Jump to ratings and reviews
Rate this book

პიესები

Rate this book
კრებულში გაერთიანებულია დავით გაბუნიას ოთხი პიესა: ”რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება”, ”HOLLAND HOLLAND”, ”ლავინიას ყურები”, ”თურქი ბიჭის, სეფიდეხ ნესინის ცხოვრება და აღსასრული”.

136 pages, Paperback

First published January 1, 2013

27 people want to read

About the author

Davit Gabunia

15 books74 followers
დავით გაბუნია დაიბადა 1982 წლის 12 აპრილს ფოთში. 2003 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 2003 წლიდან მისი რეცენზიები და თარგმანები ინგლისური და შვედური ენებიდან იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალებში. ნათარგმნი აქვს სტრინდბერგის, იბსენის, შექსპირის, ასევე თანამედროვე დრამატურგების ნაწარმოებები. 2008 წელს მოიპოვა ახალგაზრდული თეატრალური ფესტივალის ”არდიფესტი” პრიზი საუკეთესო პიესისათვის. პიესების პირველი კრებული დაიბეჭდა 2010 წელს. 2013 წელს გახდა დამოუკიდებელი თეატრალური პრემია ”დურუჯის” ლაურეატი. მისი პიესები დადგმულია სამეფო უბნის, რუსთაველის, ფოთისა და ბათუმის თეატრებში.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
8 (66%)
4 stars
4 (33%)
3 stars
0 (0%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 4 of 4 reviews
Profile Image for Guga Maliadze .
189 reviews
November 27, 2019
ოთხი დღე ვიზოგავდი ოთხ პიესას.
კარგი რამეა, ტრაგედიებია რა ფაქტობრივად...
ჩემი აზრით, „რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება“ ყველაზე გამორჩეულია.
დავით, არ მიყვარს პათეტიკა, მაგრამ რამე ახალი და შენეული კიდევ გვესაჭიროება, აი, ისეთი, პირი დაფჩენილი რომ დაგვიტოვოს.
Profile Image for Salomeja Sandroschvili.
125 reviews1 follower
Read
August 1, 2023
საინტერესო იყო. ავტორს, ზოგადად, ლოკალური სოციალური გარემოს გაცნობიერების უნარი აქვს. და სათაური, ,,ლავინიას ყურები" სულ მახსენდება, თუმცა კაი ხნის წინ წავიკითხე.
ეს პიესები მათ ავტორთან დრამის თეორიის გავლის მერე ვნახე ლიგამუსში, მაშინ დრამატურგიაზე ვგიჟდებოდი და ვნთქავდი ყველაფერს. ახლაც რაღაც ძალიან ნათელი განცდა მაქვს მაგ ნერვიულად დაძაბულ პერიოდზე-იმისა, ლიტერატურას რომ აღმოაჩენ და ბედნიერი ხარ და გიხარია.
Profile Image for Irma Mesablishvili.
16 reviews
July 8, 2021
სპექტაკლოდან რომ ძალიან სავსე გამოდიხარ..ისეთი სავსე და დაღლილი ემოციებით, რომ სიტყვას ვერ ამბობ...უბრალოდ ჩუმად ხარ..
. ზუსტად ასე ვარ...
Profile Image for Beka Sukhitashvili.
Author 9 books211 followers
March 24, 2016
კარგი პიესებია, განსაკუთრებით ”რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება" მომეწონა.
სამწუხაროა, რომ სავარაუდოდ ისინი ვერასოდეს წაიკითხავენ, ვისი ცხოვრებაც არის განზოგადოებულად ნაჩვენები ამ პიესებში. ნამდვილად გულდასაწყვეტია, მაგრამ რა იცი ვის როდის ჩაუვარდება ხელთ.
Displaying 1 - 4 of 4 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.