიდატურა მოხსნეს. ამ ყველაფრის მერე მოვიძიე ზურას წიგნები და პირველი რაც ვიშოვე "ღვინომუქი ზღვა" იყო, რომელსაც საერთოდ ვერაფერი გავუგე. არ მომეწონა. ალბათ პატარა ვიყავი მაგისთვის. აი, "მელია-ტულეფია" კი, ვფიქრობ, მშვენიერი რომანია. მშვენიერზე უფრო მეტიც. 20-იანი წლების დუხი მშვენივრად აქვს ნაჩვენები ავტორს. რომანში ერთ-ერთი საუკეთესოა არტ-კაფე "ქიმერიონის" ნაწილი, სადაც რობაქიძე, გურჯიევი, ცისფერყანწელები, ამერიკელი ბიზნესმენი ბილ უოსერსტაინი, მისი ცოლი მერიონი, ნადია და სხვანი და სხვანი აბსენტით ითრობენ თავს. ამის შემდეგ კი კედლებიდან გუდიაშვილის და კაკაბაძის ნახატები ცოცხლდებიან და მთელი სიურეალისტურ-ჰალუცინაციური ეპოპეა იწყება. მეორე, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა, ალბათ, ლატალის ნაწილია, შაქრო კარმელი დასავლურ ცეკვა ფოქსთროთს ძველ სვანურ-ხეთურ რიტუალს, მელია-ტულეფიას რომ მიუსადაგებს. სვანური განჯით დამთვრალი შარვლის შეხსნას რომ იწყებს და თეთნულდისკენ, როგორც ქალისკენ, რომ მიიწევს, მკერდზე რომ უნდა უკბინოს. მოკლედ, კიდევ ბევრის დაწერა შეიძლება. როგორც წინათ ვთქვი, მშვენიერი რომანია და დიდი მოვლენაცაა ქართულ ლიტერატურაში.
ზურაბ ქარუმიძე საოცრად საინტერესო ქართულ ლიტერატურას აკეთებს. ბელაქვაც და ესეც საოცრად ინტელექტუალური საკითხავია და გასართობი. ამ წიგნში ბევრი საინტერესო ამბები იყო, სვანეთზე და კავკასიის განსაკუთრებულობაზე. თავიდან წიგნი საკაიფოდ დაიწყო, ძველი სვანური რიტუალის აღწერით, მეგონა ეს რიტუალები მთელი რომანი გაგრძელდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. სვანეთი მართლაც ულამაზესი, მისტიკური და მაგიური ადგილია, სადაც ჯერ კიდევ არის ის უძველესი სული. რეალურად ქრისტიანობამდე რა ტრადიციებიც და რიტუალებიც გვქონდა ეგ არის ქართული ტრადიციები, და ქრისტიანობის შემოსვლის მერეც ახერხებდნენ, ქრისტიანულ რიტუალებში სვანურის გაერთიანებას. მაგრამ მერე საბჭოთა კავშირის დროს ტვინები გამოგვირეცხეს და დაგვაჯერეს რომ ის წარსული ცუდი იყო, მსხვერპლშეწრივა და ასე შემდეგ. ეს რომანიც ამ ძველი ტრადიციების შეხსენება იყო, მაგრამ მძაფრად არ იყო, თითქოს გაკვრით იყო ნახსენები ძველი რიტუალების და ტრადიციების შესახებ. სვანეთი ულამაზესთან და მშვენიერთან ერთად მკაცრი მხარეცაა, ზუსტად თავისი წესებით და ადათების გამო. ალბათ ქარუმიძემაც ძაან არ გაურისკა. და რომ გაერისკა და თუნდაც მოეკლად ეს მშვენივრად გამოუვიდოდა. სვანებს უმშვენიერესი და უამრავი რიტუალი და ტრადიცია აქვთ, რომლებიც არ უნდა დავივიწყოთ. აუცილებელი არ არის ჩავატაროთ, მაგრამ უნდა ვიკვლევდეთ მაინც. „მელია ტულეფია“ როგორც ვიცი არის რიტუალი რისი ჩატარებითაც ფალოსს ეთაყვანებოდნენ. რომანში ამაზე არ იყო ბევრი საუბარი. აკაკი გელოვანს მითოლოგიურ ლექსიკონში „უფალი“ სიტყვა აქვს განმარტებული, როგორც „უფალოსო“ „ფალოსი“ „უფალო“ კიდევ ბევრი ასეთი რამეა რაც არ უნდა გავნდევნოთ და პირიქით მივიღოთ როგორც ჩვენი წარსული. რომანი თითქოს პელევინს გავდა, მაგრამ არ იყო პელევინი. მშვენიერი ინტელექტის გასავარჯიშებელი წიგნია, ისეთია გრძელ გზაზე რომ წაიკითხავ.
ადრეკილა, მელია, შაქრო, კარამელი, შარდმდენი სვანური კანაფი და კალატოზის მარილის მლოკავი თხების ლომკები. ისეთია, რო ავტორი რაღაცას იტყუება და 20-იან წლებში თვითონ ცეკვავდა ფერხულს ;3