„… ვიიონს ყველა დროში კითხულობდნენ, მაგრამ მისი სახელი დღეს კიდევ მეტი დიდებით არის მოსილი, ვიდრე ოდესმე… ეს პოეზია თამამად უძლებს ყოველგვარ შედარებას შემდგომ ეპოქებთან, იმასთან, რაც მომდევნო ოთხი საუკუნის დიდმა პოეტებმა შემოიტანეს ყველაზე ძალმოსილი თუ ყველაზე სრულყოფილი. ვინაიდან ფორმას ოქროს ფასი აქვს“.
პოლ ვალერი
„… იკითხეთ ვიიონი, მისგან ბევრს ისწავლით. მე თვითონ ძალიან ბევრი რამ მისწავლია“.
François Villon (in modern French, pronounced [fʁɑ̃swa vijɔ̃]; in fifteenth-century French, [frɑnswɛ viˈlɔn]) (c. 1431 – after 5 January 1463) was a French poet, thief, and vagabond. He is perhaps best known for his Testaments and his Ballade des Pendus, written while in prison. The question "Mais où sont les neiges d'antan?", taken from the "Ballade des dames du temps jadis" and translated by Dante Gabriel Rossetti as "Where are the snows of yesteryear?", is one of the most famous lines of translated secular poetry in the English-speaking world.
ჩემნაირ ადამიანზეც კი რომელიც ძალიან შორსაა პოეზიისგან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ წიგნმა.
პირველად გავეცანი ფრანგულ პოეზიას და დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ამ ყველაფერს ფრანგულადვე.
არ ვიცი ვის რამდენად ვურჩიო რადგან პოეზიის გაგება და წაკითხვა მარტივი საქმე არ გახლავთ განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ეს უკანასკნელი არ გხიბლავთ, ალბათ უფრო ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით გირჩევდით მათ ვინც ყოყმანობთ, ცდად ნამდვილად ღირს და მეეჭვება ასევე იმედგაცრუებული დაგტოვოთ.
,,გაჩენის დღიდან მდევნიდა ბედი, რაც დამემართა, მისი მადლია, მომადრეკინა შიმშილით ქედი და საშოვარზე გამომათრია. ტახტის ორგული არ ვარ, ღმერთმანი, მაგრამ ცხოვრება როგორც ქადაგებს, ვერ ეგუება ხშირად ერთმანეთს მეფის კანონი და სიღატაკე”.
ეს არის ლიტერატურა, რომელიც შემიძლია დაუსრულებლად ვიკითხო და არ დავიღალო. იმდენად კარგი პოეზიაა თარგმანში, რომ ფრანგულის სწავლის სურვილი გამიჩნდა, რათა თავად შევადარო ორიგინალს, უკეთ აღქმისთვის.
ისე კი, კითხვისას ამდენი არასდროს მიცინია, მგონი, არადა, მეტად ტრაგიკულია ავტორიცა და ამბავიც.