ეს წიგნი ინგლისურად წავიკითხე ფილმის (Kadosh ჰქვია ფილმს) ნახვის შემდეგ. ჩემი აზრით, ის შემთხვევაა, როცა ბოლომდე არცერთი არ მოგწონს და ისურვებდი, რომ რაღაც შუალედური ყოფილიყო. წიგნი მთლიანად მთავარი პერსონაჟის მონოლოგია და ამის გამო, ძალიან მონოტონურია. ფილმი მთლიანად ქმედებაა, უფრო გამოკვეთილია სხვა პერსონაჟები (მთავარი პერსონაჟის ქმარი, და, დედა, მამამთილი, სასიძო.. ) და, ამის გამო, ძალიან ჩამთრევია საცქერად, მაგრამ, მალკას (წიგნში - ნაომის) ბოლო საქციელის შეცვლამ გააფუჭა ფილმიც, წიგნის იდეაც და ცოტა მიკვირს, რატომ წავიდა წიგნის ავტორი ამაზე..
წიგნიდა ბევრი რაღაცის გაგება შეიძლება ორთოდოქსი იუდეველების ცხოვრების წესის შესახებ. თანაც, პირველი პირიდან არის მოთხრობილი-ავტორმა (რომელიც თავად არის ებრაელი) რამდენიმე თვე გაატარა მეა შერიმში და ახლოს გაეცნო "ჰარედების" საზოგადოებას. თავად მთავარი პერსონაჟის სატკივარი კი ძალიან გასაგები იქნება ყველა იმ ქალისათვის, ვისაც დედობა უნდა, მაგრამ, ამას ვერ ახერხებს და ამის გამო, ცალკე საყვარელ ადამიანთან უფუჭდება ურთიერთობა, ცალკე - ზეწოლის და დამამცირებელი დამოკიდებულების მსხვერპლია საზოგადოების მხრიდან, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მის ტანჯვას...