კრებულში წარმოდგენილია X-XIX საუკუნეების საყოველთაოდ ცნობილი იაპონელი ავტორების საუკეთესო მცირე პროზაული ნაწარმოებები ან ფრაგმენტები მათი მოზრდილი რომანებიდან. იაპონური პროზისთვის თვალის გადავლება – სეი შონაგონიდან აკუტაგავა რიუნოსკემდე – ქართველ მკითხველს გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის უდიდეს იაპონურ კულტურაზე, იმაზე, რაც იაპონელებს მსოფლიოს დანარჩენი ერებისგან გამოარჩევს. კრებულში შესულია შემდეგი ავტორები და მოთხრობები:
სეი შონაგონი - ჩანაწერები სასთუმალთან მურასაკი შიკიბუ - ჰებუერას შრამელი მურასაკი შიკიბუ - ხესაგველა მურასაკი შიკიბუ - სუმა ნიჯო - ტკივილით მოსასმენი ამბავი ნიჯო - თქმულებიდან ტაირას სახლზე იჰარა საიკაკუ - ამბავი ცხრილებში ჩაფლული კალენდრის შემდგენელზე იჰარა საიკაკუ - ამბავი მარტოხელა ქალის სასიყვარულო თავგადასავლისა უედა აკინარი - შეხვედრა ქრიზანთემების დღესასწაულზე კუნიკიდა დოპო - ძია გენი აკუტაგავა რიუნოსკე - სუსანოო-ნო მიკოტო
清少納言 in Japanese Sei Shonagon (c. 966 -1017) was a Japanese author and a court lady who served the Empress Teishi (Sadako) around the year 1000 during the middle Heian period. She is best known as the author of "The Pillow Book" (枕草子 makura no sōshi).
აკუტაგავა ძალიან არ მომეწონა. მოთხრობა რამდენიმე პატრიარქალური მითისგან აქვს შეკოწიწებული. სხვა ყველა ავტორი მომეწონა, განსაკუთრებით ნიჯო და იჰარა საიკაკუ.
რაც შეეხება იაპონიას, როგორც ვატყობ, ნაციონალისტების საყვარელი მაგალითია და დაუსრულებლად ჩაგვჩიჩინებენ იაპონიის განსაკუთრებულ “ნაციონალურ თავისებურებებზე” და “შემონახულ ტრადიციებზე”. მაგრამ XI-XIX საუკუნეების ავტორების მიერ აღწერილი იაპონია სულაც არ ჰგავს ნაციონალისტების “განსაკუთრებულ” იაპონიას. ყველაფერი რასაც ეს მწერლები აღწერენ, ნებისმიერ ადგილას შეიძლება მომხდარიყო, ან ხდება. ძალაუფლება, იერარქია, ჩაგვრა ყველგან ერთნაირია. კი, იაპონელთა ტრადიციული სამოსი ან ზოგიერთი ჩვეულება (მაგალითად, ლექსებით მიმოწერა) დასავლურისგან განსხვავდება, მაგრამ დიდი სიბრიყვეა, მთელი ყურადღება ამ განსხვავებულ ფორმებზე შეაჩერო და ადამიანთა შორის არსებული ურთიერთმიმართებები არაფრად ჩააგდო.
წიგნის ნახევარზე მეტი ქალთა უბედურების ისტორიებია. იაპონიაში ქალები ისევე იტანჯებოდნენ პატრიარქატისგან, როგორც ყველგან. უფრო მეტიც, საუკუნეების წინ დაწერილი ტექსტები დღესაც აქტუალურია. ერთ ეპიზოდში, რომელმაც ამ მხრივ განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ასახულია ქალი, რომელიც ყოველმხრივ აკმაყოფილებს იმდროინდელ სილამაზის სტანდარტებსა და მოთხოვნებს, მხოლოდ ერთი “ნაკლი” აქვს, თხელი თმა აქვს. ქალი საშინელ სტრესშია, ყველანაირად ცდილობს ქმრისგან ეს “ნაკლი” დამალოს, რადგან იცის, რომ ამის გამო ქმარი შეიძულებს. ისეა გამწარებული, რომ სქელთმიან ქალს ცუდად ექცევა. ეს ქალი მართლაც ძალიან ჰგავს თანამედროვე ქალს, რომელიც შეიძლება თხელი თმის გამო არა, მაგრამ იმის გამო შფოთავს და ძრწის, სხეულზე სადმე “ზედმეტი” თმა არ შერჩეს, ან იმის გამო, რომ მოდელის სტანდარტებს ვერ მიუახლოვდა და ა.შ.
2013 წელი იაპონიით დავასრულე. საინტერესი იყო ერთ წიგნში მოქცეული ამხელა ისტორია. ცოტა კი მეწყინა, იაპონელებიც ისეთივე "ჩვეულებრივი" ადამიანები რომ აღმოჩნდნენ, როგორიც სხვა ქვეყნების ხალხები, მაგრამ ეგ არფერი. მე მათი განსაკუთრებული თვისებებითაც კმაყოფილი ვიქნები და მაინც დიდი სიყვარულით მეყვარება ეს კუნძულოვანი ქვეყანა.