მწერალი და საზოგადო მოღვაწე. 1907-08 წლებში გერმანულის მასწავლებლად მუშაობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, ეწეოდა პუბლიცისტურ და საგამომცემლო საქმიანობას. იყო გაზეთ „ერის“ რედაქტორი, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ დახურა ეროვნული პოზიციის გამო.1910-11 წლებში მისი რედაქტორობით გამოდიოდა ყოველკვირეული ჟურნალი „ცხოვრება და ლიტერატურა“. 1917 წლიდან მუშაობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გაზეთ „სამშობლოს“ პასუხისმგებელ მდივნად, მოგვიანებით კი ამავე გაზეთის რედაქტორი გახდა.საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ქუთაისში ნიკო ლორთქიფანიძის რედაქტორობით გამოდიოდა ლიტერატურული ალმანახი „კრებული“.
შელოცვა რადიოთი ჩემთვის იყო ძალიან დიდი შოკური მდგომარეობა.. სხვა მწერალი ამ ისტორიაზე ძალიან სერიოზულ რომანს ააგებდა, მაგრამ ნიკოს არ სჭირდება გაწელვა.. ბორხესის მერე თუ გამაკვირვებდა ვინმე ამდენი ქვეტექსტით ძნელად წარმომედგინა, მაგრამ ელის ტრაგიკული ბედისწერისა და ორ მილიარდელისთვის ხელში სათამაშოდ დარჩენილი ქართული სულის ამბავი ნამდვილად აღტაცების ღირსია!!
არც მიფიქრია სამშობლოს გარეთ სიკვდილზე, მიუხედავად იმისა, რომ წასვლა მინდა. არავის არ ვუსურვებ ასე გულდამწვარ სიცოცხლის დასასრულს... სახლი მაინც სხვაა. :(